ბივისი და ბატ-ჰედი


ბივისი და ბატ-ჰედი (ინგლ. Beavis and Butt-head) — ამერიკული ანიმაციური სერიალი, შექმნილი მაიკ ჯაჯის მიერ[2]. პირველი წარმატებული სერიის ბეისბოლი ბაყაყით შემდეგ ბივისისა და ბატ-ჰედის თავგადასავლები რეგულარულად გადიოდა ტელეარხის MTV ეთერში[3][4], 1993 წლის 8 მარტიდან 1997 წლის 28 ნოემბრამდე. ორიგინალური სერიების განმეორებითი ჩვენება ასევე მიმდინარეობდა ტელეარხზე MTV2.

ბივისი და ბატ-ჰედი
Beavis and Butt-head

სერიალის ლოგო
ჟანრი ანიმაციური ტელესერიალი
ავტორი მაიკ ჯაჯი
გახმოვანება მაიკ ჯაჯი
ტრეის გრენდსტეფი
ადამ უელში
ქვეყანა აშშ
სეზონი 10
ეპიზოდი 270 და 2 საპილოტო ეპიზოდი (ეპიზოდების სია)
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი მაიკლ ბლეიკი
ხანგრძლივობა 6–15 წთ (მუსიკალური ვიდეოების გარეშე)
5–11 წთ (მუსიკალური ვიდეოებით)
12–21 წთ (სპეციალური ეპიზოდები)
ეთერი
ორიგინალური არხი MTV[1]
ჩვენების ფორმატი 4:3 (SD) (1993–1997)
4:3 (1080i და 480i SD)
აუდიო ფორმატი სტერეო (1993–95)
Dolby Surround (1995–97)
Dolby Digital 5.1 (2011)
ეთერში 8 მარტი, 1993 (1993-03-08) — დღემდე
დაკავშირებული შოუები დარია
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალის მთავარი გმირები არიან ბივისი და ბატ-ჰედი, რომლებიც ცხოვრობენ ტეხასის შტატის გამოგონილ ქალაქ ჰაილენდში. მათი დიალოგები სარკაზმით არის სავსე, შეიცავს სექსუალურ ფანტაზიებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად სექსუალური გამოცდილება არ ჰქონიათ. ისინი დადიან ჰაილენდის სკოლაში (რომლის პროტოტიპად იქცა ნიუ მეხიკოს სჯოლა, რომელშიც ჯაჯი სწავლობდა), ხანდახან მუშაობენ, მაგრამ ყველაფერში მცირეოდენი წვლილი შეაქვთ. მათი საყვარელი საქმიანობაა ტელევიზორთან ჯდომა და მუსიკალური არხების ყურება - თითოეული ეპიზოდის მსვლელობისას ორეული დასცინის/განიხილავს 2-3 მუსიკალურ ვიდეოს. ბივისი და ბატ-ჰედი ხშირად სხვადასხვა უცნაურ თავგადასავალში ამოჰყოფენ თავს[5][6]. 1996 წელს სერიალის პოპულარობის გამო გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიც - Beavis and Butt-head Do America, რომელშიც პერსონაჟები აშშ-ის ტერიტორიაზე მოგზაურობენ.

2011 წელს სერიალის ჩვენება დროებით აღდგა და MTV-ს ეთერში გავიდა მისი მერვე სეზონი. მეცხრე სეზონი გამოვიდა 2022 წელს, ხოლო მეათე — 2023 წელს.

პერსონაჟები

ტელევიზორთან ჯდომის დროს ორივე, როგორც წესი, ნაჩოს, ლუდის მსგავს სასმელებს შეექცევა, აგრეთვე უსმენს მძიმე მეტალს. როგორც წესი, ბივისს აცვია ჯგუფ მეტალიკის სიმბოლიკის მქონე მაისური (პირველ ეპიზოდებში - ჯგუფ სლეიერის სიმბოლიკით), ხოლო ბატ-ჰედს - ჯგუფის AC/DC სიმბოლიკის მქონე მაისური. თუმცა, მოგვიანებით, სხვადასხვა პროდუქციაზე, საავტორო უფლებებთან პრობლემების გამო, მაისურებზე ეწერა „Skull“ და „Death Rock“.

პერსონაჟების წარმომავლობა და გვარები უცნობია, თუმცა ფილმში Beavis and Butt-head Do America ბატ-ჰედი ამტკიცებს, რომ მისი სახელია ბატ, ხოლო გვარი - ჰედი. ასევე არაფერია ცნობილი მათ მშობლებზე, თუმცა ბატ-ჰედი ბივისის დედას ხშირად ძუკნად მოიხსენიებს. სრულმეტრაჟიან ფილმში აგრეთვე არის სცენა, რომელშიც ორივე უდაბნოში უცნობ მამაკაცებს ხვდება. ეს ორი უკანასკნელი იხსენებს, თუ როგორც გაატარეს ღამე ორ ჰაილენდელ კახპასთან. სავარაუდოდ, სწორედ ისინი არიან ბიჭების მამები.

ეპიზოდები

სეზონიეპიზოდებიპირველად ეთერში
პირველად ეთერშიუკანასკნელად ეთერში
პილოტები222 სექტემბერი, 1992 (1992-09-22)17 ნოემბერი, 1992 (1992-11-17)
148 მარტი, 1993 (1993-03-08)25 მარტი, 1993 (1993-03-25)
22517 მაისი, 1993 (1993-05-17)15 ივლისი, 1993 (1993-07-15)
3316 სექტემბერი, 1993 (1993-09-06)5 მარტი, 1994 (1994-03-05)
43214 მარტი, 1994 (1994-03-14)19 ივლისი, 1994 (1994-07-19)
55031 ოქტომბერი, 1994 (1994-10-31)12 ოქტომბერი, 1995 (1995-10-12)
62031 ოქტომბერი, 1995 (1995-10-31)7 მარტი, 1996 (1996-03-07)
74126 იანვარი, 1997 (1997-01-26)28 ნოემბერი, 1997 (1997-11-28)
82227 ოქტომბერი, 2011 (2011-10-27)29 დეკემბერი, 2011 (2011-12-29)
9234 აგვისტო, 2022 (2022-08-04)13 ოქტომბერი, 2022 (2022-10-13)
102720 აპრილი, 2023 (2023-04-20)29 ივნისი, 2023 (2023-06-29)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი