ზვიად ენდელაძე

ზვიად ენდელაძე (დ. 7 აპრილი, 1966, ხევაშენი, ადიგენი) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა რუსთავის „მეტალურგის“, საირმის „ბაღდათის“, „სამტრედიას“, ზესტაფონის „მარგვეთის“, ვლადივოსტოკის „ლუჩის“, ზუგდიდის „ოდიშის“, ლანჩხუთის „გურიას“ და ხარაგაულის „ჩხერიმელას“ ღირსებას. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ზესტაფონის „მარგვეთის“ შემადგენლობაში. საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი (1995–96).[1][2][3][4]

ზვიად ენდელაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ზვიად ენდელაძე
დაბადების
თარიღი
7 აპრილი, 1966 (1966-04-07) (58 წლის)
დაბადების
ადგილი
ხევაშენი, ადიგენი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე177 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1987ზარზმა ადიგენი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1988–1989მეტალურგი34(10)
1990–1991საირმე44(37)
1991–1992სამტრედია36(18)
1992–1996მარგვეთი90(63)
1996–1997ლუჩი30(6)
1997–1999ოდიში36(12)
1999–2000მარგვეთი27(11)
2000–2001გურია30(9)
2001–2002მარგვეთი32(17)
2002–2008გურია130(39)
2009–2010ჩხერიმელა2(0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა

1995–96 წლის სეზონში ზესტაფონის „მარგვეთის“ რიგებში მან შეძლო 40 გოლის გატანა, იგი გახდა ბომბარდირი ევროპის შიდა ჩემპიონატებში და დაიმსახურა ევროპის ოქროს ბუცი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრიზი მას არ მიუღია, მაინც ირიცხება გამარჯვებულთა სიაში ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან გერდ მიულერი, ტიერი ანრი, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და სხვ.[1][2][3][4]

მიღწევები

საკლუბო

მარგვეთი ზესტაფონი
უმაღლესი ლიგა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1995–96

ინდივიდუალური

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი