ელიზაბეთ მონრო

ელიზაბეთ მონრო (ინგლ. Elizabeth Monroe; დ. 30 ივნისი, 1768, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 23 სექტემბერი, 1830, რიჩმონდი, ვირჯინია) — აშშ-ის მეხუთე პრეზიდენტის ჯეიმზ მონროს მეუღლე და აშშ-ის პირველი ლედი 1817-1825 წლებში.

ელისაბეთ მონრო
Elizabeth Monroe
ელისაბეთ მონრო Elizabeth Monroe
აშშ-ის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1817 – 4 მარტი, 1825
პრეზიდენტი  ჯეიმზ მონრო
წინამორბედიდოლი მედისონი
მემკვიდრელუიზა ადამსი

დაბადებული30 ივნისი, 1768
ნიუ-იორკი
გარდაცვლილი23 სექტემბერი, 1830
რიჩმონდი, ვირჯინია
მეუღლეჯეიმზ მონრო
შვილები3
ხელმოწერა

1794 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, რადგან მისი მეუღლე დანიშნეს აშშ-ის ელჩად საფრანგეთში. სადაც მან შეძლო და გილიოტინას გადაარჩინა გენერალ ჟილბერ ლაფაიეტის ცოლი ანდრენი დე ლაფაიეტი.

ელისაბედ მონრო იყო მაღალი, ელეგანტური, ლამაზი ქალბატონი, ლაზათიანი მიხვრა-მოხვრით და სტილით. მან ეს მახასიათებლები შეიძინა ახალგაზრდობაში.

ბიოგრაფია

ელიზაბეთ მონრო დაიბადა 1768 წელს ნიუ-იორკში. იგი იყო დიდი ბრიტანეთის არმიის ოფიცრის ლოურენს კორტრაიტისა და მისი მეუღლის ჰანა ასპინუოლის შვილი. იგი შავი თმით და ცისფერი თვალებით გამოირჩეოდა, მან ჯეიმზ მონროს ყურადღება პირველად ჯერ კიდევ 1785 წელს მიიპყრო, როდესაც იგი სტუმრობდა ნიუ-იორკს კონტინენტალურ კონგრესში მონაწილეობის მისაღებად. 27 წლის ჯეიმზ მონრო და 17 წლის ელიზაბეთი დაქორწინდნენ 1786 წლის 16 თებერვალს ნიუ-იორკში.

ლონგ-აილენდში ხანმოკლე თაფლობის თვის შემდეგ ახალგაზრდები დაბრუნდნენ ნიუ-იორკში საცხოვრებლად მამასთან. 1794 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა ჯეიმზ მონრო საფრანგეთში აშშ-ის ელჩად დანიშნა. პარიზში, როგორც ელჩის მეუღლემ გილიოტინაზე თავის მოჭრას გადაარჩინა მარკიზ დე ლაფაიეტის ცოლი.

ელიზაბეთი პირველი ლედი გახდა 1817 წლის 4 მარტს, როდესც მისი მეუღლე გახდა აშშ-ის მე-5 პრეზიდენტი. ჯეიმზ მონრო მეორე ვადითაც აირჩიეს პრეზიდენტად, ამიტომ ელიზაბეთი პირველი ლედის ტიტულს ატარებდა 1825 წლის 4 მარტამდე.

შვილები

ჯეიმზ მონროსა და ელიზაბეთს ჰყავდათ სამი შვილი: მათი პირველი შვილი იყო ელიზა კორტრაიტ მონრო-ჰეი (1787-1835 წწ.), მან განათლება მიიღო მარი ანტუანეტის პრესტიჟულ სკოლაში, მაშინ როდესაც მამამისი იყო ელჩი საფრანგეთში. 1808 წელს ცოლად გაჰყვა ჯორჯ ჰეის, ვირჯინიის ცნობილ ადვოკატს. მშობლების გარდაცვალების შემდეგ საცხოვრებლად გადვაიდა პარიზში მიიღო კათოლიციზმი და ცხოვრობდა მონასტერში. მეორე შვილი იყო ჯეიმზ სპენს მონრო (1799-1801 წწ.), რომელიც ადრეულ ბავშვობაში გარდაიცვალა. მესამე შვილია მარია ესთერ მონრო-გუვერნერი (1803-1850 წწ.), რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მამამისი აირჩიეს პრეზიდენტად. თეთრ სახლში გადასვლამდე დაამთავრა სკოლა ფილადელფიაში. 1820 წლის 9 მარტს ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს სემუელ გუვერნერს. მათი ქორწილი იყო პირველი საქორწინო ცერემონია თეთრ სახლში.

გარდაცვალება

ავადმყოფი და მრავალი დაავადების გადატანის შემდეგ ელიზაბეთ მონრო გარდაიცვალა 1830 წლის 23 სექტემბერს 62 წლის ასაკში საკუთარ სახლში, ოაკ-ჰილში. იგი დაკრძალეს რიჩმონდში, ვირჯინიაში, ჰოლივუდის სასაფლაოზე.

ხსოვნა

ერთდოლარიანი საპრეზიდენტო მონეტის პროგრამით, აშშ-ის ხაზინამ გამოუშვა 1/2-უნციიანი ათდოლარიანი ოქროს მონეტა და მის დუბლიკატი ვერცხლის მედალი[1], რომელზეც გამოსახული იყო აშშ-ის პირველი ლედი. მონეტა ელიზაბეთ მონროს გამოსახულებით გამოვიდა 2008 წლის თებერვალში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი