ტოსკანა

ტოსკანა (იტალ. Toscana) — რეგიონი ცენტრალურ იტალიაში. მისი ფართობი 23 000 კმ²-ია, მოსახლეობა კი 3 75 მლნ ადამიანი. რეგიონული დედაქალაქია ფლორენცია. ტოსკანური დიალექტი ლიტერატურული იტალიურის საფუძველია.

რეგიონი
ტოსკანა
Toscana
დროშაგერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ადმ. ცენტრი ფლორენცია
შიდა დაყოფა არეცოს პროვინცია, ფლორენციის პროვინცია, გროსეტოს პროვინცია, ლივორნოს პროვინცია, ლუკას პროვინცია, მასისა და კარარის პროვინცია, პიზის პროვინცია, პისტოიის პროვინცია, პრატოს პროვინცია, სიენის პროვინცია და Metropolitan City of Florence
კოორდინატები 43°21′00″ ჩ. გ. 11°01′00″ ა. გ. / 43.35000° ჩ. გ. 11.01667° ა. გ. / 43.35000; 11.01667
მმართველი Eugenio Giani
ფართობი 22 993 კმ²
მოსახლეობა 3 750 000 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 163,1 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა იტალიელები 93 %
ალბანელები 2 %
რუმინელები 1 %
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
ოფიციალური საიტი regione.toscana.it

ტოსკანა ცნობილია თავის თვალისმომჭრელი ლანდშაფტით, ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობით და მისი დიდი გავლენით მაღალ კულტურაზე. ტოსკანა მიჩნეულია იტალიური რენესანსის დაბადების ნამდვილ ადგილად და წარმოადგენს ხელოვნებასა და მეცნიერებაზე უდიდესი გავლენის მომხდენი ადამიანის სამშობლოს, ისეთების, როგორებიც არიან პეტრარკა, დანტე, ბოტიჩელი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, გალილეო გალილეი, ჯორდანო ბრუნო, ლუკა პაჩოლი და პუჩინი. აქედან გამომდინარე, რეგიონში გახსნილია რამდენიმე მუზეუმი (მათ შორის უფიცის, პიტის, ჩანსიანოს). ტოსკანას უნიკალური კულინარიული ტრადიციები გააჩნია, ცნობილია თავის ღვინოებით.

ტოსკანიდან ექვსი ობიექტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი: ფლორენციის ისტორიული ცენტრი (1982), სიენის ისტორიული ცენტრი (1995), პიზის კათედრალის მოედანი (1987), სან-ჯიმინიანოს ისტორიული ცენტრი (1990), პიენცის ისტორიული ცენტრი (1996) და ვალ-დ’ორჩა (2004). გარდა ამისა, ტოსკანას გააჩნია 120-მდე დაცული ბუნების ნაკრძალი. ამ ყოველივეს შედეგად, ტოსკანა და მისი დედაქალაქი ფლორენცია ძლიერ პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობებია, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. თავის მხრივ ფლორენცია წელიწადში 10 მლნ ტურისტს იღებს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია.[1]

ტოსკანა ადრე იყო რომაული ეტრურია, დასახლებული ეტრუსკებით ძვ.წ. 500 წელს. შუა საუკუნეებში გაყოფილი იყო ორ პატარა სახელმწიფოდ, რომლებიც XV-XVI საუკუნეებში ფლორენციის მმართველობის ქვეშ გაერთიანდნენ. 1861 წელს ტოსკანა იტალიის ნაწილი გახდა.

გეოგრაფია

ტოსკანის ლანდშაფტი სიენის სიახლოვეს

ტოსკანას უხეში სამკუთხედის მოხაზულობა აქვს და მდებარეობს ტირენიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილთან, ცენტრალურ აპენინებში. გარს არტყავს და გადაკვეთს მთავარი მთაგრეხილები, ცოტაა (მაგრამ ძლიერ ნაყოფიერი) დაბლობები, საბოლოო ჯამში რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. მეურნეობის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა.

მთებს უკავია რეგიონის ტერიტორიის 25 % — 5770 კმ², ვაკეებს კი 8,4 %, რომელთა უმრავლესობაც ემთხვევა მდინარე არნოს ველებს.

რეგიონის კლიმატი სანაპირო არეალებში რბილია, შიდა ნაწილებში კი უფრო უხეში და ნალექიანი, ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევით ზამთარსა და ზაფხულს შორის[2], რასაც განაპირობებს აქტიური ფრიზი, რაც ერთ დროს განაპირობებდა რეგიონის ყველაზე უხვმოსავლიანობას ძველ რომში.[3]

ადმინისტრაციული დაყოფა

ტოსკანის რეგიონი ადმინისტრაციულად ათ პროვინციად იყოფა:

ტოსკანის პროვინციები
პროვინციაფართობი (კმ²)მოსახლეობასიმჭიდროვე (ად./კმ²)
არეცოს პროვინცია3232345 547106,9
ფლორენციის პროვინცია3514983 073279,8
გროსეტოს პროვინცია4504225 14250
ლივორნოს პროვინცია1218340,387279,5
ლუკას პროვინცია1773389 495219,7
მასისა და კარარის პროვინცია1157203 449175,8
პიზის პროვინცია2448409 251167,2
პისტოიის პროვინცია965289 886300,4
პრატოს პროვინცია365246 307674,8
სიენის პროვინცია3281268 70681,9

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი