კევორკ ჩავუში

კევორკ ღაზარიანი (სომხ. Գէորգ Ղազարեան; დ. 1870 წელი, მქტინკი, ბითლისის პროვინცია, ოსმალეთის იმპერია - გ. 28 მაისი, 1907 წელი, სულუხთან ახლოს, ბითლისის პროვინცია, ოსმალეთის იმპერია), საყოველთაოდ ცნობილი როგორც კევორკ ჩავუში (სომხ. Գէորգ Չաւուշ) — სომეხი ფედაების ლიდერი ოსმალეთის იმპერიაში და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის წევრი.

კევორკ ღაზარიანი
Գէորգ Ղազարեան
ეროვნება სომხები
დაბადების თარიღი 1870
დაბადების ადგილი მქტინკი, ბითლისის პროვინცია, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 28 მაისი, 1907
გარდაცვალების ადგილი სულუხთან ახლოს, ბითლისის პროვინცია, ოსმალეთის იმპერია
ჯარის სახეობა სომეხი ფიდაები
სამხედრო სამსახურის წლები 1890—1907
ბრძოლები/ომები სომხეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა
სასუნის წინააღმდეგობა
წმიდა მოციქულთა მონასტრის ბრძოლა (1901)
სასუნის აჯანყება
ბრძოლა სულუხთან

ადრეული ცხოვრება

კევორკ ჩავუში დაიბადა ფსანქის რაიონის სოფელ მქტინკში.[1] მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ითვლება, რომ იგი დაიბადა 1870 წელს.[2] მან განათლება მიიღო არაქელოტის მონასტრის სკოლაში, სადაც გაიცნო არაბო (არაქელ ავედისიანი), ფედაების ერთ-ერთი პირველი ლიდერი.[3] მან სკოლა დატოვა და შეუერთდა არაბოს მებრძოლების ჯგუფს. მას შემდეგ რაც არაბო დააპატიმრეს, ჩავუშმა მიაკვლია არაბოს მოღალატეს და მოკლა იგი.[4] 1885-1888 წლებში ის გაემგზავრა ალეპოში და იქ იპოვა საცხოვრებელი. ის მუშაობდა იმისთვის, რომ საკმარისი თანხა შეეგროვებინა თოფის საყიდლად. ის დაბრუნდა ტარონში 1890 წელს და შეუერთდა მისი მეგობრის ჰამპარცუმ ,,მურად" ბოიაჯიანის სომეხი მებრძოლების ჯგუფს.[5]

რევოლუციური საქმიანობა

1894 წელს მან მონაწილეობა მიიღო სასუნის წინააღმდეგობაში სულთან აბდულ ჰამიდის მიერ სომეხთა დევნის წინააღმდეგ. ბრძოლის დროს ჩავუში დაიჭირეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან მოახერხა ციხიდან გაქცევა 2 წლის შემდეგ და გაიქცა სასუნის მთებში, სადაც მეგობრებთან ერთად შეუერთდა სომხეთის რევოლუციური ფედერაციის პოლიტიკურ პარტიას.

1901 წელს კევორკი ანდრანიკ ოზანიანთან ერთად იბრძოდა წმიდა მოციქულთა მონასტრის ბრძოლაში. კევორკი მონაწილეობდა სასუნის მეორე წინააღმდეგობაში 1904 წელს.[6] ამის შემდეგ, იგი გაემგზავრა ვასპურაკანის რეგიონში (ვანი) ანდრანიკთან და ჰამპარწუმ ბოიაჯიანთან ერთად, მაგრამ მალევე დაბრუნდა სასუნში. ის იქ ხელმძღვანელობდა სომხურ ძალებს 1904 წლიდან 1907 წლამდე.

1905 წლის შემოდგომაზე კევორკი დაქორწინდა ეგსოზე, სოფლის მეთაურის ქალიშვილზე. მათ ერთმანეთი 7 წლის განმავლობაში უყვარდათ, მაგრამ რევოლუციური საქმიანობის გამო ვერ შეძლეს დაქორწინება.[7]კ ევორკს და ეგსოს ერთი ვაჟი ჰყავდათ, სახელად ვარტგეზი.

ცნობილია, რომ კევორკს კარგი ურთიერთობა ჰქონდა რეგიონის ზოგიერთ ქურთ ლიდერთან. ის ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი, რომ არ დამორჩილებოდნენ სულთან აბდულ ჰამიდის ბრძანებებს, რომელმაც ბევრი ქურთი გადაიბირა. ეს მცდელობა უშედეგო გამოდგა. სომხეთის რევოლუციური ფედერაციის მეოთხე მსოფლიო კონგრესზე, რომელიც გაიმართა 1907 წლის აპრილში, კევორკი აირჩიეს სასუნ-ვასპურაკანის პასუხისმგებელი ორგანოს წევრად, რომელიც ხელმძღვანელობდა პარტიის ყველა სამხედრო და რევოლუციურ საქმიანობას ოსმალეთის იმპერიის სომხურ პროვინციებში.[8]

სიკვდილი

კევორკი და მისი მებრძოლები შევიდნენ სოფელ სულუხში 1907 წლის 25 მაისს.[9] 27 მაისს მათ თავს დაესხნენ თურქები.[10] მიუხედავად იმისა, რომ 84 ფედაისგან შემდგარმა ჯგუფმა მოკლა 120-ზე მეტი თურქი ჯარისკაცი და მათი მეთაური კეოსე ბინბაში, კევორკი დაიჭრა. მისმა ამხანაგებმა იგი დატოვეს ხიდის ქვეშ, მდინარე არაწანის ნაპირზე და სოფლის მცხოვრებლებს უთხრეს, რომ დაეცვათ იგი. მეორე დილით, 1907 წლის 28 მაისს, კევორკი იპოვა ქურთმა მთავარსარდალმა. ის გარდაიცვალა სასიკვდილო ჭრილობებით. მისი ცხედარი მოგვიანებით იპოვეს თურქმა ჯარისკაცებმა, რომლებმაც კევორკის გვამი გადაიტანეს მუშში, სადაც სომეხი მოსახლეობა მას სამი დღის განმავლობაში გლოვობდა და დაკრძალეს სომხურ სასაფლაოზე, ქალაქ კოგის მახლობლად.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი