გაბალა (საფეხბურთო კლუბი)

„გაბალა“ (აზერ. Qəbələ Futbol Klubu, აგრეთვე წარმოითქმის როგორც ქაბალა) — აზერბაიჯანული საფეხბურთო ასოციაციის კლუბი, რომელიც წარმოადგენს გაბალას აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში 2006 წლიდან. გაბალა სამჯერ იყო პრემიერლიგის პრიზიორი ხოლო, 2019 წელს, პირველად მოიგო ეროვნული თასი.

„გაბალა“
სრული სახელი Qəbələ İdman Klubu
დაარსდა 1 სექტემბერი, 1995; 24 წლის წინ[1]
სტადიონი გაბალას ქალაქის სტადიონი
(ტევადობა: 4,500)
პრეზიდენტი ფარიზ ნაჯაფოვი
ლიგა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა
2022–23 მე-4
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორია

კლუბი დაარსდა 1995 წლის 3 ივლისს, „გოი გოლის“ სახელით, გოიგოლში. 2005 წლის პირველ სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ გოი გოლი გაბალაში დაარეგისტრირა. ამავე წლის 5 სექტემბერს გუნდი AFFA-ში დარეგისტრირდა. 2006 წლის ზაფხულში გუნდი გოიგოლიდან გაბალაში გადავიდა და მისი სახელი „გილანი“ გახდა. მოგვიანებით, 2007 წლის 31 აგვისტოს, გუნდმა სახელი კვლავ შეიცვალა და გაბალა დაირქვა.[1][2]

2010 წლის 10 მაისს, არსენალის ყოფილი მცველი ტონი ადამსი კლუბის მენეჯერად დაინიშნა (მათ შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც იგი წელიწადში 1 მილიონ ფუნტს მიიღებდა).[3][4] აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ჩატარებული პირველი სეზონი გუნდმა მეშვიდე ადგილით დაასრულა.[5][6] 2011 წლის ნოემბერში, ოჯახური პრობლემების გამო, ადამსი გაბალას მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა.[7][8]

მიუხედავად ისეთი მენეჯერების დანიშვნისა, როგორიცაა ფატიჰ კავკლაკი და რამიზ მამედოვი, კლუბმა ვერ შესძლო ლიგაში დამაკმაყოფილებელ პოზიციაზე იმღწევა და მრავალი წლის განმავლობაში ცხრილში შუა ადგილებს იკავებდა.[9][10]

2013 წლის 29 მაისს, კლუბთან წელიწადში 1 ილიონი ფუნტი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გუნდის ახალ მენეჯერად დაინიშნა იური სემინი.[11][12] იმავე წელს, კლუბმა თავიანთ ისტორიაში პირველად მოახერხა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა, მაგრამ აზერბაიჯანის თასის ფინალში, პენალტების სერიაში, ნეფთჩი ბაქოსთან დანარცხდა.[13][14]

ევროპალიგის 2015-16 წლების სეზონში, ყარაბახისა და ნეფთჩის ჩემდეგ, გაბალა გახდა მესამე კლუბი რომელმაც ევროპალიგის ჯგუფურ ეპატზე გასვლა მოახერხა.

2017–18 წლების აზერბაიჯანის თასის ფინალში, კესლასთან დამარცხების შემდეგ, ხელშეკრულების არ გახანრგძლივების გაამო რომან გრიგორჩუკმა გაბალა დატოვა.[15] 2018 წლის 30 მაისს გაბალამ გამოაცხადა, რომ ორწლიანი კონტრაქტით გუნდის ახალ მენეჯერად სანან გურბანოვი დაინიშნა.[16] 2019 წლის 31 აგვისტოს, სახლში კესლასთან 0:4 დამარცხების შემდეგ, გურბანოვი მენეჯერის თანამდებობიდან გადადგა.[17]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი