დედოფლის თითა

დედოფლის თითა (ლათ. Veronica officinalis) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. 10-40 სმ-მდე სიმაღლის შებუსული ბანჯგვლიანი, ზოგჯერ, ზედა ნაწილში ჯირკვლოვანი ბეწვებით დაფარული. ღერო დატოტვილია, გართხმული, ძირთან დაფესვიანებული და წვერით წამოწეული. ფოთლები ელიფსურია ან უკუკვერცხისებური, კიდეებზე ხერხისებურად დაკბილული, ძირთან კიდემთლიანი. ორივე მხარეზე მარტივი ბეწვით შებუსული. ყვავილები შეკრებილია ზედა ფოთლების იღლიებში მოთავსებული მტევნისებრ ყვავილედებად. გვირგვინი მკრთალი ცისფერია ან ლილისფერი, ზოგჯერ მოთეთროა იასამნისფერი ძარღვებით. გვირგვინის ნაკვთები 1/3-ზე შეზრდილია მილად. იზრდება მთის ზედა სარტყლამდე – ტყეებში, ტყისპირებსა და მდელოებზე. გავრცელებულია საქართველოს ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, ციმბირსა და ჩრდილოეთ ამერიკას.

დედოფლის თითა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ბებრისკონკასნაირნი
ოჯახი:  მრავალძარღვასებრნი
გვარი:  ვერონიკა
სახეობა:  დედოფლის თითა
ლათინური სახელი
Veronica officinalis L.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი