ვამპირის დღიურები (ტელესერიალი)

ვამპირის დღიურები (ინგლ. The Vampire Diaries) — სატელევიზიო სერიალი, რომელიც ეყრდნობა ლიზა ჯეიმზ სმითის მიერ დაწერილ ამავე სათაურის მქონე წიგნებს. სერიალის პრეზენტაცია მოხდა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე სახელად The CW Television Network 2009 წლის 10 სექტემბერს,მისი მეორე სეზონიც იმავე დღეს 2010 წლის 10 სექტემბერს გამოვიდა ეკრანებზე.[1] სერიალში მოვლენები ვითარდება ვირჯინიის ქალაქ Mystic falls-ში, რომელიც დაიპყრეს ზებუნებრივმა არსებებმა. სერიალის მთავარი თემა სასიყვარულო სამკუთხედია, რომელიც ვითარდება პროტაგონისტ ელენა გილბერტსა (ნინა დობრევი) და ორ შავი წარსულის მქონე ვამპირ ძმას შორის. ცოტა ხნის შემდეგ ნათელი ხდება ელენას ღვარძლიანი ასლის კეტრინის საიდუმლო წარსულის შესახებ,რომელსაც ელენაზე,დეიმონსა და სტეფანზე უნდა შურისძიება.

The Vampire Diaries
ჟანრი თინეიჯერული დრამა, საშინელებათა
ავტორი ლიზა ჯეიმზ სმითი
რეჟისორი კევინ უილიამსონი და ჯული პლეკი
მონაწილეობენ ნინა დობრევი
პოლ უესლი
იენ სომერჰალდერი
სტივენ რ. მაკ-კუინი
სარა კენინგი
კატერინა გრემი
კენდის აკოლა
ზაქ რერიგი
კეილა ეველი
მაიკლ ტრევინო
მეტ დეივისი
ჯოზეფ მორგანი
გახმოვანება ნინა დობრევი
პოლ უესლი
კომპოზიტორ(ებ)ი მაიკლ საბი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 8
ეპიზოდი 171 (ეპიზოდების სია)
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ჯული პლეკი
ლესლი მორგესტაინი
კბობ ლევი
კევინ უილიამსონი
ქეროლაინ დრაისი
ადგილ(ებ)ი ატლანტა
Covington
ვანკუვერი
ბრიტანეთის კოლუმბია
ხანგრძლივობა 43 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი The CW
პირველად ეთერში 10 სექტემბერი, 2009 – დღემდე
საიტი

The Cw-ს ეკრანებზე 2006 წლის შემდეგ გასულ ყველა სერიალთან შედარებით ვამპირის დღიურების საცდელმა სერიამ ყველაზე დიდი აუდიტორია მოიზიდა.[2] პირველმა სეზონმა დაახლოებით 3.60 მაყურებელი მოიზიდა.[3] თავდაპირველად შოუმ საშუალო შეფასება მოიპოვა, თუმცა სერიალის მეორე სეზონის ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგ კრიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ ის ხარვეზები რაც პირველ სეზონში ჰქონდათ აღმოფხვრილი იყო. მე-2 სეზონის პრემიერებმა ზოგადად კარგი შეფასება დაიმსახურა. სერიალი უამრავ დაჯილდოებაზე იქნა წარდგენილი, მათ შორის ხალხის არჩევანზე და თინეიჯერების არჩევანზე. 2011 წლის, 15 სექტემბერს The CW-მ სერიალის ახალი, მესამე სეზონის ჩვენება დაიწყო

2012 წლის 11 სექტემბრიდან The CW-მ უკვე მეოთხე სეზონი შემოგვთავაზა.2013 წლის 11 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ 2013-2014 წლებში The CW მეხუთე სეზონსაც გაუშვებს.

სერიალის მიმოხილვა

სერიალი მოგვითხრობს ელენა გილბერტის (ნინა დობრევი) ცხოვრების შესახებ, რომელსაც თავისზე 1 საუკუნით უფროსი ვამპირი სახელად სტეფან სალვატორი (პოლ უესლი) უყვარდება. მათი ცხოვრება მით უფრო რთულდება, როცა სტეფანის უფროსი, ბოროტი და ღვარძლიანი ძმა დეიმონი (იენ სომერჰალდერი) ბრუნდება ქალაქ Mystic falls-ში იმ გეგმით, რომ გაანადგუროს ქალაქი და ცხოვრება გაუმწაროს თავის ძმას. ძმები იწყებენ თავისი გრძნობების გამოვლენას ელენას მიმართ,იმიტომ რომ ის მათ ძველ სიყვარულს კეტრინს აგონებთ. აღმოჩნდა, რომ ელენა კეტრინის ასლია. კეტრინი კი ქალაქში ამ ტრიოს გასანადგურებლად ბრუნდება.სერიალი დადგმულია გამოგონილ ქალაქში სახელად Mystic falls, რომელსაც ზებუნებრივი წარსული აქვს. ასევე, ეს ისტორია ქალაქის სხვა მცხოვრებლების ცხოვრებას ასახავს. აღსანიშნავია ელენას პატარა ძმა ჯერემი (სტივენ მაკქვინი), ელენას საუკეთესო მეგობარი ბონი (კატერინა გრაჰამი), ელენას ახლო მეგობარი კეროლაინი (კენდის აკოლა), ელენას ბავშვობის მეგობარი და ყოფილი შეყვარებული მეთი (ზაკ როერიგი). ქალაქს ქალაქის დამფუძნებელი ოჯახების შტამომავლები მართავენ. Mystic falls-ის „დამფუძნებელი საბჭო“ შედგება ისეთი გვარებისგან როგორიც არის: სალვატორი, გილბერტი, ფელსი, ფორბსი და ლოკვუდი. ისინი ქალაქს ძირითადად ვამპირებისგან იცავენ, რომლებიდანაც რამდენიმე თვითონ დამფუძნებელ საბჭოში ირიცხება. ვამპირების გარდა სერიალში გვხვდება სხვა ზებუნებრივი არსებებიც, როგორებიცაა მაქციები, გრძნეულები, აჩრდილები და ჰიბრიდები.

როლებში

სომერჰოლდერი, ნინა დობრევი, პოლ უესლი, 2014 წელი

მთავარი როლები

მეორეხარისხოვანი როლები

მიუხედავად იმისა, რომ სერიალი იგივე სახელწოდების წიგნს ეყრდნობა და ისტორია იგივეა, მასში მაინც მრავალი გმირია შეცვლილი. ნინა დობრევი თამაშობს ელენა გილბერტისა და კეტრინ პირსის როლს, რომელიც აგრეთვე კატერინა პეტროვას სახელით არის ცნობილი.[4] ელენა სწრაფად ერთვება მრავალ ზებუნებრივ მოვლენაში. პოლ უესლი განასახიერებს ერთ-ერთი ვამპირი ძმის როლს, რომელიც ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა, იგი აბსოლუტურად განსხვავდება თავისი ძმის, დეიმონ სალვატორისგან, რომელსაც იენ სომერჰალდერი განასახიერებს.[5]

დანარჩენი მსახიობები არიან: სტივენ მაკქვინი, რომელიც ელენას უმცროსი ძმის ჯერემი გილბერტის როლს ასრულებს,[6] თუმცა შოუში გამოჩნდა, რომ ის ელენას ბიოლოგიური ბიძაშვილია. სარა ქენინგი, ელენასა და ჯერემის დეიდა და ოფიციალური მეურვე, ჯენა სამერსის როლში. კატერინა გრაჰამი, ელენას საუკეთესო მეგობარი და გრძნეული.[7] კენდის აკოლა, ელენას ახლო მეგობარი და შემთხვევითი მეტოქე, იგი მეორე სეზონში ვამპირად გადაიქცა და ის კეროლაინ ფორბსის როლს ასრულებს.[8] ზაკ როერიგი მეტ დონავანის როლში, ის არის ელენას ბავშვობის მეგობარი და მისი ყოფილი შეყვარებული, რომელსაც შემდეგ კეროლაინი უყვარდება.[9] მაიკლ ტრავინო ტაილერ ლოკვუდის როლში, ის არის მაქცია, ჯერემის მტერი, მეთის უახლოესი მეგობარი და Mystic falls-ის მერის შვილი.[10] კაილა ეველი ვიკი დონავანის როლში, მეთის უფროსი და პრობლემური და, ის ჯერ ტაილერის შეყვარებული იყო შემდეგ კი ჯერემის.[11] მან შოუ დატოვა პირველი სეზონის მე-7 სერიაში, როდესაც ის დეიმონმა ვამპირად გადააქცია და სტეფანმა მოკლა. ძალიან მალე მეთიუ დეივისი შეუერთდა გადამღებ ჯგუფს ისტორიის მასწავლევლის ალარიკ ზალცმანის როლში, ის არის ვამპირებზე მონადირე და მოსწონს ჯენა.[12]

წარმოება

რეაქცია

2009 წლის 10 სექტემბერს სერიალის პრემიერამ The CW ტელეარხს დიდი წამრმატება მოუტანა და დიდი აუდიტორია, 4.90 მილიონი მაყურებელი, მოიზიდა.[13] DVR-ის ინფორმაციის დამატებით სერიალის მაყურებელთა რაოდენობა ოფიციალურად გაიზარდა და მიაღწია 5.7 მილიონ მაყურებელს.[14] თავდაპირველად ვამპირის დღიურებმა საშუალო შეფასება მიიღო. მეტაკრიტიკმა (მეტაკრიტიკი მეტაცრიტიც არის ელექტრონული საიტი რომელიც აგროვებს მუსიკალური ალბომების, თამაშების, ფილმების, ტელე შოუების, წიგნების და DVD-ს მიმოხილვებს) მიანიჭა 50 ქულა, რაც 22 კრიტიკულ შეფასებაზე იყო დამყარებული და ეს საშუალო შეფასებას ნიშნავს.[15] ”Entertainment Weekly”-მ კი B+.შემფასებელმა კევინ ტაკერმა თავისი განცხადება შემდეგი სიტყვებით დაამთავრა : ”დღიურები ჩვენ გასართობ სეზონს გვპირდება”.[16] ლინდა სტეისმა შოუს ძალიან კარგი შეფასება მისცა და თქვა, რომ მას ძალიან მოეწონა და შეაქო ერთი ეპიზოდი “ბოროტული,ვამპირული და სისხლიანი მოქმედება”, რომელიც საწყისს იღებს სეზონის დასაწყისში და გრძელდება სეზონის ბოლომდე ისეთი სიმხეცითა და სისწრაფით,რომ ეს მართლაც ცოტა საშიშია.[17] ტიმ გუდმანმა სერიალს ძალიან ცუდი შეფასება მისცა და მას საშინელიც კი უწოდა.

სწორედ მწვავე კრიტიკის გამო თითოეული სერია გამოსწორდა. სარა ჰუგელსმა თქვა, რომ მიუხედავად სერიალის ცუდი დასაწყისისა ის გადაიქცა ძალიან კარგად დამუშავებულ და საინტერესო სერიალად.[18] New York Post-მა ასევე შეაქო ელენას გმირი,მათი განცხადებით ის არის ძალიან ძლიერი და საღადმოაზროვნე ქალი, რომელიც არ მისცემს თავის გრძნობებს უფლებას, რომ აკონტროლონ ის.[19] კარლა პეტერსონმა განაცხადა : ”ზებუნებრივი დრამა არის ყველაზე კარგი პროდუქცია, რომელშიც ძალიან კარგი გადამღები ჯგუფი იღებს მონაწილეობას, მკვეთრი სცენარი და საშიში მუსიკა ყველაზე თავქარიანი მოზარდებისთვისაც კი მძიმეა”.[20] მაიკ ჰეილმა New York Times-იდან სერიალს მიანიჭა საპატიო ადგილი თავის საყვარელ ტელე გადაცემების სიაში.[21] მეორე სეზონის შეფასება უფრო პოზიტიური იყო ვიდრე პირველის. მეტაკრიტიკმა სერიალს 90/100 ქულა მიანიჭა, რაც ძალიან კარგი შედეგია.

ეპიზოდების სია

სეზონიეპიზოდიეთერში გასვლის თარიღი
პირველად ეთერშიბოლოს ეთერში
12210 სექტემბერი, 2009 (2009-09-10)13 მაისი, 2010 (2010-05-13)
2229 სექტემბერი, 2010 (2010-09-09)12 მაისი, 2011 (2011-05-12)
32215 სექტემბერი, 2011 (2011-09-15)10 მაისი, 2012 (2012-05-10)
42311 ოქტომბერი, 2012 (2012-10-11)16 მაისი, 2013 (2013-05-16)
5223 ოქტომბერი, 2013 (2013-10-03)15 მაისი, 2014 (2014-05-15)
6222 ოქტომბერი, 2014 (2014-10-02)14 მაისი, 2015 (2015-05-14)
7228 ოქტომბერი, 2015 (2015-10-08)13 მაისი, 2016 (2016-05-13)

რეიტინგი

ვამპირის დღიურების მაყურებელთა საშუალო გამოთვლებით,იწარმოება The CW-ის სეზონური ცხრილი.”წოდება” იმის მიხედვით არის მიმართული თუ როგორ არის ვამპირის დღიურები იმ სერიალებთან შედარებული,რომლებიც გადის ტელეეთერში.

სეზონიდროის მონაკვეთი (ET/PT)ეპიზოდების რაოდენობა.პრემიერაფინალიპოზიციამაყურებელი
(მილიონებში)
თარიღიპრემიერის
მაყურებელი
(მილიონებში)
თარიღიფინალის
მაყურებელი
(მილიონებში)
სეზონი 1ხუთშაბათი 8:00 p.m.2210 სექტემბერი, 2009[22]4.91[23]13 მაისი, 2010[3]4.47[24]#118[3]4.60[3]
სეზონი 2229 სექტემბერი, 2010[25]3.36[26]12 მაისი, 2011[27]2.86[28]#1933.17[29]
სეზონი 32215 სექტემბერი, 2011[30]3.10[31]10 მაისი, 20122.53[32]#1662.81
სეზონი 42311 სექტემბერი, 2012[33]3.18[34]16 მაისი, 2013[35]2.24[36]#111[37]2.97[37]
სეზონი 5223 ოქტომბერი, 20132.59[38]15 მაისი 2014[39]1.61[40]#147[41]2.68[41]
სეზონი 6222 ოქტომბერი 2014[42]1.81 [43]14 მაისი 20151.44[44]#1602.25[45]
სეზონი 7228 ოქტომბერი 20151.3813 მაისი 20161.04[46]#1731.77[47]

ჯილდოები და ნომინაციები

სულ 7 Teen Choise Award მოიგო ვამპირის დღიურებმა. ფანტასტიკა/ტელე მსახიობი – პოლ უესლი. ფანტასტიკა/ტელე მსახიობი(გოგო) – ნინა დობრევი. ტელე „საძაგელი“ – იენ სომერჰალდერი. ტელე შესრულება ქალი მსახიობი – ნინა დობრევი, კაცი მსახიობი – პოლ უესლი. ყველაზე სექსუალური – იენ სომერჰალდერი, სცენის მპარავი – კატერინა გრაჰამი.[48]სერიალმა მოიპოვა ჯილდო „ახალი და ფავორიტი სატელევიზიო დრამა“ People’s Choise Award-ზე. Saturn Award-ზე იგი ნომინირებული იყო, როგორც საუკეთესო ქსელში გავცერელებული სერიალი.[49] 2010 წლის 9 ნოემბერს სერიალმა მიიღო სხვადასხვა ნომინაციებში მონაწილეობა, ესენია: საუკეთესო ფანტასტიკა, ფავორიტი სატელევიზიო დრამა, 2011 წელს იენ სომერჰოლდერი ნომინირებული იყო, როგორც დრამის საუკეთესო შემსრულებელი People Choise Award-ზე, თუმცა ვერცერთ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა.[50]

2011 წელს "ვამპირის დღიურები" იყო ნომინირებული ორ ნომინაციაში Victoria's Secret-ის დაჯილდოებაზე "What Is Sexy?"სერიალმა აიღო ორივე ჯილდო "ყველაზე სექსუალური კასტი 2011", "ყველაზე სექსუალური კაცი 2011" - იენ სომერჰალდერი.

2011 წელს "ვამპირის დღიურები" იყო ნომინირებული კიდევ 12 "Teen Choise Award"-ზე: რჩეული ტევე შოუ – ფანტასტიკური ჟანრი, რჩეული ტევე მსახიობი - პოლ უესლი, რჩეული ტევე მსახიობი – ფანტასტიკური ჟანრი - იენ სომერჰალდერი, რჩეული მსახიობი ქალი – ფანტსტიკური ჟანრი - ნინა დობრევი, რჩეული ტევე ბოროტმოქმედი - ჯოზეპ მორგანი, "სცენის მპარავი" – კატერინა გრაჰამი. "სცენის მპარავი" - მაიკლ ტრევიანო, ყველაზე სექსუალური ქალი - ნინა დობრევი, ყველაზე სექსუალური კაცი - იენ სომერჰალდერ და საუკეთესო ტვ ვამპირები - ნინა დობრევი, იენ სომერჰალდერი და პოლ უესლი.[51]

DVD ფორმატი

პირველი სეზონი გამოუშვეს DVD ფორმატში რეგიონებში 1, 2 და 4 და Blu-Ray ფორმატში რეგიონ A-A-სა და B-B-ში. ორივე ამერიკული ვერსია მოიცავს ლ.ჯ. სმითის „ვამპირის დღიურები: გამოღვიძების“ მსახიობებისა და ტექნიკოსების კომენტარებს შერჩეულ სერიებზე, გამოუქვეყნებელ სცენებს, კულისების სიუჟეტებს, ინტერნეტ ვიდეოებსა და გადმოწერად აუდიო წიგნებს.[52] ის გამოუშვეს DVD ფორმატში რეგიონ 2-ში 2010 წლის 23 აგვისტოს.[53] ამის შემდეგ, რეგიონ 1-მა დაიწყო DVD-ების გაყიდვა 31 აგვისტოს,[52] შემდეგ კი, რეგიონ 3-მა - პირველ სექტემბერს.[54] რეგიონ A-A-ში ის გამოუშვეს Blue-Ray ფორმატში 31 აგვისტოს.[55][56] რეგიონ B-B-ში გამოშვების თარიღები კი სხვადასხვა იყო: დიდ ბრიტანეთში - 2010 წლის 23 აგვისტო[57], ბრაზილიაში - 26 აგვისტო,[58] და ავსტრალიაში - 1-ლი სექტემბერი.[59]"ვამპირის დღიურების" მეორე სეზონი DVD-ზე გამოვიდა 2011 წლის 30 აგვისტოს.[60] რეგიონ B-B-ში გამოშვების თარიღები კი სხვადასხვა იყო: დიდ ბრიტანეთში 2011 წლის 22 აგვისტოს,[61] ბრაზილიაში 2011 წლის 25 აგვისტოს.

საუნდტრეკები

  • Hurts- Wonderful Life
  • The Fray — Never Say Never
  • Alex Band- Only One
  • Lifehouse — It Is What It Is
  • Plumb — Cut
  • Jason Walker- Down
  • Tiesto — Escape Me
  • Anberlin — Enjoy The Silence
  • Stateless — Bloodstream
  • Green Day — 21 Guns
  • OneRepublic — Say A I Need
  • Bullet For My Valentine — All These Things I Hate
  • Leona Lewis — Run
  • Kris Allen — I Need To Know
  • Sara Bareilles — Gravity
  • Placebo — Running Up That Hill
  • Ron Pope — A Drop In The Ocean
  • Trading Yesterday — Shattered
  • Jamie Dunlap, Marc Ferrari, Molly Pasutti, Scott Nickoley — Ship Of Fools
  • Birdy — Skinny Love
  • Within Temptation — All I Need
  • The Kills — Damned If She Do
  • Bat For Lashes — Sleep Alone
  • The Naked And Famous — Punching In A Dream
  • Birdy — Shelter
  • Jason Walker — Echo
  • Hanni El Khatib — Come Alive
  • Arctic Monkeys — Brick By Brick
  • Foster The People — «Don’t Stop», «Helena Beat»
  • Sleepstar — I Was Wrong
  • Anberlin — True Faith
  • Anya Marina — All The Same To Me
  • The Kicks — Hawk Eyes
  • Mads Langer- Beauty Of The Dark
  • Cary Brothers- Take Your Time
  • Kula Shaker- Hush
  • Great Northern- Houses
  • Rie Sinclair- No Way Out
  • Gossip — Heavy Cross

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი