კახაბერ გოგიჩაიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიჩაიშვილი.

კახაბერ (კახი) გოგიჩაიშვილი (დ. 31 ოქტომბერი, 1968, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1989).

კახაბერ გოგიჩაიშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კახაბერ გოგიჩაიშვილი
დაბადების
თარიღი
31 ოქტომბერი, 1968 (1968-10-31) (55 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე176 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი,
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1988–1991დინამო თბ.90(14)
1991–1992გურია26(3)
1992–1994შევარდენი-190659(25)
1994–1995სამტრედია28(11)
1995–1997დინამო თბ.49(24)
1998ჰაპოელი12(1)
1998ლოკომოტივი ნ-ნ.4(0)
1998–1999დინამო თბ.6(1)
1999–2002ლოკომოტივი თბ.71(11)
2002–2003მერანი-ოლიმპი7(0)
სულ352(89)
ეროვნული ნაკრები
1992–2000საქართველო27(1)
სამწვრთნელო კარიერა
2013–2014დინამო თბილისი (დუბლები)
2014–2015დინამო თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა

საკლუბო

საკლუბო დონეზე თამაშობდა ქართულ კლუბებში: თბილისის „დინამო“, „ლოკომოტივი“, „მერანი“ და „შევარდენი-1906“-ში, ასევე გამოდიოდა „სამტრედიაში“. ნათამაშები აქვს ორ უცხოურ კლუბში, აშკელონის „ჰაპოელში“ და ნიჟნი-ნოვგოროდის „ლოკომოტივში“.

1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშები 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებდა, თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს ჩემპიონატში მონაწილეობა — კიევის „დინამოსთან“, უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2–2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენალტით) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს.

სანაკრებო

1992–2000 წლებში ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 27 მატჩი. გაიტანა 1 გოლი 1992 წელს, თერთმეტმეტრიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ. შეხვედრა საქართველომ 6–3 მოიგო (ეს იყო აზერბაიჯანის პირველი საერთაშორისო მატჩი).

სამწვრთნელო

პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო სამუშაოზეა. 2013–14 წლების სეზონში წვრთნიდა „დინამოს“ დუბლშემადგენლობას, რომელთან ერთადაც 2014 წლის ივლისში შეძლო პრესტიჟული ახალგაზრდული ტურნირის, „რურის თასის“ მოგება, ნახევარფინალში მენხენგლადბახის „ბორუსიას“ შემდეგ, გუნდმა ფინალში თურქული „გალათასარაი“ დაამარცხა.[1][2] სარეზერვო გუნდში წარმატების შემდეგ მალევე დაინიშნა „დინამოს“ მთავარი გუნდის მწვრთნელად.[3] მას შემდეგ რაც ევროტურირებზე ცუდად გამოსვლის შემდეგ მიხალ ბილეკი და მასთან ერთად 10 ფეხბურთელი გუნდიდან წავიდა, გოგიჩაიშვილს დაევალა გუნდის გაახალგაზრდავება, რასაც თავი წარმატებით გაართვა და ზამთრის შესვენებაზე გუნდი უმაღლეს ლიგაში დაკავებული პირველი ადგილით გავიდა. 2014 წლის 11 დეკემბერს „დინამომ“ მისი ხელმძღვანელობით შეძლო საქართველოს სუპერთასის მოპოვება.[4] 2015 წლის მაისში, 2014–15 წლების სეზონის ბოლო მატჩამდე, მისი ადგილი გია გეგუჩაძემ დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ თასის ფინალი „დინამომ“ ახალი მწვრთნელის მეთაურობით მიიღო, კახა გოგიჩაიშვილს და მის სამწვრთნელო შტაბს სათასო მედლები მაინც გადაეცათ.

მიღწევები

მოთამაშის

მწვრთნელის

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი