გეორგი შეველოვი

გეორგი შეველოვი (დ. 17 დეკემბერი, 1908 — გ. 12 აპრილი, 2002) — უკრაინელ-ამერიკელი პროფესორი, ლინგვისტი, ფილოლოგი, ესეისტი, ლიტერატურის ისტორიკოსი და კრიტიკოსი. კოლუმბიის უნივერსიტეტში სლავური ფილოლოგიის პროფესორი.

გეორგი შეველოვი
დაბადების თარიღი 17 დეკემბერი, 1908 (1908-12-17) (115 წლის)
უკრაინა
გარდაცვალების თარიღი 12 თებერვალი, 2002(2002-02-12)
ეროვნება ჩეხოსლოვაკელი
ალმა-მატერი კოლუმბიის უნივერსიტეტი
საქმიანობა ისტორიკოსი

ახალგაზრდობა

გეორგ იური შეველოვი დაიბადა პოლონეთში 1908 წელს, თუმცა ზოგიერთი წყარო მის დაბადების ადგილად ხარკოვს ასახელებს. მისი ოჯახი ხარკოვში გადავიდა საცხოვრებლად 1910 წელს. მამამისი, ვლადიმერ კარლოვიჩ შნაიდერი იყო რუსეთის საიმპერატორო არმიის მაღალი რანგის ოფიცერი, რომელსაც გენერალ-მაიორის წოდება ჰქონდა. ორივე მშობელი გერმანელები იყვნენ. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას შეველოვის მამა უგზო-უკვლოდ დაიკარგა და სავარაუდოდ მოკლეს.

ხარკოვში იური თავდაპირველად სწავლობდა ე.დრუჟკოვას სახელობის კერძო სკოლაში, შემდეგ მე-3 სახელმწიფო ვაჟთა გიმნაზიაში. იმავე წელს სწავლა განაგრძო უკრაინის #7 ტექნიკურ სკოლაში.

საბჭოთა უკრაინაში

შეველოვმა 1925 წელს დაამთავრა ხარკოვის პირველი სავაჭრო-სამრეწველო კავშირის სკოლა. მუშაობდა სტატისტიკოსად და არქივის თანამშრომლად South Chemical Trust-ში (1925–1927). ასევე სწავლობდა ხარკოვის სახალხო განათლების ინსტიტუტის განყოფილებაში (1927–1931). მუშაობდა უკრაინული ენის მასწავლებლად უკრაინის კომუნისტური გაზეთის ტექნიკურ სკოლაში (1932–1938). ასწავლიდა უკრაინულ ენას უკრაინის ჟურნალისტიკის კომუნისტურ ინსტიტუტში (1933–1939). შეველოვი ასპირანტურაზე სწავლობდა ლეონიდ ბულახოვსკის ხელმძღვანელობით. მოგვიანებით, ასწავლიდა უკრაინულ ენასა და უკრაინის ლიტერატურის ისტორიას. შეველოვი გახდა ხარკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის განყოფილების ასისტენტ-პროფესორი და თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლინგვისტური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი (1941).

შეველოვი იყო უკრაინული ენის გრამატიკის თანაავტორი ორ ტომად (1934).

მეორე მსოფლიო ომის დროს

შეველოვმა შეძლო წითელ არმიაში გაწევრიანების თავიდან აცილება. ის შეუერთდა „ახალ უკრაინას“ (1941), უკრაინულენოვან გაზეთს, რომელიც ნაწილობრივ კონტროლდებოდა OUN-ის მიერ. [1] მოგვიანებით მუშაობდა გაზეთში, „უკრაინულ თესვა“. შეველოვი მუშაობდა ქალაქის ადმინისტრაციაში და თანამშრომლობდა საგანმანათლებლო ორგანიზაცია პროსვიტასთან (1942). იგი აკრიტიკებდა საბჭოთა რომანებს, მათ შორის ჰონჩარის მთავარ ნაწარმოებებს. [2]

ის ცოტა ხნით ცხოვრობდა ლვივში. შეველოვი უკრაინის ცენტრალური კომიტეტის დახმარებით გადავიდა პოლონეთში, სლოვაკეთში, შემდეგ ავსტრიაში და ბოლოს საქსონიაში.

აშშ-ში

იგი 1952 წელს დედამისთან ერთად ემიგრაციით წავიდა აშშ-ში. შეერთებულ შტატებში დასახლების შემდეგ მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში რუსულ და უკრაინული ენების ლექტორად (1952–1954), ასოცირებულ პროფესორად (1954–1958), ხოლო სლავური ფილოლოგიის პროფესორი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტში (1958–1977). ის იყო ემიგრანტული სამეცნიერო ორგანიზაციის „უკრაინის თავისუფალ მეცნიერებათა აკადემიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი (1959–1961, 1981–1986). მიიღო საპატიო დოქტორის წოდება ალბერტასა და ლუნდის უნივერსიტეტიდან (1983—1984). [3] [4] შეველოვი იყო ემიგრაციაში მყოფი უკრაინელ მწერალთა ასოციაციის სლოვოს დამფუძნებელი წევრი.

დაბრუნება უკრაინაში

1943 წლიდან გეორგ შეველოვი თითქმის უცნობი იყო უკრაინის აკადემიური წრეებისთვის. ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ, იგი ეწვია უკრაინას, სადაც აირჩიეს უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთაშორისო წევრად (1990). მან მიიღო საპატიო დოქტორის წოდება ხარკოვისა და კიევ-მოჰილას აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტიდან (1999). [5] [6]

ასევე გამოსცა თავისი მემუარების ორი ტომი (2001).

2002 წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი