ივანკივის ბრძოლა

ივანკივის ბრძოლა
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი
თარიღი 25–27 თებერვალი, 2022 (2 დღე)
მდებარეობა ივანკივი, კიევის ოლქი, უკრაინა
შედეგი

რუსეთის გამარჯვება[1]

  • რუსულმა ნაწილებმა დაიკავეს ივანკივი
  • 31 მარტს მათ უკან დაიხიეს
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთიუკრაინის დროშა უკრაინა
დანაკარგები
უცნობიაუცნობია
ივანკივის ბრძოლა ვიკისაწყობში

ივანკივის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის. დაიწყო 2022 წლის 25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. გამთენიისას, რუსეთის სახმელეთო ჯარების კოლონა კიევის ოლქის ქალაქ ივანკივს ჩრდილო-დასავლეთიდან მას შემდეგ მიუახლოვდა, რაც ჩერნობილის ბრძოლის შემდეგ უკრაინული თავდაცვის გარღვევა შეძლო.

ბრძოლა

25 თებერვლის დილით, უკრაინულმა ძალებმა მდინარე ტეტერივზე ივანკივში გაანადგურეს ხიდი, რითაც შეაჩერეს კიევისკენ მიმავალი რუსული სატანკო დივიზიის წინსვლა. უკრაინის საჰაერო მედესანტეები ივანკივსა და ახლომდებარე ქალაქ დიმერში ბრძოლაში ჩაებნენ რუს ჯარისკაცებთან.[2][3][4][5][6]

რუსული ძალების ნაწილმა შეძლო ივანკივის თავდაცვის გარღვევა და შეტაკების შემდეგ აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანტონოვის აეროპორტი. იგი კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ში მდებარეობს.[7]

ივანკივში ბრძოლები გრძელდებოდა 25 თებერვლის შუადღესა და საღამოს, რუსულმა ძალებმა ქალაქი არტილერიით დაბომბეს, რამაც გამოიწვია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა. ივანკივში გადის მსხვილი გაზსადენი, რომლის განადგურების შემთხვევაში შესაძლებელია ევროპის დიდი ნაწილისათვის უკრაინული გაზის მიწოდების შეწყვეტა.[8]

26 თებერვალს ივანკივში ბრძოლები გრძელდებოდა.[9]

27 თებერვლის დილით, ივანკოვისკენ მიმავალი რუსული სატრანსპორტო საშუალებების დიდი კოლონა გამოჩნდა თანამგზავრულ სურათებზე.[10]

2022 წლის 27 თებერვალს ბრძოლის დროს რუსული ძალების მიერ დაინგრა ივანკივის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, განადგურდა უკრაინელი მხატვრის მარია პრიმაჩენკოს ოცზე მეტი ნამუშევარი.[11][12] ამის საპასუხოდ, უკრაინის კულტურის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ მოითხოვა რუსეთისთვის იუნესკოს წევრობის ჩამორთმევა.[13]

27 თებერვლის დილას თანამგზავრულ სურათებზე შეამჩნიეს რუსული სატრანსპორტო საშუალებების 4,8 კმ-ზე მეტი სიგრძის კოლონა, რომელიც ივანკივისკენ მიემართებოდა.[14] 28 თებერვლისთვის მომავალი კოლონის სიგრძემ დაახლოებით 64 კილომეტრი შეადგინა.[15] რუსების მიერ ივანკივის აღება ოფიციალურად დადასტურდა 2 მარტს.[1]

შედეგები

რუსული ძალების ქალაქიდან გასვლის შემდეგ, 31 მარტს, უკრაინულმა მხარემ ივანკივზე კონტროლი აღადგინა.[16]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი