ანა გოპკო

ანა გოპკო (უკრ. Ганна Миколаївна Гопко ; დ. 4 მარტი, 1982, სოფელი განაჩევკა, პერემიშლიანსკის რაიონი, ლვოვის ოლქი) —  უკრაინელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი. გარემოსდამცველი,  თამბაქოს მოწევის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი. უკრაინის უმაღლესი რადის მე-8 მოწვევის სახალხო დეპუტატი (2014 წლიდან). საზოგადოებრივი კომუნიკაციების დოქტორი.

ანა გოპკო
ანა გოპკო
უკრაინის უმაღლესი რადას მე-8 მოწვევის დეპუტატი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 აგვისტო 2019 – 27 ნოემბერი 2014 29 აგვისტო 2019

დაბადებული4 მარტი 1982
სოფელი განაჩევკა, პერემიშლიანსკის რაიონი, ლვოვის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ
მოქალაქეობაუკრაინის დროშა უკრაინა
პოლიტიკური პარტიათვითდახმარება
მეუღლეალექსანდრ ჟუკი
შვილები1
განათლებაუმაღლესი
სამეცნიერო ხარისხისოციალური კომუნიკაციების მეცნიერებათა კანდიდატი

ბიოგრაფია

მშობლები: მამა — ნიკოლაი ევგენიევიჩ გოპკო, დედა — ნადეჟდა სტეპანოვნა ( ქალიშვ. გვარიმურომცევა).

ანა გოპკომ სკოლა წარჩინებით დაამთავრა. შემდეგ — ი. ფრანკოს სახელობის ლვოვის ეროვნული ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (2004). იგი გახლავთ საერთაშორისო ჟურნალისტიკის მაგისტრი. სტუდენტობის წლებში მუშაობდა ლვოვის “ ინტერისა“ და უკრაინის საზოგადოებრივი არხის „პირველი ნაციონალის“ კორესპონდენტად. [1][2]

საკანდიდატო დაიცვა დისერტაცია დაიცვა  თემაზე  „გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა“ (2009 წელს ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში).

ანა გოპკო უკრაინის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებულია.

იგი  გახლავთ უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციის —  "მომავლისთვის თამბაქოს გარეშე" პროგრამების გრძელვადიანი კოორდინატორი.[3] 

2014 წლის ზაფხულში, ევრომაიდანის მასობრივი გრძელვადიანი დემონსტრაციების  შემდეგ, გახდა საზოგადოებრივი ინიციატივის "რეფორმების რეანიმაციული პაკეტის" (Реанімаційний пакет реформ)  თანადამფუძნებელი და კოორდინატორი.[4][5]

2014 წლის უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე იგი აირჩიეს მე-8 მოწვევის დეპუტატად, ხელმძღვანელობდა სამოპომიჩის ასოციაციის საარჩევნო სიას. მისივე ჩვენების თანახმად,  მიიღო შეთავაზება პოროშენკოს ბლოკის, ბატკივშჩინას, ოლეგ ლიაშკოსა და ანატოლი გრიცენკოს პარტიების საარჩევნო სიის ათეულში შესვლის შესახებ. პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს თავმჯდომარეობდა.[6]

არჩევნების შემდეგ შექმნილ მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა  მას  ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტი სესთავაზა, მაგრამ გოპკომ უარი თქვა და გადაწყვიტა პარლამენტში დარჩენილიყო.

2015 წლის ზაფხულში, ფრაქციის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, მან მხარი დაუჭირა უკრაინის კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, 2015 წლის 31 აგვისტოს იგი გარიცხეს უმაღლეს რადას "თვითდახმარების" ფრაქციიდან. თავად გოპკომ ამგვარ ქმედებები პოპულიზმის და ბოლშევიკური ავტორიტარიზმის სერიების გაგრძელებად შეაფასა. ფრაქციის ხელმძღვანელმა ოლეგ ბერეზიუკმა ასევე გამოთქვა გოპკოს კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების აზრი, მაგრამ ამის განხორციელებას დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებოდა.[7][8]

თავად ანა გოპკო გეგმავს დარჩეს უფრაქციო დეპუტატად.

ჩემივე ჩვენებით: „ყოველთვის თვეში 20 ათასზე მეტ გრივნას ვიღებდი, ეს იყო ხელფასი, ყველა გადასახადის გადახდის გათვალისწინებით“. ანა გოპკოს დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახი 8 ბინას ფლობს.

2014 წელს ამერიკულმა ჟურნალმა Foreign Policy-მ ანა გოპკო შეიყვანა 100 გლობალური მოაზროვნის ყოველწლიურ სიაში (100 Global Thinkers).

2014 წელს გახდა National Democratic Institute - ის პრიზის მფლობელი.[9]

2018 წლის 1 ნოემბერს იგი იმ უკრაინელ პირთა სიაში მოხვდა, რომელთა მიმართ რუსეთის მთავრობამ სანქციები დააწესა.

ოჯახი

ანა გოპკო დაქორწინებულია. მისი მეუღლე — ალექსანდრე ჟუკი (დ. 1978) — Cargill-ის ეკონომისტი გახლავთ. წყვილს ჰყავს ქალიშვილი სოფია (დაიბადა 2011 წელს).[10]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა