ბერნჰარდ შლინკი

ბერნჰარდ შლინკი (დ. 6 ივლისი, 1944) — გერმანელი იურისტი, აკადემიკოსი და რომანისტი. ცნობილია რომანით „წამკითხველი“, რომელიც 1995 წელს გამოქვეყნდა და საერთაშორისო ბესტსელერი გახდა.

ბერნჰარდ შლინკი
გერმ. Bernhard Schlink
დაბადების თარიღი 6 ივლისი, 1944(1944-07-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (79 წლის)
დაბადების ადგილი ბილეფილდი[1]
საქმიანობა იურისტი, მოსამართლე, რომანისტი, სცენარისტი, უნივერსიტეტის პროფესორი და პოეტი ადვოკატი
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  გერმანია
ალმა-მატერი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, Kurfürst-Friedrich-Gymnasium (Heidelberg) და ფრაიბურგის უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი
Magnum opus Q123856863?
ჯილდოები ოფიცრის ჯვრის ორდენი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის[8] , ჰანს ფალადას პრემია[9] , Friedrich Glauser Award[10] , German Crime Fiction Award, Evangelischer Buchpreis, Pak Kyong-ni Prize და Q1596394?
ნათესავ(ებ)ი Basilea Schlink და Klaus Engelhardt
საიტი schlink.rewi.hu-berlin.de

კარიერა

შლინკმა სამართალი ჰაიდელბერგისა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტებში შეისწავლა, რის შემდეგაც დარმშტადტის, ბიელეფელდისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში კვლევით ასისტენტად მუშაობდა.[11] იგი სამართლის პროფესორი იყო ბონის უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში, 1992 წელს კი ბერლინის ჰამბოლდტის უნივერსიტეტეში დაიწყო მუშაობა.

სამწერლო კარიერა

შლინკმა სამწერლო კარიერა დეტექტიური ჟანრის რომანებით დაიწყო. 1995 წელს მან გამოაქვეყნა „წამკითხველი“, რომელმაც კრიტიკული აღიარება მოიპოვა. რომანის სიუჟეტი მოგვითხრობს თხუთმეტი წლის ბიჭის ურთიერთობაზე ოცდათექვსმეტი წლის ქალთან, რომელსაც იგი ყოველი შეხვედრისას სხვადასხვა წიგნს უკითხავს; მათი ურთიერთობა განშორებით მთავრდება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ბიჭი, რომელიც უკვე სამართლის სტუდენტია, ყოფილ საყვარელს სასამართლო დარბაზში ხვდება, სადაც ქალს სასტიკი დანაშაულისთვის ასამართლებენ. რომანი გერმანელთა ომის შემდგომი თაობის ომის თაობისადმი ურთიერთმიმართების საკითხს იკვლევს. ნაწარმოები გერმანიასა და აშშ-ში ბესტსელერი გახდა და 39 ენაზე ითარგმნა. „წამკითხელი“ პირველი გერმანული წიგნია, რომელმაც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში პირველია ადგილი დაიკავა. 2007 წელს სატელევიზიო გამოკითხვაში „წამკითხველი“ გერმანელი მკითხველების 100 საყვარელ წიგნს შორის მე-14 ადგილზე დასახელდა.[12]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  • filmportal.de — 2005.
  • Discogs — 2000.
  • ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • Babelio — 2007.
  • Munzinger Personen
  • https://www.tagesspiegel.de/berlin/wer-das-bundesverdienstkreuz-heute-sonst-noch-bekommt/452928.html
  • Preisträger seit 1981 // https://www.neumuenster.de/kultur-freizeit/kultur/kulturfoerderung/hans-fallada-preis/
  • http://www.kulturpreise.de/web/preise_info.php?preisd_id=886
  • DFG – Deutsche Forschungsgemeinschaft – Schriftsteller und Wissenschaftler Bernhard Schlink zu Gast im Bonner Wissenschaftszentrum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-04. ციტირების თარიღი: 2019-09-15
  • "Unsere Besten", ZDF, October 31, 2007, accessed January 21, 2011.
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა