ოსმალეთის იმპერია

ოსმალეთის იმპერია (ოსმ. „دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّهί“, Devlet-i Âliye-i Osmâniyye; თურქ. Osmanlı İmparatorluğu), ასევე ისტორიულად მოიხსენიებოდა, როგორც თურქეთის იმპერია ან თურქეთისუნიტურ-ისლამური სახელმწიფო, დაარსდა ოღუზი თურქების მიერ ოსმან I-ის მეთაურობით ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში 1299 წელს.[4] მურად I-ის მიერ ბალკანეთში წარმოებული დაპყრობითი ომებისა და მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შედეგად ოსმალეთის სასულთნო იმპერიად ჩამოყალიბდა.[5][6][7]

ოსმალეთის იმპერია
ოსმ. „دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّهί“
თურქ. Osmanlı İmparatorluğu
იმპერია
1299–1923
დროშაგერბი
დევიზი
دولت ابد مدت
დევლეთ-ი ებედ-მიუდდეთ[1]
„სამარადისო სახელმწიფო“
ჰიმნი
ოსმალეთის იმპერიის ჰიმნი
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
ოსმალეთის იმპერიის ზრდისა და დაცემის ქრონოლოგიური რუკა 1300 წლიდან 1923 წლამდე
დედაქალაქისოღუთი (1299-1326)
ბურსა (1326-1365)
ედირნე[2] (1365-1453)
კონსტანტინოპოლი[კ 1](1453-1922)
ენებიოსმალური, ქართული, სპარსული, ბოსნიური, ებრაული და სხვა
რელიგიაისლამი: სუნიზმი
მთავრობააბსოლუტური მონარქია
(1299–1876)
(1878–1908)
(1918–1922)
კონსტიტუციური მონარქია
(1876–1878)
(1908–1918)
სულთანი
 - 1299–1326ოსმან I (პირველი)
 - 1918–1922მეჰმედ VI (ბოლო)
ხალიფა
 - 1362–1389მურად I (პირველი)[3]
 - 1922–1924აბდულმეჯიდ II (ბოლო)
დიდი ვეზირი
 - 1320–1331ალაედინ ფაშა (პირველი)
 - 1920–1922აჰმეთ ოკდაი (ბოლო)
საკანონმდებლო ხელისუფლებაგენერალური ასამბლეა
 - ზედა პალატასენატი
 - ქვედა პალატადეპუტატთა პალატა
ისტორია
 - იმპერია შეიქმნა27 ივლისი 1299
 - უმეფობის ხანა1402–1413
 - 1 კონსტიტუციური ერა1876–1878
 - 2 კონსტიტუციური ერა1908–1922
 - გაუქმება[კ 2]1 ნოემბერი 1922
 - იმპერიის გაუქმება29 ოქტომბერი 1923
 - თურქეთის რესპუბლიკა29 ოქტომბერი 1923
ფართობი
 - 16835 200 000 კმ² (2 007 731 მლ²)
 - 19141 800 000 კმ² (694 984 მლ²)
მოსახლეობა
 - 1856 წელი35 350 000 
 - 1906 წელი20 884 000 
 - 1912 წელი24 000 000 
ვალუტააკჩე, პარა, სულთანი, ქურუში, ლირა
წინამორბედი
მემკვიდრე
ბიზანტიის იმპერია
ყარამანის დინასტია
ბოსნიის სამეფო
ბულგარეთის მეორე იმპერია
სერბეთის იმპერია
უნგრეთის სამეფო
მამლუქების სასულთნო (კაირო)
ხორავატიის სამეფო (925–1102)
ჰოსპიტალიერთა ორდენი
ლეჟის ლიგა
რუმის სასულთნო
ტრაპიზონის იმპერია
მორეის დესპოტატი
ეპირის დესპოტატი
დობრუჟას დესპოტატი
დიდი ეროვნული კრების მთავრობა
პირველი ბერძნული რესპუბლიკა
ეგვიპტის სახედივო
ავსტრია-უნგრეთის მმართველობა ბოსნია და ჰერცეგოვინაში
დირიის ემირატები
ალბანეთის დროებითი მთავრობა
რუმინეთის სამეფო
ბულგარეთის სამთავრო
ბრიტანეთის კვიპროსი
საფრანგეთის ალჟირი
ტუნისის ფრანგული პროტექტორატი
ქუვეითის შეიხდომი
მოტა
იტალიის ჩრდილოეთი აფრიკა
იემენის მუტავაკილიტური სამეფო
დღეს ამ ტერიტორიაზე

XVI-XVII საუკუნეებში, მისი ძლიერების მწვერვალზე სულთან სულეიმან კანონმდებლის მმართველობისას, ოსმალეთის იმპერია იყო მძლავრი მრავალეთნიკური და მრავალენოვანი იმპერია, რომელიც აკონტროლებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთი აზიის, კავკასიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სომალის ნახევარკუნძულის უმეტეს ნაწილს.[8] XVII საუკუნის დასაწყისში იმპერია მოიცავდა 32 პროვინციასა და უამრავ ვასალურ სახელმწიფოს. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო დანარჩენებმა საუკუნეთა მსვლელობისას სხვადასხვა სახის ავტონომია მიიღეს.

კონსტანტინოპოლის ფლობითა და ხმელთაშუა ზღვისპირა ტერიტორიების კონტროლით, ოსმალეთის იმპერია ექვსი საუკუნის განმავლობაში იყო დასავლური და აღმოსავლური სამყაროების ურთიერთობის ცენტრში. ევროპულ სახელმწიფოებთან ხანგრძლივი სამხედრო დაპირისპირებების შედეგად იმპერია მნიშვნელოვნად დასუსტდა და პირველი მსოფლიო ომის შედეგად საბოლოოდ დაიშალა. მის ტერიტორიაზე კი თურქეთის რესპუბლიკის გარდა წარმოიშვა ბალკანეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა უმეტესობა.[9]

ისტორია

მისი ძლევამოსილების პერიოდში, XVI—XVII საუკუნეებში, იმპერიის ტერიტორია მოიცავდა ანატოლიას, ახლო აღმოსავლეთს, ჩრდ. აფრიკის ნაწილს და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისა და კავკასიის მნიშვნელოვან ნაწილს. ამ ტერიტორიის ფართობი დაახ. 5,6 მილიონ კმ²-ს შეადგენდა, თუმცა ის გაცილებით უფრო ვრცელ რეგიონს აკონტროლებდა მეზობელ რეგიონებში, რომლებიც მეტწილად მომთაბარე ტომებით იყო დასახლებული. იმპერიას მჭიდო პოლიტიკური და კულტურული გაცვლა ჰქონდა როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის კულტურებთან მისი 624-წლიანი არსებობის განმავლობაში.

XVI—XVII საუკუნეებში ოსმალეთის იმპერია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური ერთეული გახდა, და მისი გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, უნგრეთის სამეფოსა და პოლონეთ-ლიტვის გაერთიანების სამხრეთში ევროპას დიდ საფრთხეს უქმნიდა. იმპერიის საზღვაო ფლოტიც საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა ხმელთაშუა ზღვაზე. რამდენიმეჯერ ოსმალეთის არმია ცენტრალურ ევროპაშიც შეიჭრა, ვენის ალყით 1529 წელს და ხელმეორედ 1683 წელს ჰაბსბურგის სამფლობელოების დაპყრობის მცდელობაში. მათი განდევნა მხოლოდ ევროპის კოალიციის ძალებით მოხერხდა. ეს ერთადერთი არა-ევროპული ძალა იყო, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა დასავლეთის აღმავლობას XV—XX საუკუნეებში, რის გამოც იგი საბოლოოდ ევროპის ძალთა დაბალანსების პოლიტიკის ინტეგრირებული ნაწილი გახდა.

იმპერიის დაშლა პირველი მსოფლიო ომის პირდაპირი შედეგი იყო, როდესაც მოკავშირეთა ძალებმა დაამარცხეს აქსისის ძალები ევროპაში, ხოლო ოსმალეთის ძალები ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე. ომის დასასრულს ოსმალეთის მთავრობა დაიშალა და იმპერია გამარჯვებულმა ძალებმა გაიყვეს. მომდევნო წლებში ოსმალეთის იმპერიის ნაწილებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ერთ-ერთი მათგანი თურქეთის რესპუბლიკა იყო. ამ ახალმა რესპუბლიკამ ოსმანთა დინასტია თურქეთის 150 პერსონა ნონ გრატას სიაში შეიყვანა. მხოლოდ 50 წლის შემდეგ, 1974 წელს, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ დართო ნება ოჯახის შთამომავლებს თურქეთის მოქალაქეობა დაებრუნებიათ, რომელიც ოჯახის მეთაურმა, ერთუგრულ ოსმან V-მ 2004 წელს დაასრულა.

სახელი

სიტყვა „ოსმალეთი“ მომდინარეობს იმპერიისა და მისი მმართველი ოსმანების (ოსმალების) დინასტიის დამფუძნებლის, ოსმან I-ის სახელიდან, რომელიც არაბული წარმოშობის სახელის სპარსული ფორმიდან, უტმანიდან (عثمان) წარმოსდგება. ოსმალურ ენაში იმპერიას უწოდებდნენ دَوْلَتِ عَلِيّهٔ عُثمَانِیّه-ს (Devlet-i ʿAliyye-yi ʿOsmâniyye)[10] ან ოსმანლი დევლეთი-ს („ოსმალეთის სახელმწიფო“)[კ 3] თანამედროვე თურქულში სახელმწიფოს მოიხსენიებენ, როგორც ოსმანლი იმპარატორლუღუ (Osmanlı İmparatorluğu; „ოსმალეთის იმპერია“) ან ოსმანლი დევლეთი (Osmanlı Devleti; „ოსმალეთის სახელმწიფო“).

დასავლეთში გამოიყენებოდა როგორც „ოსმალეთის იმპერია“, ისე „თურქეთი“, თუმცა „თურქეთი“ ფორმალურთან ერთად არაფორმალურ სიტუაციებშიც გამოიყენებოდა[11] და შესაბამისად, უფრო ფართო გამოყენება ჰქონდა. ეს საკითხი საბოლოოდ 1920-1923 წლებში გადაიჭრა, როცა ანკარაში ახლადჩამოყალიბებულმა მთავრობამ თურქეთი სახელმწიფოს ერთადერთ ოფიციალურ სახელწოდებად დაამტკიცა.

რელიგიური უმცირესობები

ოსმალეთის მრავალეროვან სამეფოში, მუსლიმ ხალხთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ქრისტიანი და ებრაელი მრწამსის მიმდევრები. 1452 წელს, ებრაელი ისააკ ზარფატი, მიმართავდა ებრაელებს, რომ საცხოვრებლად ოსმალეთის სამეფოში გადასულიყვნენ. ციტატა წერილიდან: „მე ისააკ ზარფატი, მოვუწოდებ ევროპულ ებრაულ მოსახლეობას, დატოვონ ქრისტიანული ევროპა და გადმოვიდნენ ოსმალეთის სამეფოში. ეს არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი საკმარისია. აქ შეგიძლიათ შეიმოსოთ საუკეთესო ტანისამოსით… ნუთუ უკეთესი არ არის ისლამურ ქვეყანაში ცხოვრება, ვიდრე ქრისტიან ხალხში?“

XV საუკუნის დასაწყისში, ოსმალეთის სამეფოს მოაწყდნენ ესპანეთიდან დევნილი ებრაელები, რომელთაც ესპანეთის მეფემ ფერდინანდ II და მისმა მეუღლემ იზაბელა I მხოლოდ ორი არჩევანის საშუალება მისცეს: ქრისტიანული მრწამსის აღიარება - , სხვა შემთხვევაში სამეფოს დატოვება.

დაახლოებით 400 000 ებრაელი, ეგრეთ წოდებული სეფარდიმები, გადმოვიდნენ საცხოვრებლად ოსმალეთის სამეფოში. თავიანთი განათლებისა და ნიჭის წყალობით, მათ ჰქონდათ საშუალება ყოფილიყვნენ სულთანის ექიმები, მრჩევლები და ასევე მინისტრები სხვადასხვა საკითხებში.

ოსმალებმა ჩამოაყალიბეს ახალი სისტემა რელიგიური უმცირესობებისთვის „მილეტ“, რომლის წევრებიც ებრაული სინაგოგა და ქრისტიანული ეკლესიები იყვნენ. მათ დაუწესდათ წლიური გადასახადი, რომელიც მათი სახლების, სალოცავების და პირადი საკუთრების დასაცავდ იყო დაწესებული.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი