ზუგდიდი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზუგდიდი.

საფეხბურთო კლუბი ზუგდიდიქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ზუგდიდიდან. ამჟამად გუნდი მეოთხე ლიგაში ასპარეზობს.

ზუგდიდი
logo
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ზუგდიდი
დაარსდა 1918; 106 წლის წინ (1918)
სტადიონი განმუხურის ცენტრალური სტადიონი
(ტევადობა: 2 000)
მწვრთნელი საქართველოს დროშა კახაბერ გოგიჩაიშვილი
ლიგა ეროვნული ლიგა 2
2019 მე-7, ეროვნული ლიგა 2
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორია

„მერცხალი“

ზუგდიდში ფეხბურთის ჩამოყალიბება 20-ე საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს სათავეს, ხოლო მისი ჩამოყალიბება-განვითარება ლეო ჭედიასა და პიერ კობახიძის სახელს უკავშირდება. აღნიშნული პირები ბათუმში დაესწრნენ მატჩს, სადაც ბათუმის ნავსადგურის ხელოსანთა გუნდი შეხვდა, ინგლისურ გემ „ალბიონის“ მეზღვაურებს. მატჩი ინგლისელებმა 4–1 მოიგეს. კობახიძემ და ჭედიამ შეისწავლეს ფეხბურთის წესები, მოინიშნეს მოედნის პარამეტრები და ზომები, ინგლისელებისგან შეიძინეს სათამაშო ფორმები და ბურთები, შეკრიბეს ზუგდიდელი ახალგაზრდები და შექმნეს პირველი საფეხბურთო გუნდი. გუნდის სახელად შეარჩიეს „მერცხალი“, ხოლო გუნდის გერბად დროშაზე დიდი წრე და მასში ცისფერ ფონზე მოლაჟვარდე მერცხალი. პირველი გუნდის მწვრთნელად არჩეულ იქნა აბო კობახიძე, ხოლო გუნდის კაპიტნად ნიკოლოზ ჩხეიძე.

პირველი შეჯიბრება ზუგდიდის „მერცხალმა“ 1919 წლის 20 მაისს, „მიურატის“ მინდორზე (ზუგდიდის ყოფილი ცენტრალური სტადიონი) ჩაატარა. ისტორიის თანახმად, ამ დღეს მთელი ქალაქი აჭრელებული იყო აფიშებით და ყველგან საზეიმო განწყობა სუფევდა. ზუგდიდის „მერცხალი“ რუსეთის გარნიზონის გუნდს დაუპირისპირდა და 2–1 დაამარცხა. სწორედ 1919 წლის 20 მაისი ცხადდება ზუგდიდში ფეხბურთის დაარსების დღედ. პირველი გუნდის ამსახველი ფოტომასალა არ მოიპოვება.

„ზუგდიდის“ შემადგენლობა 1938–39

„ოდიში“

ზუგდიდის „ოდიშის“ შემადგენლობა 1964

ზუგდიდს ყოველთვის ჰყავდა წარმატებული ფეხბურთელები, მაგრამ პირველ გუნდურ წარმატებას ჩვენი ქალაქის გუნდმა 1964 წელს მიაღწია. ვალო ბულიას ხელმძღვანელობით ზუგდიდის „ოდიშმა“ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

1990 წლიდან, როცა ჩვენი ფეხბურთი გამოეყო საკავშირო ჩემპიონატს და შექმნა ცალკე, საქართველოს ჩემპიონატი – ამავე წელს ზუგდიდი „ოდიშის“ სახელით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს და 18 გუნდს შორის, ჩვენი ქალაქის გუნდმა მე-8 ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში „ოდიშის“ სპორტულ ღირსებას იცავდნენ: გელა ჭანტურია, როლანდ გელენავა, გელა კვიტატიანი, ოთარ თუთბერიძე, დევი ჯავაშვილი, კახაბერ სართანია, მერაბ ჯიქია, მერაბ თევზაძე, მელორ ბიგვავა, მერაბ შეროზია, მალხაზ მალანია, მურთაზ ნაჭყებია, როინ ტიბუა, გოჩა გოგოხია, გოჩა კვარაცხელია, ემზარ შონია, ბიძინა ქობესოვი, დავით ყიზილაშვილი. გუნდს ოთარ გაბელია წვრთნიდა.

ზუგდიდის „დინამო“

ზუგდიდის „დინამოს“ შემადგენლობა

1973 წელს კი ზუგდიდში ჩამოყალიბდა ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც „დინამოს“ სახელით ასპარეზობდა და ამავე წელს ზუგდიდური გუნდი საქართველოს თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი და მილიონთა თასის გათამაშების ნახევარფინალისტი გახდა. ზუგდიდის „დინამოს“ ამ პერიოდში წვრთნიდა ჯუმბერ ჩუხუა. შემადგენლობა კი ასეთი იყო: 1. (მეკარე) გიორგი (ტამტა) წყაროზია 2. (მეკარე) კოლია ვნუკოვი 3. (გუნდის კაპიტანი) ამირან კემულარია, 4. გენადი (ჩიმჩა) ალმასია 5. ბადრი თუთბერიძე 6. მერაბ (ციკლობა) ნიკოლაიშვილი 7. ნოდარ (ჯოლო) ზვამბაია 8. რევაზ (პეტრო) პერტაია 9. როლანდ (მაქრო) მაქაცარია 10. კარლო (ჯოჯო) ჯოჯუა 11. ვალერი (ბლოხა) გულორდავა 12. ვალერი (სიჭო) სიჭინავა 13. მალხაზ (კეჟერა) კეჟრიშვილი 14. ალიკა მესხი 15. ფრიდონ (ევა) ტაბაღუა და 16. ომარ აბრალავა.

1977–79 წლებში ზუგდიდის „დინამო“, საკავშირო ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ზონაში, ერთმანეთის მიყოლებით მეორე-მესამე ადგილებს იკავებდა და სულ ცოტა დააკლდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველ ლიგაში გადასასვლელად. ამ პერიოდში ზუგდიდურ გუნდს, სახელოვანი ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი მურთაზ ხურცილავა წვრთნიდა.

ზუგდიდის „დინამომ“ 1984 წელს ისევ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. აღსანიშნავია ის ფეხბურთელები, რომლებმაც ზუგდიდს საფეხბურთო აღიარება მოუპოვეს. გივი ხოჭოლოვა იყო პირველი ვინც თბილისის „დინამოში“ მოხვდა. ცნობილ ზუგდიდელ ფეხბურთელთა შორის არიან ასევე: ბორის სიჭინავა, შოთა კიტია, ანტუშა ქარჩავა, ოთარ რუხაძე, ოთარ გაბელია, ალიოშა ჩიჩუა, ზაურ ბულია, სოსო ჭედია, მელორ ბიგვავა, ზაზა ჯანაშია.

1989 წელს კი ზუგდიდის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის მილიონთა თასის გათამაშების ფინალში ოდესის „სკა“ დაამარცხა და აღნიშნული თასის მფლობელი გახდა. ამ დროს კი გუნდს ვალერი გულორდავა ხელმძღვანელობდა.

უახლესი ისტორია

1990–1995 წლებში გუნდი „ოდიშის“, ხოლო შემდეგ „დინამოს“ სახელით ასპარეზობდა, რის შემდეგაც ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, ზუგდიდში სრულფასოვანი საფეხბურთო ცხოვრება (არ იგულისხმება ბავშვთა ფეხბურთი) ხანგრძლივი დროით შეჩერდა. ამის შემდეგ ქალაქ ზუგდიდს 12 წელი დასჭირდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საკუთარი გუნდის დასაბრუნებლად. 2007–2008 წლებში ზუგდიდი უმაღლეს ლიგაში „მგლების“ სახელით ასპარეზობს და ამავე ჩემპიონატში 14 გუნდს შორის მე-7 ადგილს იკავებს, რაც დებიუტანტისთვის არც თუ ცუდი შედეგი იყო. 2008 წლიდან მოხდა „მგლებისა“ და იმ დროს პირველ ლიგაში მოასპარეზე ზუგდიდის „ბაიას“ გაერთიანება და 2008–2012 წლებში ზუგდიდი უმაღლეს ლიგაში უკვე „ბაიას“ სახელით ასპარეზობდა. 2012 წლის შემოდგომაზე გუნდმა ისევ იცვალა სახელწოდება და ზუგდიდურმა გუნდმა უმაღლეს ლიგაში „ზუგდიდის“ სახელით განაგრძო ასპარეზობა.

სახელწოდება

საფეხბურთო კლუბ ბაიას ლოგო.
საფეხბურთო კლუბ მგლების ლოგო.
  • 1918–????: ოდიში ზუგდიდი
  • 1964–1965: ენგურჰესი ზუგდიდი
  • 1965–1973: ენგური ზუგდიდი
  • 1974–1990: დინამო ზუგდიდი
  • 1990–1994: ოდიში ზუგდიდი
  • 1994–1995: დინამო ზუგდიდი
  • 1995–1996: დინამო-ოდიში ზუგდიდი
  • 1996–1999: ოდიში ზუგდიდი
  • 2000–2001: დინამო ზუგდიდი
  • 2001–2003: ლაზიკა ზუგდიდი
  • 2003: სპარტაკ-ლაზიკა ზუგდიდი (კლუბი გაერთიანდა თბილისის „სპარტაკთან“)
  • 2004: დინამო ზუგდიდი (კლუბი გამოეყო თბილისის „სპარტაკს“, რომელმაც შეინარჩუნა სპარტაკ-ლაზიკას კუთვნილი ადგილი ჩემპიონატში)
  • 2004–2006: ზუგდიდი
  • 2006–2009: მგლები ზუგდიდი (მგლები დაარსდა 2005 წელს, 2006 წელს კი მას შეუერთდა სკ ზუგდიდი)
  • 2009–2012: ბაია ზუგდიდი (ბაია დაარსდა 2006 წელს, 2009 წელს კი მას შეუერთდა მგლები ზუგდიდი)
  • 2012 წლიდან: ზუგდიდი

მიღწევები

შემადგენლობა 2014/2015

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
1მეკარე  საქართველომანუჩარ ივარდავა
2მცველი  საქართველოგოდერძი მაჩაიძე
3მცველი  საქართველოგიორგი პაჭკორია
4ნახევარმცველი  საქართველოვალიკო ტყემალაძე
5მცველი  საქართველონიკა ნარმანია
6ნახევარმცველი  საქართველოდავით ქირია
7ნახევარმცველი  საქართველოაკაკი ფარჯიკია
8მცველი  საქართველოლაშა ღონღაძე
10თავდამსხმელი  საქართველოირაკლი ქობალია
11ნახევარმცველი  საქართველოირაკლი ეხვაია
13ნახევარმცველი  საქართველოლუკა კობერიძე
14ნახევარმცველი  საქართველოშოთა ლომია (კაპიტანი)
17ნახევარმცველი  საქართველოლაშა კუკავა
პოზიცია ქვეყანამოთამაშე
19მეკარე  საქართველომინდია ბობღიაშვილი
20თავდამსხმელი  საქართველოცოტნე სამუშია
22ნახევარმცველი  საქართველოავთო ენდელაძე
25მცველი  საქართველოდავით მეგრელიშვილი
28ნახევარმცველი  საქართველოკონსტანტინე ახალაია
33მცველი  საქართველოდათა რიგვავა
77ნახევარმცველი  საქართველოლუკა გუგუჩია
80მცველი  საქართველოლევან აკობია
89ნახევარმცველი  საქართველოლევან კუტალია
94თავდამსხმელი  საქართველოგიორგი ბულია
99ნახევარმცველი  საქართველოლევან წურწუმია
-ნახევარმცველი  საქართველოდიმიტრი თუთბერიძე
-ნახევარმცველი  საქართველოგიორგი მიქაძე

2014/2015 წლის ტრანსფერები

მოვიდნენ

პოზ.ფეხბურთელიყოფილი კლუბი
მეკარე რევაზ თევდორაძე ჩიხურა საჩხერე
მეკარე ირაკლი დევაძე თავისუფალი აგენტი
მეკარე მინდია ბობღიაშვილი ტორპედო ქუთაისი
მეკარე მანუჩარ ივარდავა თავისუფალი აგენტი
მცველი ლევან აკობია თავისუფალი აგენტი
მცველი დათა რიგვავა თავისუფალი აგენტი
მცველი გიორგი ჭაავა მარკ სტარსი
მცველი ლევან ქურდაძე გურია ლანჩხუთი
მცველი დავით ლომაია მეტალურგი რუსთავი
მცველი დავით მეგრელიშვილი გურია ლანჩხუთი
მცველი გიორგი პაჭკორია სამტრედია
მცველი გოდერძი მაჩაიძე გაგრა
მცველი ნიკა ნარმანია მორატალასი
ნახევარმცველი ლევან წურწუმია კოლხეთი ხობი
ნახევარმცველი შოთა გვაზავა სტუ
ნახევარმცველი კონსტანტინე ახალაია თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი ლევან გულორდავა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი ალექსანდრე შენგელია თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი თემურ ნადირაძე ჭიათურა
ნახევარმცველი ვალიკო ტყემალაძე სპარტაკი ცხინვალი
ნახევარმცველი ლაშა ღონღაძე ვიტ ჯორჯია
ნახევარმცველი ლევან კუტალია შუქურა ქობულეთი
ნახევარმცველი ლუკა გუგუჩია კოლხეთი-1913 ფოთი
ნახევარმცველი ავთო ენდელაძე ზესტაფონი
ნახევარმცველი გიორგი მიქაძე დინამო-2 თბილისი
თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია დილა გორი
თავდამსხმელი ლაშა კუკავა კოლხეთი-1913 ფოთი
თავდამსხმელი ირაკლი ეხვაია სპარტაკი ცხინვალი
თავდამსხმელი ირაკლი ქობალია თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი გიორგი ბულია ლაზიკა ზუგდიდი
თავდამსხმელი ცოტნე სამუშია დინამო-2 თბილისი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ

პოზ.ფეხბურთელიახალი კლუბი
მეკარე მაქსიმე ქვილითაია ჩიხურა საჩხერე
მეკარე თორნიკე ზარქუა დინამო თბილისი
მეკარე რევაზ თევდორაძე სამტრედია
მეკარე ირაკლი დევაძე ბეთლემი ქედა
მეკარე ირაკლი ქირია თავისუფალი აგენტი
მცველი ნიკოლოზ აფაქიძე ტრაკაი
მცველი ლაშა მჭედლიშვილი მეტალურგი რუსთავი
მცველი საბა ადამაშვილი თავისუფალი აგენტი
მცველი რომეო კანკია თავისუფალი აგენტი
მცველი გიორგი ქვარცხავა თავისუფალი აგენტი
მცველი ბაკურ ნიკოლაძე თავისუფალი აგენტი
მცველი დავით ლომაია ზესტაფონი
მცველი ბაქარ მირცხულავა ტორპედო ქუთაისი
მცველი ლევან ქურდაძე მერცხალი ოზურგეთი
მცველი გიორგი ჭაავა თავისუფალი აგენტი
მცველი ოთარ ჯავაშვილი თავისუფალი აგენტი
მცველი კოკა ქომეთიანი თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი ირაკლი შალიკაშვილი თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი ირაკლი ქათამაძე თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი გურამ სამუშია ზესტაფონი
ნახევარმცველი ნური კალანდარიშვილი კოლხეთი ხობი
ნახევარმცველი გიორგი ცაავა ლაზიკა ზუგდიდი
ნახევარმცველი ზვიად სიხარულია ჩიხურა საჩხერე
ნახევარმცველი ლაშა ქებაძე სამტრედია
ნახევარმცველი ლუკა გუგუჩია კოლხეთი-1913 ფოთი
ნახევარმცველი დავით კირკიტაძე ირონი ტიბერია
ნახევარმცველი ლევან გულორდავა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი ალექსანდრე შენგელია თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი ნიკოლოზ ქირია თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი შოთა გვაზავა ლაზიკა ზუგდიდი
თავდამსხმელი გიორგი ბულია თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი ჯორჯე კრკელიჩი თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი კლიმენტი წიტაიშვილი კარიერა დაასრულა
თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია ტორპედო ქუთაისი

* — იჯარით
** — იჯარიდან
მუქი შრიფტით — ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზამთრის სატრანსფერო ფანრჯისას.

ბომბარდირები

წელიფეხბურთელიქვეყანაგოლები
2014-15შოთა ლომია  საქართველო9
2013-14დავით კირკიტაძე  საქართველო5
2012-13ირაკლი ქობალია  საქართველო7
2011-12ლუკა გუგუჩია  საქართველო4
2010-11ირაკლი ქობალია  საქართველო7

გამოჩენილი ფეხბურთელები

მწვრთნელები

სეზონები

„ოდიში“ ზუგდიდი (1990–94)

სეზონილიგაადგ.გტგშთასიკომენტარიმწვრთნელი
1990უმაღლესი ლიგა8341210124738461/8 ფინ.
1991უმაღლესი ლიგა19838332727არ ჩატ.
1991–92უმაღლესი ლიგა638166165656541/2 ფინ.
1992–93უმაღლესი ლიგა632113185264361/16 ფინ.
1993–94უმაღლესი ლიგა123013314675629 421/16 ფინ.

„დინამო“ ზუგდიდი (1994–95)

სეზონილიგაადგ.გტგშთასიკომენტარიმწვრთნელი
1994–95უმაღლესი ლიგა530144125854461/2 ფინ.

„დინამო-ოდიში“ ზუგდიდი (1995–96)

სეზონილიგაადგ.გტგშთასიკომენტარიმწვრთნელი
1995–96უმაღლესი ლიგა113093184263301/8 ფინ.

„ოდიში“ ზუგდიდი (1996–2001)

სეზონილიგაადგ.გტგშთასიკომენტარიმწვრთნელი
1996–97უმაღლესი ლიგა1130131165157401/4 ფინ.
1997–98უმაღლესი ლიგა1130154114351491/8 ფინ.
1998–99უმაღლესი ლიგა153062222170201/8 ფინ.დაქვეითდა
1999–00პირველი ლიგა
2000–01პირველი ლიგადაქვეითდა
2001–02რეგიონული ლიგა დასავლეთი
2002–03რეგიონული ლიგა დასავლეთი
2003–04რეგიონული ლიგა დასავლეთი
2004–05რეგიონული ლიგა დასავლეთი
2005–06რეგიონული ლიგა დასავლეთი
2006–07რეგიონული ლიგა დასავლეთი

სკ „ზუგდიდი“

სეზონილიგაადგ.გტგშთასიკომენტარიმწვრთნელი
2005–06პირველი ლიგა1234127152433431/32 ფინალი

„მგლები“ ზუგდიდი

სეზონილიგაადგ.გტგშთასიკომენტარიმწვრთნელი
2005–06რეგიონული ლიგა დასავლეთი
2006–07პირველი ლიგა1342446582476
2007–08უმაღლესი ლიგა726103132733331/16 ფინალი
2008–09უმაღლესი ლიგა730106143641361/32 ფინალი

„ბაია“ ზუგდიდი

სეზონილიგაადგ.გტგშთასიევროპაკომენტარიმწვრთნელი
2008–09პირველი ლიგა23019655820631/16 ფინალიაღზევდა
2009–10უმაღლესი ლიგა836711182948321/4 ფინალი
2010–11უმაღლესი ლიგა636135183651441/16 ფინალი
2011–12უმაღლესი ლიგა72857162549221/4 ფინალი
2012–13უმაღლესი ლიგა

სკ „ზუგდიდი“

სეზონილიგაადგ.გტგშთასიევროპაკომენტარიმწვრთნელი
2012–13უმაღლესი ლიგა632106163152361/16 ფინალი
2013–14უმაღლესი ლიგა1132106162642361-ლი ეტაპი
2014–15უმაღლესი ლიგა123089132445331/8 ფინალი
2015–16უმაღლესი ლიგა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი