დეკემბრიანა

დეკემბრიანა
ცივი ომის ნაწილი

ბრიტანული ტანკები ათენის ქუჩებში
თარიღი 3 დეკემბერი, 19446 იანვარი, 1945
მდებარეობა ათენი
შედეგი ბრიტანელების ტაქტიკური გამარჯვება; ვარკიზის ხელშეკრულება
მხარეები
დიდი ბრიტანეთი
ემიგრაციული მთავრობა
სსგა
მეთაურები
რონალდ სკობი
ტრასივულოს ცაკალოტოსი
ემანუილ მანდაკასი
ძალები
80.000-90.000[1]
11.600[2]
17.800
დანაკარგები
დიდი ბრიტანეთის დროშა დაახლ.: 210 დაღუპული
1 000 დაჭრილი
733 დაკარგული
1 000-1 200 დაღუპული
დაახლ.: 2 000 დაღუპული
დეკემბრიანა ვიკისაწყობში

დეკემბრიანა (ბერძ. Δεκεμβριανά, „დეკემბრის მოვლენები“) — სამხედრო მღელვარება ათენში. მიმდინარეობდა 1944 წლის 3 დეკემბრიდან 1945 წლის 6 იანვრამდე. დაპირისპირება მიმდინარეობდა ერთი მხრივ სეგფ-ს, სსგა-სა და სკპ-ს, ხოლო მეორე მხრივ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებსა და მათ ფართო სპექტრის ბერძენ მოკავშირეებს შორის, დაწყებული სოციალ-დემოკრატებით (პრემიერ-მინისტრი გეორგიოს პაპანდრეუ) და დამთავრებული „უსაფრთხოების ბატალიონით“, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თანამშრომლობდნენ გერმანელ ფაშისტებთან.

მღელვარება დაიწყო 1944 წლის 3 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო ძალებმა და ბრიტანეთის ჯარის ნაწილებმა დახვრიტეს მშვიდობიანი აქცია ქალაქის ცენტრში მდებარე უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან. აქციის მთავარი მოთხოვნა იყო ყველა პარტიზანული დანაყოფის განიარაღება. მიტინგის დაცხრილვის შედეგად დაიღუპა 33 და დაიჭრა 148 დემონსტრანტი. ბრძოლები გაგრძელდა 33 დღე და დასრულდა 1945 წლის 6 იანვარს.

აღნიშნული მღელვარება გახდა საბერძნეთის სამოქალაქო ომის პრელუდია.

რესურსები ინტერნეტში

  • Vulliamy, Ed; Smith, Helena. „Athens 1944: Britain’s dirty secret“. guardian. ციტირების თარიღი: 30 Nov 2014.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი