ატლანტა
ატლანტა (ინგლ. Atlanta) — ქალაქი აშშ-ში, ჯორჯიის შტატის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი. ფულტონის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა (2010) — 420 003 კაცი (33-ე აშშ-ში), მეტროპოლიტი 5 268 860 კაცი, ფართობი 343 კმ².[3]1885 წელს ატლანტაში დაარსდა პირველი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჯორჯიის ტექნიკური ინსტიტუტი. 1917 წლის 21 მაისს ქალაქში გაჩნდა დიდი ხანძარი რომელმაც 1,938 შენობა გაანადგურა, დაახლოებით 10,000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, გარდაიცვალა 1 ადამიანი (გულის შეტევით), შენობების აღდგენა დიდი შრომის ფასად მალევე მოხერხდა და ქალაქი ძველებურად სიცოცხლის უნარიანი გახდა.1939 წლის 15 დეკემბერს ქალაქმა ფილმის პრემიერას უმასპინძლა.ატლანტა არის აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ტრანსპორტაციის ცენტრი, როგორც სახმელეთო ისე საჰაერო ტრანსპორტაციაში. ქალაქი განიხილება როგორც ბიზნეს ქალაქი.[4] ატლანტა არის კოკა-კოლასა და AT&T-ის სამშობლო ატლანტას მეტროპოლიტის ეკონომიკა შეადგენს 270 მილიარდ აშშ დოლარს. 1998 წლიდან მოყოლებული დღემდე ჯექსტონ-ატლანტას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი არის ყველაზე დაკავებული აეროპორტი მსოფლიოში. 2010 წლის მონაცემებით აეროპორტს წელიწადში გადაყავს 90 მილიონამდე ადამიანი და ახდენს 717,001 თვითმფრინავის აფრენა დაჯდომას.[5]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ატლანტა ინგლ. Atlanta | |||
| |||
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები | ||
შტატი | ჯორჯია | ||
ქაუნთი | ფულტონ ქაუნთი | ||
კოორდინატები | 33°45′25″ ჩ. გ. 84°23′25″ დ. გ. / 33.75694° ჩ. გ. 84.39028° დ. გ. | ||
ქალაქის მერი | შირლი ფრანკლინი | ||
დაარსდა | 29 დეკემბერი, 1845 | ||
ფართობი | 347.996293 კმ², 347.080493 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 225 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | ინგლისური ენა | ||
მოსახლეობა | 498 715 (2020)[1] [2] | ||
სასაათო სარტყელი | ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო, UTC-5 და UTC-4 | ||
სატელეფონო კოდი | 404, 678 და 770 | ||
საფოსტო ინდექსი | 30060, 30301–30322, 30324–30334, 30336–30350 და 30353 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.atlantaga.gov/ | ||
2000-იან წლებში ქალქმა დაასრულა ჩამოყალიბება როგორც კოსმოპოლიტურმა ქალაქმა. ქალაქმა მალევე გაითქვა სახელი თავის ჯანსაღი კულტურის წყალობით. 2000-იან წლებში ყველაზე დიდი ცვლილება წინა ათწლეულთან შედარებით იყო ახალგაზრდობა, აქ საცხოვრებლად ჩამოვიდა ათასობით კოლეჯ დამთავრებული ახალგაზრდა.2000 წლიდან 2009-მდე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებს დაემატა 9,722 ახალი მოსახლე რომელთა ასაკი 25-დან 34-მდეა, უმეტესობას მიღებული აქვს 4 წლიანი უმაღლესი განათლება.[6] 2008 წლიდან სულ რაღაც 2 წელიწადში კრიზისის პერიოდში ქალაქში 45 რესტორანზე მეტი გაიხსნა.[7]
ატლანტა ასევე არის ბიოტექნოლოგიის სამშობლო, ქალაქი ცდილობს სახელი მოიხვეჭოს ისეთი მოვლენებით როგორიცაა "2009 წლის საერთაშორისო ბიო კონვენცია", რომელიც 2009 წელს ჩატარდა ატლანტაში სადაც მეცნიერებმა იმსჯელეს ბიოტექნოლოგიის გამოყენებაზე[8]დაძმობილებულია მსოფლიოს 19 ქალაქთან, მათ შორის თბილისთან.
რესურსები ინტერნეტში
- Official Website
- Atlanta Department of Watershed Management
- Atlanta Police Department დაარქივებული 2007-08-08 საიტზე Wayback Machine.
- Atlanta Convention and Visitors Bureau
- Entry in the New Georgia Encyclopedia დაარქივებული 2012-12-11 საიტზე Wayback Machine.
- Atlanta Historic Newspapers Archive[მკვდარი ბმული] Digital Library of Georgia
- Atlanta Time Machine