ფაშიზმი

ფაშიზმი (იტალ. fascismo) — პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა იტალიაში. ფაშიზმის ფუძემდებელი იყო ბენიტო მუსოლინი, რომლის ნაციონალურმა ფაშისტურმა პარტიამ 1922 წელს იტალიაში სახელმწიფო ძალაუფლება მოიპოვა.

იტალიელი ფაშისტების დროშა
ფაშისტთა ბრიტანული კავშირის დროშა

ფაშიზმისთვის დამახასიათებელია მკაცრი იერარქიული წყობა, პალინგენეტიკური ნაციონალიზმი, მილიტარიზმი, კორპორატივიზმი, ავტარქია, ორგანიციზმი, ვოლუნტარიზმი, ვიტალიზმი და რეაქციული მოდერნიზმი. ფაშისტური იდეოლოგია განსაკუთრებით პოპულარული გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როგორც დაღმასვლის ფაზაში მყოფი ევროპული ცივილიზაციის აღორძინებაზე მიმართული მოძრაობა და საერთაშორისო კომუნიზმის საპირწონე პოლიტიკური ძალა.

ისტორიულად ფაშიზმი პოზიციონირებდა როგორც „მესამე გზა“, რომელიც წარმოადგენდა მარქსისტული სოციალიზმის და ლიბერალ-დემოკრატიული კაპიტალიზმის ალტერნატივას. თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსში მას ხშირად ახასიათებენ როგორც ულტრამემარჯვენე იდეოლოგიას.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი