მანკოვო-ბერიოზოვსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მანკოვო-ბერიოზოვსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია მილიუტინის რაიონის სოფელ მანკოვო-ბერიოზოვსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონისა და სალსკის ეპარქიას. აგებულია 1868-1875 წლებში.

მანკოვო-ბერიოზოვსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
მანკოვო-ბერიოზოვსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია — რუსეთი
მანკოვო-ბერიოზოვსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილებარუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანადროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინციაროსტოვის ოლქი
მუნიციპალიტეტიმილიუტინის რაიონი
ადგილმდებარეობამანკოვო-ბერიოზოვსკაია
ფუნქციური სტატუსიმოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილიეკლექტიკა
თარიღდება1868-1875
დეტალები
მასალააგური
გარე სურათები
ეკლესიის ხედი, 2012 წელი
ეკლესიის კანკელი, 2015 წელი

ეკლესია არის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ისტორია

თავდაპირველად სლობოდაში იდგა პატარა სამლოცველო, ხოლო 1799 წელს ააშენეს ხის ეკლესია. მშენებლობისათვის ნახევარი ფინანსების გამღებმა, სლობოდის დამაარსებელმა პოდპოლკოვნიკმა ვასილი ივანეს ძე მანკოვმა ითხოვა, რომ ეკლესიას მიეღო მისი შვილის მფარველის ევდოკია წამებულის სახელი. ეკლესია ააშენეს რასპოპინსკაიის დანგრეული ეკლესიის ბაზაზე[2]. 1868 წელს, მას შემდეგ, რაც ხის ეკლესია მოძველდა, მიიღეს გადაწყვეტილება აეშენებინათ ახალი სამსაკურთხევლიანი ქვის ეკლესია, რომლის მშენებლობაც დასრულდა და აკურთხეს 1875 წელს. ეკლესია წმინდა ევდოკიას სახელზე აკურთხეს. მარჯვენა საკურთხეველმა მიიღო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელი, ხოლო მარცხენა საკურთხეველი დარჩა კურთხევის გარეშე, რადგან არ ეყოთ თანხა მისი კეთილმოწყობისათვის[3]. მოძველებული ეკლესია კიდევ ერთხელ დაშალეს და გაყიდეს ხუტორ არკანცევში.

ახალი ეკლესია არ იყო მაღალი და გამოირჩეოდა მოკრძალებული ექსტერიერით, ჰქონდა იშვიათი მოგრძო და ვიწრო ფანჯრები და ოცმეტრიანი სამრეკლო. გადახურული იყო თუნუქის ფირფიტებით. ინტერიერში ეკლესიის დარბაზს სვეტები ორ ნაწილად ყოფდნენ. აშენებიდან ხუთ წელიწადში ეკლესია მოხატეს[3]. 1878 წელს ეკლესიასთან გახსნეს საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

ეკლესიაში მსახურება გრძელდებოდა ოქტომბრის რევოლუციამდე. რევოლუციის შემდეგ იგი დახურეს. მოანგრიეს ეკლესიის ზედა ნაწლი, ხოლო დარჩენილ ნაწილს იყენებდნენ კოლმეურნეობის ხორბლის საცავად. ეკლესიის აღდგენაზე ფიქრი დაიწყეს სსრკ-ის დაშლის შემდეგ და უწოდეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელი.

ეკლესია ამჟამად მოქმედია. წინამძღვარია დიაკვანი ანდრეი მეკუშკინი, რომელიც ადრე იყო როსტოვის ოლქის აქსაის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის წინამძღვარი[4].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა