ლუკა გუგუჩია

ლუკა გუგუჩია (დ. 10 დეკემბერი, 1991) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ შემტევი ნახევარმცველი.

ლუკა გუგუჩია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლუკა გუგუჩია
დაბადების
თარიღი
10 დეკემბერი, 1991 (1991-12-10) (32 წლის)
დაბადების
ადგილი
ზუგდიდი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე179 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ზუგდიდი
ნომერი77
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2009-2012ბაია ზუგდიდი30(4)
2011  ტორპედო ქუთაისი4(1)
2011-2012ბაია ზუგდიდი15(4)
2012ზესტაფონი4(1)
2012-2014ზუგდიდი38(4)
2014-2015კოლხეთი-1913 ფოთი11(1)
2015-ზუგდიდი4(1)
ეროვნული ნაკრები
2008-2009საქართველო 17 წლ.3(0)
2009საქართველო 19 წლ.1(0)
2010-2011საქართველო 21 წლ.1(0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 15 მარტი, 2015

კარიერა

საკლუბო

კარიერა დაიწყო ზუგდიდის „ბაიაში“, რომელიც ახლა ზუგდიდის სახელით გამოდის. 2011 წლის იანვრიდან ნახევარი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით იმყოფებოდა ქუთაისის „ტორპედოში“.[1] იჯარის დამთავრების შემდეგ ზუგდიდში დაბრუნდა, სადაც 2012 წლის იანვრამდე დარჩა, შემდეგ მან „ზესტაფონთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა,[2] თუმცა იანვარში, შეკრებისთანავე ფეხბურთელმა ხერხემლის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს შეკრებაზეც არ წაჰყოლია.[3] 2012-13 წლების სეზონის დასაწყისში გუგუჩია „ზუგდიდში“ დაბრუნდა, სადაც 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე დარჩა, შემდეგ კი ფოთის „კოლხეთში“ გადავიდა. „კოლხეთში“ გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ მშობლიური ქალაქის კლუბს დაუბრუნდა.

სანაკრებო

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში ჩატარებული აქვს 3 მატჩი, თითო მატჩი ჩაატარა 19 და 21 წლამდელთა შორის. 19 წლამდელთა შემადგენლობაში ერთადერთი მატჩი ჩაატარა 2009 წლის 14 ოქტომბერს მონტენეგროელი თანატოლების წინააღმდეგ, სადაც 61 წუთზე შეცვალეს, მატჩი ფრედ (1-1) დასრულდა, საბოლოო ანგარიში ჯანო ანანიძემ დააფიქსირა, ხოლო 21 წლამდელთა შემადგენლობაში მისი ერთადერთი მატჩი ჩაატარა 2011 წლის 10 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში მოლდოვის წინააღმდეგ, სადაც მე-80 წუთზე ვალერი ყაზაიშვილი შეცვალა.[4]

ტიტულები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი