ბივისი და ბატ-ჰედი (პერსონაჟების სია)

აქ წარმოდგენილია ამერიკული ანიმაციური ტელესერიალ „ბივისი და ბატ-ჰედის“ პერსონაჟების სია.

ძირითადი

კორნჰოლიო, ბივისის ალტერ-ეგო
  • ბივისი — აქვს გამოწეული ყბა და უცნაური გამოხედვა. როგორც წესი, იგი ყოველთვის პროფილშია ნაჩვენები. სიცილის დროს ის ღრუტუნებს, აქვს წვრილი სასაცილო ხმა და ხშირად ჰყოფს თითს ცხვირში. ვიზუალურად იგი უფრო ლამაზია, ვიდრე ბატ-ჰედი. ხშირად მას ფიზიკურად უხეშად ეპყრობიან (ბატ-ჰედი ან ვინმე სხვა). ხშირად ბევრს ყვირის, მაგრამ ისევ უბრუნდება საყვარელ სიცილს. სანამ სერიალში არ შეიტანეს ცვლილებები (იხილეთ ქვემოთ), მას ჰქონდა ყველაფერზე ცეცხლის მოკიდებისკენ მიდრეკილება, თუმცა, ბატ-ჰედთან შედარებით უფრო პასიური ხულიგანი იყო. მას ასევე ჰყავსალტერ-ეგო სახელად დიდი კორნჰოლიო, რომელიც ხშირად ჩნდება მას მერე, რაც ბივისი სვამს ყავის დიდ რაოდენობას ან ყლაპავს ბევრ შაქარს. ბივისს თავისი სახელი ეწოდა ბობი ბივისის, მაიკ ჯაჯის რეალური მეზობლის პატივსაცემად. ჯაჯის თქმით, რეალური ბივისი ანიმაციურ ბივისთან არავითარ კავშირში არის.
  • ბატ-ჰედი — ატარებს კბილების სამაგრებს, აქვს წვრილი თვალები და ცხვირი ფართო ნესტოებით. იგი მცირეოდენი შიშინით საუბრობს, ყოველ წინადადებას იწყებს ფრაზით „ააააა...“ და ამთავრებს სახასიათო სიცილით. იგი ბივისზე შედარებით მშვიდია. ხშირად აგრესიულია მეგობრის მიმართ. მაიკ ჯაჯის თქმით, სახელი აღებულია ბავშვობაში მისთვის ცნობილი ბიჭის ზედმეტსახელიდან "Iron Butt". ბივისი ხშირად იქცევა თავის ალტერ-ეგოდ, „დიდ კორნჰოლიოდ“ (ინგლ. The Great Cornholio, სიტყვასიტყვით - „სიმინდხვრელა“). ეს ხდება შაქრის, კაფეინისა და სხვა სტიმულატორების დიდი დოზით მიღების შემდეგ. ტრანსფორმაცია ხდება მაისურის გაწელვით და თავზე ჩამოცმით, რის შემდეგაც ბივისი სხვადასხვა უცნაურ ფრაზას იძახის, როგორიც არის მე ვარ დიდი კორნჰოლიო!, შენ მემუქრები? და ჩემი ნახვრეტისათვის ტ.ქ. მჭირდება! (ინგ: I need T.P. for my bunghole!, იგულისხმება ტუალეტის ქაღალდი). კორნჰოლიოს ამპლუაში ბივისი ერთხელ იქცა პოეტად (ბატნიკად, ანუ ბიტნიკის ახალ ვერსიად), მაგრამ ასევე შეცდომით დეპორტირებული იქნა მეხიკოში, რადგან Burger World-ში, სადაც ის მუშაობს, იგი შემთხვევით ეგონათ უცხოელი ემიგრანტი.

სკოლის პერსონალი

  • ტომ ანდერსონი — ორეულის მეზობელი. ხშირად ქირაობს მათ, რათა რამე შეუკეთონ ან დაულაგონ, რაც მთავრდება სახლის ან სხვა ობიექტის განადგურებით. ამასთან, მას არასოდეს ახსოვს მათი სახელები (რადგან თავად ცუდად ხედავს). მან იქონია დიდი გავლენა ჯაჯის შემდეგი სერიალის ჰილის მეფის პერსონაჟის, ჰენკ ჰილის გარეგნობაზე.
  • დევიდ ვან დრისენი — ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ადარდებს ორეულის ბედი. იგი არის ყოფილი ჰიპი, რომელიც ბუნების მოყვარული და რბილი ხასიათის ადამიანია. იგი ცდილობს, ასწავლოს ორეულს გარემოსთან უფრო ჰარმონიულად ცხოვრება. ხშირად უკრავს უცნაურ სიმღერებს თავის გიტარაზე, თუმცა ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ მას რაღაც ფატალური ემართება. სკოლაში იგი რამდენიმე საგანს ასწავლის. პერსონაჟს მაიკ ჯაჯი ახმოვანებს[1][2][3][4].
  • ბრედლი ბაზკატი — ვან დრისენის სრული წინააღმდეგობა. ბრაზიანი, მოუთმენარი, უტემპერამენტო, იგი არის ომის ვეტერანი. საშინლად ვერ იტანს ბივისსა და ბატ-ჰედს.
  • დირექტორი მაკ-ვიკერი — ჰაილენდის სკოლის დირექტორი და, უდავოდ, ორეულის მთავარი მტერი. მათ დაანგრიეს მისი ცხოვრება, შეშლილობის ზღვარზე მიიყვანეს ის. ისინი მას ხშირად მაკ-დიკერს უწოდებენ. დირექტორი, როგორც წესი, შიშითა და აგრესიით ხვდება მათ გამოჩენას.

მოსწავლეები

  • დარია მორგენდორფერი — სარკაზმული, ჭკვიანი გოგონა, რომელიც სწავლობს ბიჭებთან ერთად. სწორედ იგი ხედავს მათ რეალურ სახეს. მიუხედავად მათი ინტელექტუალური განვითარებისა, ხშირად ის დახმარების ხელსაც უწვდის. ორეული ხუმრობით უწოდებს „დიარეას“, მაგრამ ერთ-ერთ ეპიდოდში, რომელშიც სკოლას პრეზიდენტი ბილ კლინტონი ეწვევა, ორივე აღიარებს, რომ დიარეა მაგარია. პერსონაჟის პოპულარობით შთაგონებულმა შემქმნელებმა აგრეთვე დაიწყეს სერიალის „დარია“ წარმოება.
  • სტიუარტ სტივენსონი — მშვიდი, უწყინარი ბიჭუნა, რომელთანაც არავინ მეგობრობს, გარდა ბივისის/ბატ-ჰედისა. თუმცა ისინი მას არაფრად აგდებენ, უბრალოდ ყოველთვის იყენებენ მას ამა თუ იმ საკუთარი ჩანაფიქრისათვის.

ქალაქის მოსახლეობა

  • ტოდ იანუცი — 20 წლის ასაკს გადაცილებული უხეში და მოძალადე ახალგაზრდა. ბივისი და ბატ-ჰედი მას თავის სამაგალითო პიროვნებად თვლიან და სურთ მის ბანდაში მოხვედრა. ტოდი მათ ყოველთვის თავიდან იშორებს, მაგრამ იყენებს, როგორც შეუძლია - მაგალითად, მათი მეშვეობით იპარავს ფულს.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი