იზიუმის ბრძოლა

იზიუმის ბრძოლა
ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი
2022_Russian_invasion_of_Ukraine.svg
თარიღი 3 მარტი – 1 აპრილი, 2022
(4 კვირა და 1 დღე)
მდებარეობა იზიუმი, ხარკივის ოლქი, უკრაინა
შედეგი

რუსეთის გამარჯვება[1][2][3]

  • ინტენსიური ბრძოლები გრძელდება ქალაქის სიახლოვეს[4]
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთიუკრაინის დროშა უკრაინა
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები
  • 1-ლი საგვარდიო სატანკო არმია[5][6]
    • 144-ე საგვარდიო მოტომსროლელი დივიზია[7]
    • 45-ე საინჟინრო პოლკი[8]
უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები
დანაკარგები
19+ დაღუპული[8]100+ დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი[11]
იზიუმის ბრძოლა ვიკისაწყობში

იზიუმის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და უკრაინას შორის, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანს ქალაქ იზიუმზე კონტროლის აღება წარმოადგენდა. ქალაქის, როგორც სატრანსპორტო კვანძის, მნიშვნელობის გამო, რუსულ მხარეს მისი ხელში ჩაგდება ხარკივის ოლქში შეჭრილი და დონბასის რეგიონში განლაგებული თავისი ჯარების ერთმანეთთან დასაკავშირებლად სურდა.[12]

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბრძოლაში განადგურდა იზიუმის საცხოვრებელი კორპუსების 80%.[13]

ბრძოლა

იზიუმზე რუსულ თავდასხმებს 2022 წლის 28 თებერვლიდან ჰქონდა ადგილი, რაც 3 მარტს დაწყებული სარაკეტო დარტყმებით გაგრძელდა. რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 3 მარტს; ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოს, გავრცელებული ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.[14] მეორე დღეს რუსული ჯარები იზიუმისკენ დაიძრნენ და მიაღწიეს მის ჩრდილოეთ გარეუბნებს. 6 მარტისთვის რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ იზუმის ორ უბანს და მის რკინიგზის სადგურს.[13]

7 მარტის საღამოს რუსულმა ონლაინგამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათმა არმიამ იზიუმი დაიკავა, რაც ოფიციალურად არ დადასტურდა.[9] მეორე დღეს ორ მხარეს შორის ქალაქის კონტროლისთვის ბრძოლები გაჩაღდა,[15] საბოლოოდ რუსეთის ჯარები მოიგერიეს.[16] 9-დან 10 მარტამდე იზუმიდან 2250 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული.[14] რუსული ძალები ქალაქისკენ ნელ-ნელა წინსვლას განაგრძობდნენ.[17]

12 მარტს რუსებმა დაიკავეს ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი.[18] უკრაინელი სამხედროების ცნობით, მეორე დღეს მოწინააღმდეგეებმა უფრო მეტ წინსვლას მიაღწიეს,[19] მაგრამ საბოლოოდ მოიგერიეს.[20]

15-დან 16 მარტამდე რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ გადავიდა იზუმის სამხრეთი ნაწილი, თუმცა უკრაინულმა ძალებმა მალევე პოზიციები დაიბრუნეს.[7] 17 მარტს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იზიუმი კიდევ ერთხელ დაიკავეს რუსულმა ძალებმა,[21] აღნიშნული უარყო ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW). რუსებმა ბარვინკოვეს გზატკეცილის მახლობლად გადალახეს მდინარე ჩრდილოეთის დონეცი, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა ჩასაფრების შედეგად ისინი შეაჩერეს.[7][10] ბრძოლა მეორე დღესაც გაგრძელდა.[10]

19-20 მარტს რუსების ახალი მცდელობა — დაეკავებინათ იზიუმის ცენტრი — წარუმატებელი აღმოჩნდა.[22] ბრძოლის დროს რუსეთის საინჟინრო ჯარები დონეცზე პონტონური ხიდის გაკეთებას ცდილობდნენ,[23] რათა გვერდი აეარათ ორი სატრანსპორტო ხიდისათვის, რომლებიც უკრაინულმა ძალებმა რუსული წინსვლის შეჩერების მიზნით ნაწილობრივ გაანადგურეს.[12] თუმცა, საინჟინრო ჯარები ჩასაფრებაში მოყვნენ და 19 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 46 კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის იყო საინჟინრო ნაწილის მეთაური, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ოვჩარენკო.[5][8] საბოლოოდ, რუსულმა ჯარებმა მოახერხეს ორი პონტონური ხიდის გამართვა და რუსულმა ტანკებმა მდინარე გადაკვეთეს უკრაინის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ალყაში მოსაქცევად.[12] ამავე დროს, 22 მარტს, უკრაინულ ძალებს კონტრშეტევის მცდელობა ჰქონდათ ქალაქზე კონტროლის დასაბრუნებლად.[24]

24 მარტს, რუსმა სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ სრულად დაიკავეს იზუმი,[25][26] რაც უკრაინულმა მხარემ უარყო და განაცხადა, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.[27][28] ადგილობრივი ოფიციალური პირის თქმით, რუსულ ძალებს ეკავათ ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი, უკრაინელი ჯარისკაცები კი სამხრეთში იმყოფებოდნენ და მოწინააღმდეგეებს მდინარე დონეცი ჰყოფდა. მან ასევე დაადასტურა, რომ იზიუმი ბლოკადაში იმყოფებოდა და „სრულად განადგურებული“ იყო.[11]

25 მარტს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა და სხვებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ჯარებმა იზიუმის სამხრეთით უკრაინული თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს,[29] გავრცელებული ინფორმაციით, წინ წაიწიეს 10 კილომეტრით.[30] თუმცა, ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები სოფელ კამიანკასთან (იზიუმის სამხრეთით) უკუაგდეს. ორგანიზაციამ აგრეთვე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ვერ მოახერხეს ქალაქის დაკავება პირდაპირი იერიშით, რუსული ძალები მისი ალყაში მოქცევის მცდელობების გაგრძელებას აპირებდნენ.[31]

27 მარტისთვის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს კამიანკა და იზიუმის სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კიდევ ორი სოფელი. უკრაინული ძალები აცხადებდნენ, რომ მათ შემდგომში სამივე სოფლის დაბრუნება მოახერხეს.[32] ისინი ასევე აღნიშნავდნენ, რომ იზუმის მახლობლად ჩამოაგდეს რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი სუ-34.[33] ორი დღის შემდეგ დადასტურდა, რომ კამიანკა რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო, ისინი მის გარშემო პოზიციებს ამაგრებდნენ, ხოლო საბრძოლო მოქმედებებმა იზიუმის სამხრეთით, სლოვიანსკის გზის გასწვრივ გადაინაცვლა.[34]

1 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ იზიუმი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა.[1][2][3] მეორე დღეს, „უკრინფორმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, იზუმის მერის მოადგილემ ვოლოდიმირ მაცოკინმა განაცხადა, რომ ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების 80% განადგურდა, ადგილზე არ იყო დენი, გათბობა და წყალი.[13]

4 აპრილს „The Guardian“ თვითმხილველებზე და სამხედრო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ იზუმთან ახლოს ინტენსიური ბრძოლები გაგრძელდა.[4] მისივე ცნობით, ქალაქის მაცხოვრებლები სამი კვირის განმავლობაში რჩებოდნენ სარდაფებში ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე.[4] მოხსენებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ რუსმა ჯარისკაცებმა „ნადირობისთვის“ მოამზადეს იარაღის მფლობელების, მდიდარი და სხვა „საშიშად“ მიჩნეული ადამიანების (ბიზნესმენები, აქტივისტები, სამხედროები და მათი ოჯახები) სიები.[4] რუსეთის არმია ასევე დაადანაშაულეს ჰუმანიტარული კოლონების გადაადგილების შეჩერებაში; ეს იმ დროს, როდესაც ქალაქში ხელმისაწვდომი საკვები და მედიკამენტები იწურებოდა.[4]

10 აპრილს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელმა გაავრცელა ცნობა, რომ იზიუმში თავს იყრიდნენ რუსული ჯარები, რათა მომზადებულიყვნენ იზიუმსა და დნიპროს შორის თავდასხმითი კამპანიისათვის.[35] 5 აპრილიდან იზიუმში დაიწყეს კიევისა და სუმის მიმართულებებიდან ძალების გადადისლოცირება.[36]

18 აპრილს უკრაინამ გამოაცხადა იზიუმის რაიონში ან მასთან ახლოს მდებარე „რიგი დასახლებული პუნქტების“ დაბრუნების შესახებ.[37] რუსულმა ჯარებმა დაიწყეს ქალაქის მოსახლეობის მასობრივი დეპორტაცია რუსეთის ფედერაციაში.[38]

2022 წლის აპრილში უკრაინაში შეჭრის მეორე ფაზის დაწყების შემდეგ რუსულმა ძალებმა იზიუმის სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ლოკალური თავდასხმების წყალობით გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს.[39] 26 აპრილის მდგომარეობით, ისინი სამხრეთით წინსვლას განაგრძობდნენ.[40] მომდევნო დღეს დაიკავეს იზიუმის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთი ქალაქი, ასევე ტერიტორიები 20 კმ დასავლეთით.[41][42]

1 მაისს „New York Times“-მა უკრაინელ და ამერიკელ თანამდებობის პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზიუმთან ფრონტზე გენერალ ვალერი გერასიმოვის საიდუმლო ვიზიტის დროს შეტევა განხორციელდა სამეთაურო პუნქტზე. მისივე ცნობით, გერასიმოვი ძლივს გადაურჩა სიკვდლის ან დაჭრას. უკრაინული მხარის თანახმად, შეტევის დროს მოკლეს 100 ან 200 რუსი ჯარისკაცი, სავარაუდოდ, მათ შორის გენერალ-მაიორი ანდრია სიმონოვი, რადიოელექტრონულ ბრძოლაზე პასუხისმგებელი.[43][44]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი