დიდი პატარა ტყუილები (სერიალი)

დიდი პატარა ტყუილები“ (ინგლ. Big Little Lies) — HBO-ს ამერიკული დრამატული ტელესერიალი, რომლის პრემიერა 2017 წლის 19 თებერვალს გაიმართა. ის დაფუძნებულია ლიან მორიარტის 2014 წლის ამავე სახელწოდების რომანზე. თავდაპირველად წარმოება გათვლილი იყო როგორც მინისერიალი თუმცა შემდეგ მოხდა მეორე სეზონის დამატება რომლის გადაღებებიც 2018 წელს დაიწყო და პრემიერა 2019 წლის 9 ივნისს შედგა. სერიალის შემქნელია დევიდ ე. კელი. შვიდ ეპიზოდიანი პირველი სეზონის რეჟისორი ჟან-მარკ ვალე გახლდათ, თუმცა მეორე სეზონში ის ანდრეა არნოლდმა ჩაანაცვლა.[1]

დიდი პატარა ტყუილები
ჟანრი დრამა
ავტორი დევიდ ე. კელი
მონაწილეობენ რიზ უიზერსპუნი
ნიკოლ კიდმანი
შეილინ ვუდლი
ზოი კრავიცი
ლორა დერნი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 2
ეპიზოდი 14
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალი მოგვითხრობს ხუთ ქალზე. ისინი დაკავშირებულნი არიან ერთი მკვლელობით, რომელიც კოსტუმირებულ შეკრებაზე მოხდა. სერიალმა მიიღო კრიტიკოსების მოწონება: სცენარის, რეჟისურის, სამსახიობო შესრულების, ოპერატორის ნამუშევარსა და საუნდტრეკისთვის. მისმა პირველმა სეზონმა მიიღო 16 ემის ნომინაცია, საიდანაც გაიმარჯვა რვაში[2]. სერიალმა აგრეთვე ოქროს გლობუსი.

მსახიობები

მთავარი

  • რიზ უიზერსპუნი მედლინ მაკენზის როლში
  • ნიკოლ კიდმანი სელესტ რაიტის როლში
  • შეილინ ვუდლი ჯეინ ჩეპმენის როლში
  • ალექსანდრე სკარსგარდი პერი რაიტის როლში, სელესტის ქმარი
  • ადამ სკოტი, როგორც ედ მაკენზი, მედლინის ქმარი
  • ზოი კრავიცი, როგორც ბონი კარლსონი, ნეითანის ცოლი
  • ჯეიმზ ტუპერი, როგორც ნეითან კარლსონი, მედელინის ყოფილი ქმარი და ბონის ქმარი
  • ლორა დერნი , რენატა კლაინი
  • ჯეფრი ნორდლინგი გორდონ კლაინის როლში, რენატას ქმარი
  • კეტრინ ნიუტონი როგორც აბიგაილ კარლსონი, მედლინისა და ნაითანის ქალიშვილი (სეზონი 2)
  • იაინ არმიტაჟი, როგორც ზიგი ჩეპმენი, ჯეინის ვაჟი (სეზონი 2)
  • მერილ სტრიპი მერი ლუის რაიტის როლში, პერის დედა (სეზონი 2)

მეორეხარისხოვანი

  • დარბი კემპი, როგორც ქლოი მაკენზი, მედელინისა და ედის ქალიშვილი
  • კამერონ კროვეტი ჯოშ რაიტის, სელესტისა და პერის ვაჟის როლში
  • ნიკოლას კროვეტი მაქს რაიტის, სელესტისა და პერის ვაჟის როლში
  • ქლოი კოლემანი, როგორც სკაი კარლსონი, ბონი და ნაითანის ქალიშვილი
  • აივი ჯორჯი, როგორც ამაბელა კლაინი, რენატას და გორდონის ქალიშვილი
  • მერინ დუნჯი დეტექტივ ადრიენ კვინლანის როლში
  • რობინ ვეიჯერტი, როგორც დოქტორი ამანდა რეიზმანი, პერი და სელესტის თერაპევტი
  • სანტიაგო კაბრერა, როგორც ჯოზეფ ბახმანი, თეატრის რეჟისორი
  • სარა სოკოლოვიჩი თორი ბახმანის როლში, ჯოზეფის ცოლი
  • კელენ კოლემანი ჰარპერ სტიმსონის როლში
  • ლარი სალივანი ორენის როლში
  • გია კარიდესი, როგორც მელისა
  • ლარი ბეიტსი, როგორც სტუ
  • სარა ბეიკერი თეა კანინგემის როლში (სეზონი 1)
  • კატრინ ხავარი სამანტას როლში (სეზონი 1)
  • სარა ბერნსი, როგორც გაბრიელი (სეზონი 1)
  • ჰონგ ჩაუ ჯეკის როლში (სეზონი 1)
  • დევიდ მონაჰანი ბერნარის როლში (სეზონი 1)
  • მოლი ჰეგანი, როგორც დოქტორი მორიარტი, ზიგის ბავშვთა ფსიქოლოგი (სეზონი 1)

წარმოება

2014 წლის 6 აგვისტოს როცა ნიკოლმა კიდმანმა და რიზ უიზერსპუნმა გადაწყვიტეს ლიან მორიარტის ნაწარმოებზე ფილმი შეექმნათ თუმცა 3 თვის შემდეგ მისი სერიალად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს. 2015 წლის 8 მაისს HBO-მ დაამტკიცა სერიალი, ასევე გახდა ცნობილი რომ დევიდ ე კელი გარდა ავტორობისა პროდიუსერიც იქნებოდა. თუმცა 2015 წლის 17 დეკემბერს ჟან-მარკ-ვალე დაამტკიცეს პირველი სეზონის რეჟისორად და პროდიუსერად შესაბამისად კელი მხოლოდ ავტორად რჩებოდა. 2016 წლის 28 ნოემბერს კი გასაჯაროვდა პრემიერის თარიღი - 2017 წლის 19 თებერვალი. თავდაპირველად მისი მინისერიალად გადაღება იყო ჩაფიქრებული თუმცა საბოლოოდ მეორე სეზონი მაინც გადაიღეს. ამ გადაწყვეტილებას ჟან-მარკ-ვალე ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა რომ მეორე სეზონით ამ მშვენებას დაანგრევდნენ თუმცა სერიალის პოპულარობის შემდეგ მან აზრი შეიცვალა.

2017 ივლისში HBO-მ განაცხადა რომ მეორე სეზონს გადაიღებდნენ. მეორე სეზონის ავტორად დევიდ ე კელი დარჩა თუმცა შეიცვალა რეჟისორი, მათ ამ თანამდეგობაზე ანდრეა არნოლდი აირჩიეს თუმცა ჟან-მარკ-ვალე პროდიუსერად დატოვეს. მეორე სეზონში ასევე ახალი მთავარი პერსონაჟი გამოჩნდა პერი რაიტის დედის, მერი ლუისის სახით, რომელსაც მერილ სტრიპი თამაშობდა. 2019 წლის ივლისში IndieWire– მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არნოლდის მიერ გადაღებულ ეპიზოდებს ვალემ რედაქტირება გაუკეთა მწარმოებლის დავალებით, რადგან შესამცირებელი და დასამუშავებელი იყო ეპიზოდები.

რაც შეეხება მესამე სეზონს HBO-ს პრეზიდენტმა კეისი ბლუსმა თქვა, რომ შოუს მესამე სეზონი "არ იყო რეალისტური" თუმცა შესაძლებელი იყო მისის გადაღება თუ მსახიობები დროს გამონახავდნენ რთული გრაფიკის გამო. 2020 წლის ოქტომბერში ნიკოლ კიდმანმა The Undoing- სთვის ინტერვიუში თქვა, რომ ლიან მორიარტი წერდა სიუჟეტს მესამე სეზონისთვის.

გამოხმაურება

სერიალის პირველ სეზონს კრიტიკოსების კარგი დამოკიდებულება მოჰყვა. Rotten Tomatoes-ზე[3] პირველ სეზონს აქვს 8,0 / 10 – დან 124 მიმოხილვის საფუძველზე. Metacritic– მა[4] , რომელიც იყენებს საშუალო მაჩვენებელს, პირველ სეზონს მიანიჭა 75 ქულა 100 – დან, 42 კრიტიკოსის საფუძველზე.

მეორე სეზონმაც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. Rotten Tomatoes– ზე საშუალო შეფასებით 7,71 – დან 10 – დან 101 მიმოხილვის საფუძველზე.  Metacritic– ზე მეორე სეზონის ქულაა 82 / 100 – დან, 36 კრიტიკოსის საფუძველზე. IndieWire-ზე ბენ ტრავერსიმ დაწერა პოზიტიური მიმოხილვა და მისცა მას "B +" შეფასება. სერიალს IMBd-ზე[5] აქვს 8.5 / 10-დან

რესურსები ინტერნეტში

ოფიციალური საიტი

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი