შინაარსზე გადასვლა

ნეფთჩი ბაქო (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეფთჩი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი „ნეფთჩი“ ბაქო
აზერ. Neftçi Peşəkar Futbol Klubu
მეტსახელი Xalqın Komandası (სახალხო გუნდი)
Neftçilər (მენავთობეები)
Ağ-Qaralar (შავ-თეთრები)
დაარსდა 18 მარტი, 1937; 87 წლის წინ (1937-03-18)
სტადიონი ბაქსელ არენა[1][2][3]
(ტევადობა: 11 000)
პრეზიდენტი აზერბაიჯანის დროშა ქამრან გულიევი
მწვრთნელი აზერბაიჯანის დროშა ფიზული მამედოვი
ლიგა აზერბაიჯანის პრემიერლიგა
2022–23 მე-3
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„ნეფთჩი“ (აზერ. Neftçi) — აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბაქოდან. ჩამოყალიბდა 1937 წლის 18 მარტს. ასპარეზობს აზერბაიჯანის პრემიერლიგაში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1966), აზერბაიჯანის რვაგზის ჩემპიონი, სამგზის ვიცე-ჩემპიონი და შვიდგზის ბრინჯაოს პრიზიორი, აზერბაიჯანის თასის ექვსგზის მფლობელი და ოთხგზის ფინალისტი, აზერბაიჯანის სუპერთასის ორგზის მფლობელი. თანამეგობრობის თასის მფლობელი (2006) და ფინალისტი (2005). საშინაო მატჩებს ატარებს ბაქსელ არენაზე.[1][2][3]

ისტორიაწყაროს რედაქტირება

1937–1968 წლებში კლუბი „ნეფტიანიკის“ სახელით გამოდიოდა საფეხბურთო ასპარეზზე.[4][5] 1968 წლიდან დღემდე — ამჟამინდელი სახელწოდებით იცავს აზერბაიჯანული ფეხბურთის ღირსებას. ბაქოს „ნეფთჩი“, რომელიც დაარსების დღიდან ათწლეულების განმავლობაში თავისი ქვეყნის უპირველეს საფეხბურთო კლუბად ითვლებოდა — საკავშირო ჩემპიონატების ყველა რანგის ოფიციალურ შეჯიბრებებში ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის — უმაღლესი ლიგის, მეორე ჯგუფის, „ბ“ კლასის, პირველი ლიგის ჩემპიონატებზე, საკავშირო თასისა და ფეხბურთის ფედერაციის თასის გათამაშებებზე. კლუბის მრავალწლიანი ისტორიიდან და იმ მოცემულობიდან გამომდინარე, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობდა იგი ქვეყნის სპორტულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ფეხბურთის სპეციალისტებისა და უპირველესად, გულშემატკივრების გუნდისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით — ბაქოს „ნეფთჩი“ დღემდე აზერბაიჯანული ფეხბურთის ფლაგმანად რჩება.

კლუბის სახელით პირველი გოლი საკავშირო საფეხბურთო ტურნირების ოფიციალურ შეხვედრებში პაველ შტირლინმა 1937 წლის 24 მაისს, შეხვედრის 87-ე წუთზე — ერევნის „დინამოსთან“ გამართულ საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების 1/64 ფინალური ეტაპის მატჩში გაიტანა.[6][7].

1946–1948 წლებში საკავშირო ჩემპიონატების მეორე ჯგუფში გამოდის. უმაღლეს ლიგაში პირველად 1949 წელს იასპარეზა. თავის სადებიუტო სეზონში გუნდმა 34 კალენდარული შეხვედრა გამართა, რომელთაგან 6 მოიგო, 16 დათმო, 12 ფრედ დაამთავრა, ბურთების შეფარდებით — 26–42-თან და 24 ქულით გათამაშების სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილი დაიკავა.

1950 წლის სეზონში ბაქოელებმა, ამჯერად საკავშირო პირველობის „А“ კლასის 36 კალენდარული მატჩი ჩაატარეს. მათგან 6 მოიგეს, 9 შეხვედრა ფრედ დაასრულეს, 21 დათმეს, ბურთების შეფარდებით — 37–73-თან და 21 ქულით გათამაშების სატურნირო ცხრილში ბოლო — მე-19 ადგილზე გავიდნენ. ამგვარად, ბაქოელთა გუნდს საკავშირო პირველობის უმაღლეს დივიზიონში ანუ იმდროინდელი სახელწოდებით — „А“ კლასში ასპარეზობის მეორე ცდის შემდეგ უმაღლესი ლიგის დატოვება და შესაბამისად, ქვედა დივიზიონში დაბრუნება მოუწია. 1951–1959 წლებში საკავშირო პირველობის რანგით მეორე დივიზიონის — „ბ“ კლასის გუნდებს შორის აგრძელებს გამოსვლებს. 1960–1972 წლებში კვლავ უმაღლესი ლიგაშია.

1966 წელს გუნდი თავის ისტორიაში პირველად და ერთადერთხელ საკავშირო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი ხდება.[4][5] 1973–1976 წლებში კვლავ პირველ ლიგაში გამოდის, ხოლო 1977–1988 წლებში უმაღლეს ლიგის მონაწილეა.[8] საკავშირო საფეხბურთო ჩემპიონატებზე მონაწილეობის ბოლო წლებს (1989–1991) კლუბი კვლავ პირველი ლიგის გუნდებს შორის ატარებს და ამით ასრულებს თავის ისტორიაში 55 წლიან საბჭოთა პერიოდს.

მიმდინარე შემადგენლობაწყაროს რედაქტირება

განახლდა: 1 იანვარი, 2020[9]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
1მეკარეაზერბაიჯანი აზერბაიჯანისალაჰათ აგაევი
3მცველისენეგალი სენეგალიმამადუ მბოჯი
5მცველიაზერბაიჯანი აზერბაიჯანიანტონ კრივოციუკი
6მცველისერბეთი სერბეთივოისლავ სტანკოვიჩი
7ნახევარმცველიაზერბაიჯანი აზერბაიჯანინამიკ ალესკეროვი
8ნახევარმცველიაზერბაიჯანი აზერბაიჯანიემინ მაჰმუდოვი (კაპიტანი)
9თავდამსხმელისაფრანგეთი საფრანგეთიბაგალი დაბო
10ნახევარმცველიბრაზილია ბრაზილიადარიო
11ნახევარმცველისაბერძნეთი საბერძნეთივანგელის პლატელასი
12მეკარეაზერბაიჯანი აზერბაიჯანიქამრან იბრაჰიმოვი
17ნახევარმცველიაზერბაიჯანი აზერბაიჯანირაჰმან ჰაჯიევი
18მცველიაზერბაიჯანი აზერბაიჯანითურალ ახუნდოვი
პოზიცია ქვეყანამოთამაშე
22თავდამსხმელიაზერბაიჯანი აზერბაიჯანიმირაბდულა აბასოვი
25მცველიუკრაინა უკრაინაკირილო პეტროვი
26მცველიაზერბაიჯანი აზერბაიჯანიომარ ბულუდოვი
28თავდამსხმელისაფრანგეთი საფრანგეთისტივენ ჟოზეფ-მონროზი
30მეკარეაზერბაიჯანი აზერბაიჯანიაგილ მამედოვი
33ნახევარმცველიაზერბაიჯანი აზერბაიჯანითურან ვალიზადე
36ნახევარმცველიგვინეა გვინეამამადუ კანე
55თავდამსხმელიაზერბაიჯანი აზერბაიჯანიიბრაჰიმ ალიევი
77ნახევარმცველიჰაიტი ჰაიტიდონალდ გერიე
80ნახევარმცველიაზერბაიჯანი აზერბაიჯანიისმაილ ზულფუგარლი
93ნახევარმცველიჰაიტი ჰაიტისონი მუსტივარი
ნახევარმცველიირანი ირანისამან ნარიმან ჯაჰანი

ეკიპირების სპონსორები და მწარმოებლებიწყაროს რედაქტირება

წელიმწარმოებელისპონსორი
1994–1996აზერბაიჯანის დროშა Localაზერბაიჯანის დროშა RIAD
1996–2003გერმანიის დროშა Adidas
2003–2004თურქეთის დროშა Stadiumაზერბაიჯანის დროშა Baku Oil Refinery Plant
2004–2007იტალიის დროშა Lotto Sport Italiaაზერბაიჯანის დროშა SOCAR
2007–2015გერმანიის დროშა Adidasაზერბაიჯანის დროშა SOCAR
2015–2016გერმანიის დროშა Adidasაზერბაიჯანის დროშა ASAN service
2016–2017იტალიის დროშა Kappaაზერბაიჯანის დროშა ASAN service
2017–2018იტალიის დროშა Kappa
2018–2019აშშ-ის დროშა Nike
2019–აშშ-ის დროშა Nikeთურქეთის დროშა Turkish Airlines

მიღწევებიწყაროს რედაქტირება

ბაქო „ნეფთჩი“ მილანის „ინტერთან“ უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩის წინ. 4 ოქტომბერი, 2012
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის პრემიერლიგა
  • ჩემპიონი (9): 1992, 1995–96, 1996–97, 2003–04, 2004–05, 2010–11, 2011–12, 2012–13, 2020—21
  • ვიცე-ჩემპიონი (3): 2000–01, 2006–07, 2018–19
  • ბრინჯაოს პრიზიორი (8): 1993, 1994–95, 1998–99, 1999–2000, 2005–2006, 2007–08, 2017–18, 2022-23
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის თასი
  • თასის მფლობელი (6): 1994–95, 1995–96, 1998–99, 2001–02, 2003–04, 2012–13, 2013–14
  • ფინალისტი (4): 2000–01, 2011–12, 2014–15, 2015–16
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის სუპერთასი
  • სუპერთასის მფლობელი (2): 1993, 1995
  • ფინალისტი (1): 2013
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი (1): 1966
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის თასი
  • ნახევარფინალისტი (4): 1967, 1968, 1970, 1971
საბჭოთა კავშირის დროშა საკავშირო ფედერაციის თასი
  • ფინალისტი (1): 1988
თანამეგობრობის თასი
  • თასის მფლობელი (1): 2006
  • ფინალისტი (1): 2005

ლიტერატურაწყაროს რედაქტირება

რესურსები ინტერნეტშიწყაროს რედაქტირება

სოციალური ქსელები
Instagram · Facebook · Twitter
თემატური საიტები
FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · UEFA.com · WorldFootball.net
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · Alamy · Getty Images
ვიდეო
YouTube
მედია
Worldsport.ge

სქოლიოწყაროს რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი