საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც ფიფას და უეფას წევრია 1992 წლიდან. საშინაო შეხვედრებს თბილისში, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონზე მასპინძლობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო შედეგებია 1996 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაკავებული მესამე ადგილები. ასევე, 2018–19 უეფას ერთა ლიგის მეოთხე D დივიზიონის პირველ ჯგუფში და 2022–23 უეფას ერთა ლიგის მესამე C დივიზიონის მეოთხე ჯგუფში დაკავებული პირველი ადგილები, რამაც ნაკრებს უეფას ევრო 2020-ის და ევრო 2024-ის შესარჩევი პლეი-ოფის საგზურები მოუპოვა. 2023 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 76-ე ადგილზეა.[3][4]

საქართველო
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი ჯვაროსნები
ასოციაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი ვილი სანიოლი[1]
დამხმარე მწვრთვნელი ზურაბ ხიზანიშვილი
კაპიტანი გურამ კაშია
ყველაზე მეტი კეპი გურამ კაშია (110)
ბომბარდირი შოთა არველაძე (26)
სტადიონი ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი
ფიფა-ს კოდი GEO
ფიფა-ს რეიტინგი 75 (4 აპრილი, 2024)
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 42 (სექტემბერი, 1998)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 156 (მარტი, 1994)
ელო-ს რეიტინგი 52 (21 ნოემბერი, 2023)[2]
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი 49 (11 ოქტომბერი, 1995)
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი 108 (12 დეკემბერი, 2009)
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
საქართველო 2–2 ლიეტუვა ლიეტუვის დროშა
(თბილისი; 27 მაისი, 1990)
უდიდესი გამარჯვება
საქართველოს დროშა საქართველო 8–0 ტაილანდის დროშა ტაილანდი
(თბილისი; 12 ოქტომბერი, 2023)
უდიდესი დამარცხება
საქართველოს დროშა საქართველო 1–7 ესპანეთი ესპანეთის დროშა
(თბილისი; 8 სექტემბერი, 2023)

ისტორია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია 1990 წელს იწყება, მანამდე ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში. პირველი მატჩი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ლიეტუვასთან გამართეს, რადგანაც პირველად ლიეტუვა გამოეხმაურა ქართული მხარის მიწვევას. ეს მატჩი 1990 წლის 27 მაისს ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. მასპინძელთა ღირსებას იცავდენენ: ასლან ბალაძე, გელა კეტაშვილი, კახა ცხადაძე (71' კახაბერ კაჭარავა), დიმიტრი კუდინოვი, გია ფირცხალავა, გიორგი ნადირაძე, თემურ ქეცბაია, ზაზა რევიშვილი (46' მელორ ბიგვავა),[5] ოთარ კორღალიძე (46' როსტომ თორღაშვილი), გია გურული, მამუკა ფანცულაია (46' გოჩა გოგრიჭიანი). მწვრთნელი გივი ნოდია. შეხვედრა ფრედ — 2–2 დამთავრდა. ეს იყო დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამართული ერთადერთი მატჩი. შეხვედრას 55 000 მაყურებელი დაესწრო. ბალტიისპირელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ჯერ გია გურულმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი კახა კაჭარავამ. საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი გოლი გია გურულმა გაიტანა. ნაკრების პირველი კაპიტანი ოლიმპიული ჩემპიონი გელა კეტაშვილი იყო. 1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ იყო ფიფას და უეფას წევრი, ამიტომ ლიეტუველებთან გამართული მატჩი ნაკრების ფიფას ჩამონათვალში არ ირიცხება.[6]

08.02.1994. სლოვენია 1–0 საქართველო
ძველი ლოგო

ამის შემდეგ 1991 წლის 2 ივლისს, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა მოლდოვასთან და ანგარიშით 4–2 გაიმარჯვა.[7]

1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და საქართველომ მიიღო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. პირველი ოფიციალური თამაში იყო ევრო 96-ის შესარჩევ ციკლში, სადაც ქართველი ფეხბურთელები მოლდოვასთან 1–0 დამარცხდნენ. ეს იყო 1994 წლის სექტემბერში.[8] საქართველო ამ ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, გადაუსწრო მოლდოვას და უელსს, მაგრამ 7 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბულგარეთს. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 8 თამაშიდან მოიპოვა 3 გამარჯვება, 1 ფრე და ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილი პოლონეთთან გაიყო, თუმცა მეტი კოეფიციენტების გამო ქართველებზე წინ პოლონელები გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ისტორიაში ყველაზე მაღალი — 42-ე ადგილი ეკავა. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 თამაშიდან 1 მოგებას და 2 ფრეს მიაღწია და 5 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

საქართველო 1–0 ხორვატია

2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრებმა გაიმეორა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მიღწეული წარმატება და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ კი იწყება ნამდვილი რეგრესის ხანა — ევრო 2004-ის შესარჩევში გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა, თუმცა ამ ციკლში ქართველებმა ისტორიაში ერთ-ერთი ხმაურიანი გამარჯვება იზეიმეს, დაამარცხეს რა რუსეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 1–0. შეხვედრის ერთადერთი გოლი მალხაზ ასათიანმა გაიტანა. იგივე შედეგი გაიმეორა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ქართველებმა მხოლოდ ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს აჯობეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყაზახებმა უეფა-ს წევრის სტატუსით ჩატარებულ მატჩებში პირველი ქულა სწორედ საქართველოს ნაკრებთან მოიპოვეს.

ევრო 2008-ის შესარჩევში საქართველომ ტრადიციას არ უღალატა და კვლავ მხოლოდ ერთ გუნდს, ამჯერად ფარერების ნაკრებს გადაასწრო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ამ შესარჩევშიც ჩაატარა დასამახსოვრებელი მატჩები, დაამარცხა რა ფარერების ნაკრები გასვლაზე 6–0, შესარჩევი ციკლის გახსნით მატჩში და ციკლის მიწურულს 2–0 დაამარცხა იმ პერიოდში საკმაოდ ძლიერი შოტლანდიის ნაკრები, რომელმაც ამ წაგებით ფაქტობრივად დაკარგა ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამ მატჩში გოლები ლევან მჭედლიძემ და დავით სირაძემ გაიტანეს. ამავე წელს ამხანაგურ თამაშებსში ქართველებმა დაამარცხეს ურუგვაის და თურქეთის ნაკრებები. შემდეგი შესარჩევი ციკლი(მსოფლიო 2010) კი ანტირეკორდის ხანა იყო — ქართველებმა ვერცერთი თამაში მოიგეს და ჯგუფში ბიოლო ადგილზე გავიდნენ. ამ დროს ნაკრებს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.

ქეცბაიას მწვრთნელობის პერიოდი

2010 წლის 1 იანვარს ნაკრებს სათავეში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა — 2010 წელს თამაში არ წაუგია. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრებს საბერძნეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ლატვიის ეროვნულ გუნდები შეხვდა. ამას მოჰყვა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება — 1–0 ხორვატიასთან, სადაც ქართველებმა, ლევან კობიაშვილის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით ჯგუფის ფავორიტი ხორვატია დაამარცხეს. მაგრამ მას შემდეგ ნაკრებში კრიზისი დაიწყო. საბოლოოდ, ქართველებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ მალტის ნაკრებს გაუსწრეს და ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავეს. 2011 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულეს ვეტერანებმა, ლევან კობიაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა, რომლებზეც მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ აღარ გამოიძახებდა ნაკრების გაახალგაზრდავების გამო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჯვაროსნებს მეტოქეებად მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები, ასევე ფინეთისა და ბელარუსის გუნდები შეხვდა. საქართველოს ნაკრებმა ციკლი კარგად დაიწყო, თბილისში მოუგო ბელარუსს 1–0 დავამარცხეთ, ხოლო 4 დღეში ესპანეთთან მინიმალური სხვაობით წააგო. მიუხედავად კარგი სტარტისა, ნაკრებმა შემდეგი მატჩები ჩააგდო, ჰელსინკიში ფინეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ 1–1 დაასრულა, ხოლოდ რამდენიმე დღეში ბელარუსთან სტუმრად დამარცხდ 2–0. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა, გაასწრო რა მხოლოდ ბელარუსს ჯგუფში კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილი დაიკავა. ციკლის მანძილზე ქეცბაიას კონფლიქტი მოუვიდა ნაკრების მცველებთან, ზურაბ ხიზანიშვილთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან, რომელებმაც ქეცბაიას ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს. ევრო 2016-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ოთხი მატჩიდან სამის წაგების (ირლანდია 1;2, შოტლანდია 0–1, პოლონეთი 0–4) შემდგომ ქეცბაია მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელის პოსტი კახაბერ ცხადაძემ დაიკავა, რომელსაც პოსტი 1 წელი ეკავა და 2016 წლის დასაწყისში თანამდებობა დაატოვებინეს სახელფასო სკანდალის შემდეგ. მის შემცვლელად სლოვაკი ვლადიმერ ვაისი დაინიშნა.

უკანასკნელი ტურნირები

მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები

ფინალური ეტაპი
საკვალიფიკაციო ეტაპი
წელი
შედეგი
ჯგუფი
ქულა
გოლი
ადგილი
1998ვერ გავიდაჯგუფი 2107 - 94
2002ჯგუფი 81012 - 123
2006ჯგუფი 21014 - 256
2010ჯგუფი 837 - 196
2014ჯგუფი I53 - 104
2018ჯგუფი D58 - 145
2022ჯგუფი B76 - 124

ევროპის ჩემპიონატის შედეგები

ფინალური ეტაპი
საკვალიფიკაციო ეტაპი
წელი
შედეგი
ჯგუფი
ქულა
გოლი
ადგილი
1996ვერ გავიდაჯგუფი 71514 - 133
2000ჯგუფი 258 - 186
2004ჯგუფი 1078 - 145
2008ჯგუფი B1016 - 196
2012ჯგუფი F107 - 95
2016ჯგუფი D910 - 165
2020ჯგუფი D87 - 114

ერთა ლიგის შედეგები

უეფა-ს ერთა ლიგა
წელილიგაჯგუფიპოზგტგშდ/დ
2018–19D116510122 40
2020–21C23614166 42
2022–23C416510163 33
2024–25Bმოგვიანებით დადგინდება
ჯამში181161341133

ამხანაგური მატჩები

2015–2022

თარიღიშეხვედრის ადგილიმასპინძელიანგ.სტუმარიგოლებიშენიშვნაწყარო
125.03.2015თბილისისაქართველო  2–0  მალტა[კომ. 1][9]
208.06.2015ლინციუკრაინა  2–1  საქართველო[კომ. 2][10]
311.11.2015ტალინიესტონეთი  3–0  საქართველო[კომ. 3][11]
416.11.2015ტირანაალბანეთი  2–2  საქართველო[კომ. 4][12]
529.03.2016თბილისისაქართველო  1–1  ყაზახეთი[კომ. 5][13]
627.05.2016ველსისლოვაკეთი  3–1  საქართველო[კომ. 6][14]
703.06.2016ველსირუმინეთი  5–1  საქართველო[კომ. 7][15]
807.06.2016მადრიდიესპანეთი  0–1  საქართველო[კომ. 8][16]
923.01.2017დუბაიუზბეკეთი  2–2  საქართველო[კომ. 9][17]
1025.01.2017დუბაიიორდანია  1–0  საქართველო[კომ. 10][18]
1128.03.2017თბილისისაქართველო  5–0  ლატვია[კომ. 11][19]
1207.06.2017თბილისისაქართველო  3–0  სენტ-კიტსი და ნევისი[კომ. 12][20]
1310.11.2017გორისაქართველო  1–0  კვიპროსი[კომ. 13][21]
1413.11.2017ქუთაისისაქართველო  2–2  ბელარუსი[კომ. 14][22]
1524.03.2018თბილისისაქართველო  4–0  ლიეტუვა[კომ. 15][23]
1627.03.2018თბილისისაქართველო  2–0  ესტონეთი[კომ. 16][24]
1701.06.2018თბილისისაქართველო  1–0  მალტა[კომ. 17][25]
1805.06.2018ლუქსემბურგილუქსემბურგი  1–0  საქართველო[კომ. 18][26]
1905.09.2019დუბაისამხრეთი კორეა  2–2  საქართველო[კომ. 19][27]
2019.11.2019პულახორვატია  2–1  საქართველო[კომ. 20][28]
2102.06.2021პლოიეშტირუმინეთი  1–2  საქართველო[კომ. 21]
2206.06.2021ენსხედენიდერლანდები  2–0  საქართველო[კომ. 22]
2308.09.2021სოფიაბულგარეთი  4–1  საქართველო[კომ. 23]
2415.11.2021გორისაქართველო  1–0  უზბეკეთი[კომ. 24]
2525.03.2022ზენიცაბოსნია და ჰერცეგოვინა  0–1  საქართველო[კომ. 25]
2629.03.2022ტირანაალბანეთი  0–0  საქართველო

მსოფლიო 2018-ის შესარჩევი

ადგილიგუნდიგბგბსხ
1 სერბეთი1083120101021
2 ირლანდია10541126619
3 უელსი10451136717
4 ავსტრია104331412215
5 საქართველო10055814(-6)5
6 მოლდოვა10026423(-19)2

მატჩები და შედეგები

5 სექტემბერი, 2016
20:00
საქართველო  1–2  ავსტრიადინამო არენა, თბილისი
მაყურებელი: 28 500
მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი
ჯანო ანანიძე  78'.ანგარიშიმარტინ ჰინტერეგერი  16'
მარკ იანკო  42'

6 ოქტომბერი, 2016
22:45
ირლანდია  1–0  საქართველოავივას სტადიონი, დუბლინი, ირლანდია
მაყურებელი: 39 793
მსაჯი: ტონი ჩაპრონი
შეიმუს კოულმენი  56'ანგარიში

9 ოქტომბერი, 2016
20:00
უელსი1–1 საქართველოკარდიფ სიტის სტადიონი, კარდიფი, უელსი
მაყურებელი: 33 000
მსაჯი: პაოლო მაზოლენი
გარეთ ბეილი  10'თორნიკე ოქრიაშვილი  57'

12 ნოემბერი 2016
21:00
საქართველო1–1 მოლდოვადინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 41 000
მსაჯი: გეორგი კაბაკოვი
ვაკო ყაზაიშვილი  16'გაცკანი  78'

24 მარტი 2017
21:00
საქართველო1–3 სერბეთიდინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 31 000
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი
ნიკა კაჭარავა  6'დუშან ტადიჩი  45' (პენ.)
ალექსანდრ მიტროვიჩი  64'
მიატ გაჩინოვიჩი  86'

11 ივნისი, 2017
20:00
მოლდოვა2–2 საქართველოსტადიონ ზიმბრუ, კიშინიოვი, მოლდოვა
მაყურებელი: 5 000
მსაჯი: ანდრეას ეკბერგი
რადუ გინსარი  15'
ალექსანდრუ დედოვი  36'
გიორგი მერებაშვილი  65'
ვალერი ყაზაიშვილი  70'

2 სექტემბერი, 2017
20:00
საქართველო1–1 ირლანდიადინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 20 000
მსაჯი: ივან კრუჟლიაკი
ვალერი ყაზაიშვილი  34'შეინ დაფი  4'

5 სექტემბერი, 2017
22:45
ავსტრია1–1 საქართველოერნსტ ჰაპელი, ვენა, ავტრია
მაყურებელი: 13 000
მსაჯი: ორელ გრინფილდი
ლუის შაუბი  43'ვაკო გვილია  8'

6 ოქტომბერი, 2017
20:00
საქართველო0–1 უელსიდინამო არენა, თბილისი, საქართველო
მაყურებელი: 20 000
მსაჯი: ხესუს ხილი
ტომ ლოურენსი  49'

9 ოქტომბერი, 2017
22:45
სერბეთი1–0 საქართველორაიკო მიტიჩი, ბელგრადი, სერბეთი
მაყურებელი: 50 000
მსაჯი: პაველ გილი
ალექსანდრ პრაიოვიჩი  74'

მსოფლიო 2022-ის შესარჩევი

ადგილიგუნდიგბგბსხ
1 ესპანეთი7511145+916
2 შვედეთი7502125+715
3 საბერძნეთი72327709
4 საქართველო8215612-67
5 კოსოვო7115414-104

მატჩები და შედეგები

25 მარტი, 2021
20:45
შვედეთი1–0 საქართველოფრენდს არენა, სოლნა
მაყურებელი: 0
ვიქტორ კლაესონი  35'ანგარიში

28 მარტი, 2021
20:00
საქართველო1–2 ესპანეთიდინამო არენა, თბილისი
მაყურებელი: 16 000
კვარაცხელია ხ.  44'ანგარიშიფერან ტორესი  56'
დანი ოლმო  92'

31 მარტი, 2021
22:45
საბერძნეთი1–1 საქართველოტოუმბა, თესალონიკი
მაყურებელი: 0
კაკაბაძე ო.  76' (ა.გ.)ანგარიშიხვიჩა კვარაცხელია  78'

2 სექტემბერი, 2021
20:00
საქართველო0–1 კოსოვოაჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 0
ანგარიშივედატ მურიქი  18'

5 სექტემბერი, 2021
22:45
ესპანეთი4–0 საქართველოესტადიო ნუევო ვიერო, ბადახოზი
მაყურებელი: 8 444
ხოსე გაია  14'
კარლოს სოლერი  25'
ფერან ტორესი  41'
პაბლო სარაბია  63'
ანგარიში

9 ოქტომბერი, 2021
20:00
საქართველო0–2 საბერძნეთიაჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 0
ანგარიშიანასტასიოს ბაკასეტასი  90' (პენ.)
დიმიტრიოს პელკასი  95'

12 ოქტომბერი, 2021
22:45
კოსოვო1–2 საქართველოფადილ ვოკრი, პრისტინა
მაყურებელი: 3 550
ვედატ მურიქი  45' (პენ.)ანგარიშითორნიკე ოქრიაშვილი  11'
ზურიკო დავითაშვილი  82'

11 ნოემბერი, 2021
21:00
საქართველო2–0 შვედეთიაჭარაბეთ არენა, ბათუმი
მაყურებელი: 3 800
ხვიჩა კვარაცხელია  61'77'ანგარიში

შემადგენლობა

ამჟამინდელი შემადგენლობა

შემადგენლობა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩისთვის საქართველო — საბერძნეთი, 26 მარტი, 2024. [29] [30]

სახელიდაბ. თარიღიკლუბითამაში (გოლი)დებიუტი
მეკარეები
გიორგი მამარდაშვილი [31]29 სექტემბერი, 2000 ვალენსია16 (0)v. ბულგარეთი, 8 სექტემბერი, 2021
გიორგი ლორია27 იანვარი, 1986 დინამო თბილისი78 (0)v. ესტონეთი, 27 მაისი, 2008
ლუკა გუგეშაშვილი29 მარტი, 1999 ყარაბაღი1 (0) [32]
მცველები
სოლომონ კვირკველია [33]6 თებერვალი, 1992 ალ ახდუდი58 (0)v. ლიხტენშტაინი, 5 მარტი, 2014
საბა საზონოვი [34]1 თებერვალი, 2002 ტორინო3 (0)v. მაროკო, 17 ნოემბერი, 2022
გურამ კაშია (კაპ.)4 ივლისი, 1987 სლოვან ბრატისლავა112 (3)v. მონტენეგრო 1 აპრილი, 2009
გიორგი გველესიანი [35]5 მაისი, 1991 პერსეპოლისი0 (0)
ლაშა დვალი14 მაისი, 1995 ფერენცვაროში31 (1)v. გერმანია, 29 მარტი, 2015
ლუკა ლოჩოშვილი29 მაისი, 1998 კრემონეზე10 (1)v. ესპანეთი, 5 სექტემბერი, 2021
ოთარ კაკაბაძე27 ივნისი, 1995 კრაკოვი60 (0)v. გიბრალტარი, 8 ოქტომბერი, 2015
გიორგი გოჩოლეიშვილი [36]14 თებერვალი, 2001 დონეცკის შახტარი8 (0)v. მაროკო, 17 ნოემბერი, 2022
ნახევარმცველები
ვლადიმერ მამუჩაშვილი28 აგვისტო, 1997 დინამო ბათუმი10 (0)v. ესპანეთი, 5 სექტემბერი, 2021
ლევან შენგელია [37]27 ოქტომბერი, 1995 პანეთოლიკოსი16 (1)v. ხორვატია,19 ნოემბერი, 2019
გიორგი წიტაიშვილი18 ნოემბერი, 2000 დინამო ბათუმი16 (1)v. კოსოვო, 2 სექტემბერი, 2021
ოთარ კიტეიშვილი [38]26 მარტი, 1996 შტურმ გრაცი36 (2)v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
ნიკოლოზ კვეკვესკირი29 მაისი, 1992 ლეხი პოზნანი59 (0)v. გიბრალტარი, 8 ოქტომბერი, 2015
გიორგი ჩაკვეტაძე29 აგვისტო, 1999 უოტფორდი24 (8)v. ლიეტუვა, 24 მარტი, 2018
სანდრო ალთუნაშვილი [39]19 მაისი, 1997 ვოლფსბერგერი4 (0)v. ესპანეთი, 5 სექტემბერი, 2021
გიორგი ქოჩორაშვილი [40]29 ივნისი, 1999 ლევანტე7 (0)
ჯაბა კანკავა18 მარტი, 1986 სლოვან ბრატისლავა101 (10)v.ალბანეთი, 8 სექტემბერი, 2004
ანზორ მექვაბიშვილი [41]5 ივნისი, 2001 დინამო თბილისი13 (0)
ზურიკო დავითაშვილი15 თებერვალი, 2001 დინამო ბათუმი34 (6)v. სამხრეთ კორეა, 5 სექტემბერი, 2019
ხვიჩა კვარაცხელია12 თებერვალი, 2001 ნაპოლი29 (15)v.გიბრალტარი, 7 ივნისი, 2019
თავდამსხმელები
გიორგი მიქაუტაძე [42]31 ოქტომბერი, 2000 აიაქსი24 (9)v. შვედეთი, 25 მარტი, 2021
ბუდუ ზივზივაძე [43]10 მარტი, 1994 კარლსრუე25 (7)v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
გიორგი ქვილითაია [44]1 ოქტომბერი, 1993 აპოელ ნიქოზია37 (6)v. სლოვაკეთი, 27 მაისი, 2016

სტატისტიკა

გამოძახებულები ბოლო 12 თვის მანძილზე.

სახელიდაბ. თარიღიკლუბითამაში (გოლი)დებიუტი
მეკარეები
ნუკრი რევიშვილი2 მარტი, 1987 რუსთავი32 (0)v. ყაზახეთი, 8 ოქტომბერი, 2005
მცველები
გია გრიგალავა5 აგვისსტო, 1989 არსენალი ტულა24 (0)v.ხორვატია, 3 ივნისი, 2011
დავით ხოჭოლავა8 თებერვალი, 1993 შახტარი დონეცკი9 (0)v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
უჩა ლობჟანიძე23 თებერვალი, 1987 სამტრედია54 (1)v. ესტონეთი, 27 მაისი, 2008
გიორგი რეხვიაშვილი22 თებერვალი, 1988 საბურთალო1 (0)v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
ლევან გეგეჭკორი5 ივნისი, 1994 რუსთავი1 (0)
ნახევარმცველები
თორნიკე ოქრიაშვილი12 თებერვალი, 1992 კრასნოდარი34 (8)v. სლოვენია, 17 ნოემბერი, 2010
გიორგი ჭანტურია11 აპრილი, 1993 ურალი ეკატერინბურგი15 (2)v.ლიხტენშტეინი, 5 მარტი, 2014
გიორგი არაბიძე4 მარტი, 1998 შახტარი დონეცკი4 (3)v. სერბეთი, 24 მარტი, 2017
ალექსანდრე კობახიძე11 თებერვალი, 1987 ვორსკლა34 (3)v.ურუგვაი, 15 ნოემბერი, 2006
ლუკას ჰუფნაგელი29 იანვარი, 1995 ნიურნბერგი2 (0)v. ესტონეთი, 11 ნოემბერი, 2015
საბა ლობჟანიძე18 დეკემბერი, 1994 რანდერსი3 (1)v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
ოთარ კიტეიშვილი26 მარტი, 1996 დინამო თბილისი3 (0)v. უზბეკეთი, 23 იანვარი, 2017
თავდამსხმელები
ლევან მჭედლიძე24 მარტი, 1990 ემპოლი29 (2)v. იტალია, 13 ოქტომბერი, 2007
დავით სხირტლაძე16 მარტი, 1993 სილკებორგი3 (0)v. ავსტრია, 5 სექტემბერი, 2016
ვლადიმერ დვალიშვილი20 აპრილი, 1986 ატირაუ44 (6)v. მოლდოვა, 6 ივნისი, 2009
ირაკლი სიხარულიძე18 ივლისი, 1990 სლოვაჩკო2 (1)v. ბულორუსი, 13 ნოემბერი, 2016

ფორმა

საშინაო

1995
1998–1999
2000
2001
2002–2003
2003–2004
2005–2006
2007
2008–2009
2010
2011–2013
2011–2013
2013–2014
2014–2015
2015–2016
2016–2018
2018–2020
2020–2022
2022–

საგარეო

1998–1999
2001
2002–2003
2003–2004
2005–2006
2007
2008–2009
2010
2011–2013
2013–2014
2014–2015
2015–2016
2016–2018
2018–2020
2020–2022
2022–

რეკორდები

ჩატარებული მატჩები

გურამ კაშია — საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით
ფეხბურთელიმატჩიგოლიპერიოდი
1გურამ კაშია11232009–
2ჯაბა კანკავა101102004–2024
ლევან კობიაშვილი100121996–2011
4ზურაბ ხიზანიშვილი9211999–2015
5კახა კალაძე8311996–2011
6გიორგი ლორია7802008–
7გიორგი ნემსაძე6901992–2004
8ალექსანდრე იაშვილი67151996–2011
9გოჩა ჯამარაული6261994–2004
ვალერი ყაზაიშვილი62132014–

ბომბარდირები

შოთა არველაძე — საქართველოს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი გატანილი გოლების რაოდენობით
ფეხბურთელიგოლიმატჩისაშ.პერიოდი
1შოთა არველაძე26610.431992–2007
2თემურ ქეცბაია17520.331990–2003
3ხვიჩა კვარაცხელია15290.542019–
ალექსანდრე იაშვილი15670.221996–2011
5თორნიკე ოქრიაშვილი13500.262010–
ვალერი ყაზაიშვილი13620.212014–
7გიორგი დემეტრაძე12560.211996–2007
ლევან კობიაშვილი121000.121996–2011
9ჯაბა კანკავა101010.12004–2021
10გიორგი მიქაუტაძე9240.412021–
მიხეილ ყაველაშვილი9460.21991–2002

მთავარი მწვრთნელები

2023 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით[45]

მთავარი მწვრთნელისამუშაო პერიოდიშედეგები
თამაშიმოგებაფრეწაგებამოგების %
გივი ნოდია27 მაისი, 199010100
გიგა ნორაკიძე2 ივლისი, 1991 — 22 დეკემბერი, 1992420250,00
ალექსანდრე ჩივაძე25 მაისი, 1993 — 9 ნოემბერი, 199624911437,50
ვლადიმერ გუცაევი (მ. შ.)5 დეკემბერი, 1996 — 8 დეკემბერი, 199620020
დავით ყიფიანი30 მარტი, 1997 — 11 ოქტომბერი, 1997741257,14
ვლადიმერ გუცაევი6 თებერვალი, 1998 — 30 მაისი, 1998532060,00
გიგლა იმნაძე (მ. შ.)12 აგვისტო, 199810010
ვლადიმერ გუცაევი19 აგვისტო, 1998 — 28 აპრილი, 1999821525,00
იოჰან ბოსკამპი30 მაისი, 1999 — 9 ოქტომბერი, 199950140
დავით ყიფიანი / რევაზ ძოძუაშვილი2 თებერვალი, 20006 ივნისი, 20011655631,25
ალექსანდრე ჩივაძე15 აგვისტო, 2001 — 2 აპრილი, 20031143436,36
ივო შუშაკი30 აპრილი, 2003 — 11 ივნისი, 2003210150,00
მერაბ ჟორდანია6 სექტემბერი, 2003 — 11 ოქტომბერი, 2003310233,33
გოჩა ტყებუჩავა (მ. შ.)18 თებერვალი, 2004 — 21 თებერვალი, 200430030
ალენ ჟირესი27 მაისი, 2004 — 4 ივნისი, 20051022620,00
გაიოზ დარსაძე (მ. შ.)17 აგვისტო, 2005 — 16 ნოემბერი, 2005722328,57
კლაუს ტოპმიოლერი1 მარტი, 2006 — 26 მარტი, 200824741329,17
პეტარ სეგრტი (მ. შ.)27 მაისი, 2008 — 31 მაისი, 200820110
ექტორ კუპერი20 აგვისტო, 2008 — 14 ოქტომბერი, 20091614116,25
თემურ ქეცბაია3 მარტი, 2010 — 14 ნოემბერი, 2014401391832,50
კახაბერ ცხადაძე25 მარტი, 201516 ნოემბერი, 20151031630,00
ვლადიმერ ვაისი29 მარტი, 201618 ნოემბერი, 20204716151634,04
რამაზ სვანაძე (მ. შ.)19 ნოემბერი, 2020 —14 თებერვალი, 202110100
ვილი სანიოლი15 თებერვალი, 202141120
სულ:248755312030,24

კაპიტნები

კაპიტნების სტატისტიკა

საქართველოს ნაკრების კაპიტნების სტატისტიკა 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.[46]

მოთამაშესანაკრებო წლებიჩატარებული მატჩებისაკაპიტნო მატჩებიპირველი კაპიტნობაბოლო კაპიტნობა
კანკავა, ჯაბაჯაბა კანკავა2004–2021736215.08.201109.20.2021
კალაძე, კახაკახა კალაძე1996–2011835004.09.199911.10.2011
ნემსაძე, გიორგიგიორგი ნემსაძე1992–2004694224.09.199721.02.2004
კაშია, გურამგურამ კაშია2009–652506.02.2013
ცხადაძე, კახაკახა ცხადაძე1991–1998252102.07.199111.10.1997
კობიაშვილი, ლევანლევან კობიაშვილი1996–20111001601.03.200625.05.2010
ხიზანიშვილი, ზურაბზურაბ ხიზანიშვილი1999-201393807.02.200724.05.2012
ამისულაშვილი, ალექსანდრეალექსანდრე ამისულაშვილი2003–201650814.11.201205.09.2016
ჯამარაული, გოჩაგოჩა ჯამარაული1994–200462626.06.199413.10.2004
ქეცბაია, თემურთემურ ქეცბაია1992–2003496?15.11.199527.03.2002
შელია, მურთაზმურთაზ შელია1994–199829512.02.199411.10.1995
ჯიშკარიანი, გიაგია ჯიშკარიანი1991–19949402.09.199225.05.1993

სტატისტიკა

ცნობილი ფეხბურთელები

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი