ლეილა ალიევა

ლეილა ილჰამის ასული ალიევა (აზერ. Leyla İlham qızı Əliyeva; დ. 3 ივლისი 1984, მოსკოვი, რუსეთი) — აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის უფროსი ქალიშვილი. ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი და ასევე ჟურნალ „Baku“ მთავარი რედაქტორია, რომელიც დაფუძნდა 2011 წელს ლონდონში.[1]

ლეილა ალიევა
Leyla Əliyeva
მშობლიური სახელი Leyla Əliyeva
დაბადების სახელი Leyla İlham qızı Əliyeva
დაბადების თარიღი 3 ივლისი, 1984 (1984-07-03) (39 წლის)
მოსკოვი რუსეთის დროშა რუსეთი
ალმა-მატერი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი
საქმიანობა ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი
მეუღლე(ები) ემინ აღალაროვი (2006-2015)
შვილ(ებ)ი ალი
მიქაილი
ამინა
მშობლები მამა: ილჰამ ალიევი
დედა: მეჰრიბან ალიევა
საიტი www.leyla-aliyeva.az

ბიოგრაფია

ლეილა ალიევას პირადი ვებ-საიტის ინფორმაციით, ალიევა დაიბადა 1985 წლის 3 ივლისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში.[2] მაგრამ ბრიტანული კომპანიის ჩანაწერებით, ის დაიბადა ერთი წლით ადრე ანუ 1984 წლის 3 ივლისს, აქვე აღნიშნულია, რომ ინდივიდუალური დეტალები დამოწმებულია.[3]

2006 წლიდან 2008 წლამდე ლეილა ალიევა სწავლობდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მაგისტრატურაზე (მგიმო; რომელიც ასევე მისმა მამმ დაასრულა). იგი ასევე მგიმოს აზერბაიჯანის კლუბის თავმჯდომარე იყო 2010 წლამდე.

2011 წლის ივლისში, ალიევამ მიიღო „Taraggi“-ის (პროგრესი) მედალი, რომელიც მას მიენიჭა მისი წვლილისთვის აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების განვითარებისთვის.[4]

ლეილა ალიევა სამი შვილის დედაა. მათი სახელებია: ალი, მიქაილი და ამინა.[5]

ვაშინგტონ პოსტის 2010 წლის მონაცემებით, ლეილა თავის დასთან არზუსთან და ძმასთან ჰეიდართან ერთად ფლობდა უძრავ ქონებას დუბაიში, რომელიც ღირს დაახლოებით $75 მილიონი.[6]

2015 წლის მაისში, ალიევამ გამოაცხადა Instagram-ის საშუალებით, რომ იგი დაშორდა აღალაროვს. მოგვიანებით აღალაროვმა დაწერა: „ჩვენ კვლავ მეგობრებთ და განვაგრძობთ ჩვენი შვილების ერთად აღზრდას“.[7]

კარიერა

ჰეიდარ ალიევის ფონდი

ალიევა ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტია,[8] რომელიც არაკომერციული ორგანიზაცია და ახორციელებს საქველმოქმედო, კულტურულ და პოლიტიკური ელჩობის პროექტებს, ხოლო ფონდის სათავეშია მეჰრიბან ალიევა, ქვეყნის პირველი ლედი და ლეილას დედა.

2007 წლის 10 მაისიდან, ლეილა ხელმძღვანელობს ფონდის წარმომადგენლობას რუსეთში.[9] როგორც ამ პროგრამის ნაწილი, ლეილა ატარებს საქველმოქმედო ინიციატივებს, სადაც ხშირად აქცენტს აკეთებს მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების მხარდაჭერაზე.[10]

2011 წლის 1 ნოემბერს, ალიევას გადაეცა „Key to Life“-ის ჯილდო აშშ-ის საქველმოქმედო ორგანიზაციისგან „ბავშვთა კიბო & სისხლის ფონდი“ (Children's Cancer & Blood Foundation).[11]

2012 წელს, ლეილა ალიევამ მოაწყო გამოფენა სახელწოდებით „გაფრენა ბაქოში“, სადაც წარდგენილი იყო 21 მხატვრის შემოქმედება რომელთა შორის ლეილას შემოქმედებაც იყო.[12] გამოფენა დაიწყო ლონდონში და შემდეგი გამოფენა გაიმართა 2012 წლის 12 აპრილს პარიზში, საფრანგეთში.[13]

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი