ბერდიანსკის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან ბერდიანსკისათვის ბრძოლა)
ბერდიანსკის ბრძოლა
სამხრეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი
2022 Russian invasion of Ukraine.svg
თარიღი 26–27 თებერვალი, 2022
მდებარეობა ბერდიანსკი, ზაპორიჟიის ოლქი, უკრაინა
შედეგი რუსეთის გამარჯვება
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთიუკრაინის დროშა უკრაინა
ძალები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაშებული ძალებიუკრაინის დროშა უკრაინის შეიარაშებული ძალები
დანაკარგები
უცნობიახელში ჩაიგდეს 8 სამხედრო გემი
უკრაინის თანახმად: 1 დაღუპული, 1 დაჭრილი[1][2]
ბერდიანსკის ბრძოლა ვიკისაწყობში

ბერდიანსკის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრის სამხრეთ უკრაინის კამპანიის დროს. სამხრეთის ფრონტის რუსულმა ჯარებმა მარიუპოლის მოალყეების დასახმარებლად მიმავალ გზაზე დაიკავეს საპორტო ქალაქი ბერდიანსკი.

ფონი

მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა მელიტოპოლი დაიკავეს, წაიწიეს ჩრდილო-აღმოსავლეთით ტოკმაკისკენ, რომელსაც ალყა შემოარტყეს, და აღმოსავლეთით ბერდიანსკისკენ (მარიუპოლისკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ფარგლებში თავს დაესხა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის რუსული ძალები.

ბრძოლა

26 თებერვალს რუსეთის ჯარებმა დაიკავეს ბერდიანსკის პორტი და ბერდიანსკის აეროპორტი.[3][4]

27 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალყა შემოარტყეს ბერდიანსკს.[5] იმავე საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ჯარისკაცები ქალაქში შევიდნენ.[6] დაახლოებით 22:00 საათზე ბერდიანსკის მერი ოლექსანდრ სვიდლო იტყობინებოდა, რომ რუსულმა ძალებმა ყველა ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს.[7] ქალაქში შენიშნეს რუსული ბუკის სარაკეტო სისტემები.[6]

28 თებერვალს ზაპორიჟიის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ჯარებმა ბერდიანსკზე კონტროლი მოიპოვეს და ქალაქის პოლიციის განყოფილება დაიშალა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, უარს თქვა რუსებთან თანამშრომლობაზე.[1][2] რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსულმა ჯარებმა ქალაქი აიღეს.[8] ბრძოლის დროს, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.[1][2]

შედეგები

ანტისაოკუპაციო გამოსვლები ბერდიანსკში, 28 თებერვალი.

სვიდლოს მიხედვით, რუსულმა ძალებმა 28 თებერვალს ქალაქი დატოვეს, მაგრამ რუსული სამხედრო პოლიციის რაზმი ადგილზე დარჩა.[9] რუსები მარიუპოლისკენ დაიძრნენ, რათა შეერთებოდნენ აღმოსავლეთის კამპანიას და ბლოკადაში მოექციათ ქალაქი.[10] მარიუპოლამდე მიღწევით, სამხრეთის კამპანიის ძალებმა სახმელეთო კავშირი დაამყარეს ყირიმსა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკას შორის.[11]

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრძოლის შემდეგ რუსეთმა ხელში ჩაიგდო რვა უკრაინული სამხედრო გემი.[12]

14 მარტის ცნობით, ბერდიანსკის პორტში შევიდა რუსული სადესანტო გემები. მრავალ გემს შორის აღსანიშნავი იყო „რაპტორის“ კლასის საპატრულო კატერი.[13] 21 მარტს ზაპორიჟიის ოლქის გუბერნატორმა ოლექსი სტარუხმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ბერდიანსკის პორტში დაიკავეს ათასობით ტონა მარცვლეულით დატვირთული ხუთი გემი.[14]

სადესანტო გემის დაბომბვა

24 მარტს უკრაინულმა ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ ბალისტიკური რაკეტით დარტყმა მიაყენეს „ალიგატორის“ კლასის რუსულ სადესანტო ხომალდ „სარატოვს“ (თავდაპირველი ინფორმაციით, ეს გემი „ორსკი“ იყო). შედეგად, ხომალდს ცეცხლი მოედო, თავად „სარატოვი“ აფეთქდა და რუსული ფლოტის კიდევ ორი ხომალდიც დააზიანა, რომლებმაც შემდეგ პორტი დატოვეს.[15][16][17]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი