კიტიონი

კიტიონი[1] (ძვ. ბერძნ. Κίτιον, ფინიკ. 𐤊‬𐤕 kt ან 𐤊‬𐤕𐤉‬ kty,[2] ლათ. Citium[3]) — ძველი ქალაქი კუნძულ კვიპროსზე, ახლანდელ ქალაქ ლარნაკასთან ახლოს, მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის სანაპიროზე. ყველაზე ადრეული ნაშთები განეკუთვნება მიკენური ხანის ბერძნულ კოლონიას (დაახლ. ძვ. წ. 1400–1100 წწ.).[4] შემდგომში გახდა ფინიკიელთა კოლონია. ძველბერძნული სახელი წარმოშობილია ფინიკიურიდან.[2] ბიბლიაში მოხსენიებული „ქითიმი“, რომელიც ამ სახელს უკავშირდება, მთლიანი კუნძულის აღსანიშნავადაც გამოიყენება. აღმოჩენილ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით ივარაუდება, რომ კიტიონი ტვიროსს ექვემდებარებოდა. ასურეთის მეფე სარგონ II-ის აქ აღმოჩენილი სტელა მიუთითებს იმაზე, რომ ასურელთა მმართველობის პერიოდში (ძვ. წ. 709–668 წწ.) ქალაქი კვიპროსის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ძვ. წ. 499, 386 და შემდგომი წლების, ასევე 353 წლის ბერძენთა აჯანყებების დროს კიტიონი სპარსელთა ერთგულებას ინარჩუნებდა. მნიშვნელოვან ქალაქად დარჩა ალექსანდრე მაკედონელის მიერ სპარსეთის დაპყრობის შემდეგაც. თუმცა არაერთხელ დაზარალდა მიწისძვრების გამო. შუა საუკუნეებში ნავსადგური ლამით ამოივსო, მოსახლეობა კი გადასახლდა იქ, სადაც ახლა ლარნაკაა.[4]

კიტიონი
ძვ. ბერძნ. Κίτιον
კიტიონი — კვიპროსი
კიტიონი
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
კოორდინატები 34°55′23″ ჩ. გ. 33°37′49″ ა. გ. / 34.92306° ჩ. გ. 33.63028° ა. გ. / 34.92306; 33.63028
ისტორია
დაარსების დრო დაახლ. ძვ. წ. XIII საუკუნე
დამაარსებელი მიკენელები
პერიოდები ანტიკური ხანა
მიტოვების დრო შუა საუკუნეები
კულტურები ძველბერძნული, ფინიკიური
კიტიონი ვიკისაწყობში

გალერეა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი