ვაშინგტონ პოსტი (გაზეთი)

ვაშინგტონ პოსტი (ინგლ. The Washington Post) — უდიდესი და უძველესი გაზეთი ვაშინგტონში, აშშ-ის დედაქალაქში, რომელიც დაარსდა 1877 წლის 6 დეკემბერს.[3]გაზეთმა მსოფლიოში გაითქვა სახელი ადრეულ 1970-იანებში ბობ ვუდვორდისა და კალრ ბერნსტაინის უოტერგეიტის სკანდალის გამოძიებისას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნიქსონის პრეზიდენტობიდან გადაყენებაში. პოსტი საყოველთაოდ ითვლება საუკეთესო სამ ამერიკულ გაზეთთა რიგში „The New York Times“-სა (გამორჩეული საერთო ხასიათის რეპორტაჟებითა და საერთაშორისო მიმოხილვით) და „The Wall Street Journal“-თან (საფინანსო მიმოხილვებით) ერთად. პოსტმა რეპუტაცია თეთრი სახლისა და კონგრესის მუშაობისა და აშშ-ის მთავრობის სხვა ასპექტების რეპორტაჟებით მოიხვეჭა.

ვაშინგტონ პოსტი

ვაშინგტონ პოსტის პირველი გვერდი
მედიის სახეობა:ყოველდღიური გაზეთი
დაფუძნდა:6 დეკემბერი, 1877; 146 წლის წინ (1877-12-06)
მფლობელი:WP CompanyWP Company LLC
(Nash Holdings LLC)
(ჯეფ ბეზოსი)[1][2]
შტაბ-ბინა:1150 15-ე ქუჩა, ჩ.დ. ვაშინგტონი, აშშ
მკითხველი:715,181
გავრცელება:აშშ-ის აღმოსავლეთი სანაპირო
საიტი:washingtonpost.com

„The New York Times“-ისა და „The Wall Street Journal“-სგან განსხვავებით „Washington Post“ საკუთარ თავს რეგიონალურ გაზეთად თვლის და მისი ეროვნული გამოცემა დისტრიბუციაში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს არ სცდება ხოლმე. მის მკითხველთა უმრავლესობა კოლუმბიის ოლქში და ასევე მის შემოგარენში მყოფ მერილენდისა და ჩრდ. ვირჯინიის გარეუბნებშია.[4]

2013 წლის მაისიდან გაზეთის ყოველდღიური ცირკულაცია 474,767 აღემატებოდა, ხოლო მისი საკვირაო გამოცემის ტირაჟი 838,014 აღემატება,[5] რაც მას ქვეყნის მასშტაბით ტირაჟის მიხედვით მეშვიდე ადგილზე აყენებს „USA Today“, „The Wall Street Journal“, „The New York Times“, „Los Angeles Times“, „Daily News“ და „New York Post“ შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტირაჟი (ისევე როგორც ყველა სხვა გაზეთების) ბოლო დროს ნელ-ნელა ეცემოდა, მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბაზარში-შეღწევადობის რეიტინგი აქვს აშშ-ის მეტროპოლიების ყოველდღიურ გაზეთებს შორის.[6]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი