ზაპორიჟიის ბრძოლა

ზაპორიჟიის ბრძოლა
სამხრეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი
2022 Russian invasion of Ukraine.svg
თარიღი 27 თებერვალი, 2022 – დღემდე (2 წელი, 3 თვე, 3 კვირა და 2 დღე)
მდებარეობა ზაპორიჟია, ზაპორიჟიის ოლქი, უკრაინა
სტატუსი მიმდინარე
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთიუკრაინის დროშა უკრაინა
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალებიუკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები
დანაკარგები
უცნობიუცნობი
ზაპორიჟიის ბრძოლა ვიკისაწყობში

ზაპორიჟიის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება, რომელიც 2022 წლის 27 თებერვალს დაიწყო როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრის სამხრეთის ოპერაციის ნაწილი. ზაპორიჟია (ზაპოროჟიე) ცენტრალური უკრაინის მთავარი ქალაქია მდინარე დნეპრზე.

ბრძოლა

26 თებერვალს რუსეთის 22-ე საარმიო კორპუსი ყირიმიდან ჩრდილოეთით დაწინაურდა და ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურთან მიახლოება დაიწყო.[1][2]

27 თებერვალს ზაპორიჟიის სამხრეთ გარეუბანში გარკვეული ბრძოლები დაფიქსირდა, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.[3] რუსეთის ძალებმა იმავე საღამოს დაიწყეს ზაპორიჟიის დაბომბვა.[4] შეტაკებები დაფიქსირდა ზაპორიჟიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ვასილივკაში.[5]

28 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ახლომდებარე ქალაქ ენერჰოდარის აღების შესახებ, რომელშიც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს., ენერჰოდარის მერმა უარყო, რომ უკრაინულმა ძალებმა ქალაქზე კონტროლი დაკარგეს.[6][7] უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხედრო ადმინისტრაციამ 7 მარტს დაადასტურა, რომ ენერჰოდარი რუსული ძალების კონტროლის ქვეშ იყო.[8]

19 მარტს რუსულმა ძალებმა ქალაქზე ისევ გახსნეს საარტილერიო ცეცხლი, რის შედეგადაც დაიღუპა 9 და დაშავდა 17 ადამიანი. ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ამის გამო 34-საათიანი კომენდანტის საათი დაწესდებოდა.[9]

ზაპორიჟიაში ჩაჰყავდათ სხვადასხვა ადგილიდან, მათ შორის მარიუპოლიდან ევაკუირებული მშვიდობიანი მოსახლეობა.[10][11]

18 აპრილს რუსეთმა საკვანძო ქალაქების დასაკავებლად ოლქში მძლავრი შეტევა წამოიწყო, საჰაერო დარტყმები მიიტანა ზაპორიჟიაზე.[12][13]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა