სსრკ-ის დაშლა

საბჭოთა კავშირის დაშლაXX საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარმა პროცესებმა გამოიწვია 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ნაცვლად 15 დამოუკიდებელი და 4 თვითგამოცხადებული ან ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

წითელი მოედანი აგვისტოს პუჩის დროს

ისტორიის მოკლე მიმოხილვა

სსრკ მსოფლიო რუკაზე

საბჭოთა კავშირს ფართო ტერიტორია და მრავალეროვანი სტრუქტურა მემკვიდრეობით რუსეთის იმპერიისგან დარჩა. პოლონეთმა და ფინეთმა დამოუკიდებლობა მიიღეს. 1918-1921 წლებში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც, რომლებიც 1939-1946 წლებში ანექსიის გზით შეიერთა საბჭოთა კავშირმა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი ფლობდა უზარმაზარ ტერიტორიას ევროპასა და აზიაში. მას ჰქონდა გასასვლელი ზღვებსა და ოკეანეებში, უამრავი ბუნებრივი რესურსი, სოციალისტური ტიპის ეკონომიკა, განვითარებული სამხედრო მრეწველობით. ამ ყველაფრის გარდა „სოციალიტური ქვეყნების ბანაკის“ მმართველობა საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ იყო.

XX საუკუნის 70-80-იან წლებში კონფლიქტებს (აურზაური 1972 წელს კაუნასში, დეკემბრის მოვლენები ყაზახეთში 1986 წ.) ჰქონდა მცირე გამოხმაურება, საბჭოთა იდეოლოგია ხაზს უსვმადა, რომ სსრკ დობილი ერების მეგობრული ქვეყანაა.

საბჭოთა კავშირის მთავარი პირები იყვნენ სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენლები (ქართველი: ი. სტალინი, უკრაინელები: ნ. ხრუშჩოვი, ლ. ბრეჟნევი, კ. ჩერნენკო). უმრავლესობას წარმოადგენდნენ რუსები, რომლებიც ცხოვრობდნენ არა მარტო რსფსრ-ში, არამედ ყველა დანარჩენ რესპუბლიკაშიც.

საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკას (რსფსრ-ის გარდა) ჰქონდა თავისი ჰიმნი და პარტიული მართველობა. მართვა იყო ცენტრალიზირებული — ქვეყანას წინ სკკპ-ს ცენტრალური ორგანოები უძღოდნენ, რომლებიც მართვის მთელ იერარქიას აკონტროლებდნენ. საბჭოთა რესპუბლიკების მმართველებს ცენტრალური ორგანოები ამტკიცებდნენ. ეს სიტუაცია განსხვავდებოდა იმ იდეალიზირებული ვარიანტისაგან, რაც აღწერილი იყო საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში. ზოგ საბჭოთა რესპუბლიკას (უკრაინის სსრ-ს და ბელორუსიის სსრ-ს) იალტის კონფერენციის თანახმად ჰყავდა თავისი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში.

თუ 1952-82 წლები (ხრუშჩოვის დათბობა და ბრეჟნევის „უძრაობის“) წლები საბჭოთა კავშირის აღორძინების წლებად ითვლება, ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის დაცემა დაიწყო.

მოვლენათა განვითარება

1985 წლიდან მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა მომხრეებმა დაიწყეს გარდაქმნის პოლიტიკა, უცბად გაიზარდა მოსახლეობის პოლიტიკური აქტიურობა, ჩამოყალიბდნენ მასობრივი, მათ შორის ეროვნული მოძრაობები და ორგანიზაციები. ქვეყანაში საბჭოთა სისტემის რეფორმაციის მცდელობამ მოახდინა კრიზისის უფრო და უფრო გაღრმავება. პოლიტიკურ არენაზე ეს კრიზისი ჩანდა როგორც სსრკ-ის პრეზიდენტ გორბაჩოვისა და რსფსრ-ის პრეზიდენტ ელცინის წინააღმდეგობა. ბორის ელცინი აქტიურად უწევდა პროპაგანდას რსფსრ-ის დაუმოუკიდებლობის საჭიროებას.

საერთო კრიზისი

საბჭოთა კავშირის დაშლა მიმდინარეობდა ეკონომიურ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ ფონზე. 1989 წელს ეკონომიკური კრიზისი ოფიციალურად გამოცხადდა (ეკონომიკის ზრდა დაცემამ შეცვალა).

1989-1991 წლებში საბჭოთა ეკონომიკის პრობლემების პიკია - სურსათის ქრონიკული დეფიციტი; თავისუფალი ვაჭრობიდან ქრება თითქმის ყველა საჭირო პროდუქტი პურის გარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოტანილი ტალონური სისტემა.

1991 წელს პირველად დაფიქსირდა დემოგრაფიული კრიზისი.

საბჭოთა კავშირი კარგავს კონტროლს აღმოსავლეთ ევროპაში, 1989 წლიდან მიმდინარეობს კომუნისტური იდეოლოგიის დაცემა. პოლონეთში ხელისუფლებაში „სოლიდარობის“ ლიდერი ლეხ ვალენსა მოდის, ჩეხოსლოვაკიაში ყოფილი დისედენტი ვაცლავ ჰაველი.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩნდება რამდენიმე ეთნიკური კონფლიქტი.

ლიეტუვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

სსრკ-ის რესპუბლიკების სუვერენიტეტის გამოცხადება

რესპუბლიკაეწოდასუვერენიტეტის გამოცხადებასსრკ-იდა გასვლის განცხადებადამოუკიდებლობა (დე-იურე)
ესტონეთის სსრ8 მაისი, 199016 ნოემბერი, 19888 მაისი, 19906 სექტემბერი, 1991
ლიტვის სსრ11 მარტი, 199026 მაისი, 198911 მარტი, 19906 სექტემბერი, 1991
ლატვიის სსრ4 მაისი, 199028 ივლისი, 1989[1]4 მაისი, 19906 სექტემბერი, 1991
აზერბაიჯანის სსრ5 თებერვალი, 199123 სექტემბერი, 198930 აგვისტო, 199126 დეკემბერი, 1991[2]
საქართველოს სსრ14 ნოემბერი, 199026 მაისი, 1990[3][4][5]9 აპრილი, 199126 დეკემბერი, 1991[2]
რუსეთის სფსრ25 დეკემბერი, 199112 ივნისი, 199012 დეკემბერი, 199126 დეკემბერი, 1991[2]
უზბეკეთის სსრ30 სექტემბერი, 199120 ივნისი, 199031 აგვისტო, 1991[6]26 დეკემბერი, 1991[2]
მოლდავეთის სსრ5 ივნისი, 199023 ივნისი, 199027 აგვისტო, 199126 დეკემბერი, 1991[2]
უკრაინის სსრ17 სექტემბერი, 199116 ივლისი, 199024 აგვისტო, 199126 დეკემბერი, 1991[2]
ბელორუსიის სსრ19 სექტემბერი, 199127 ივლისი, 199025 აგვისტო, 199126 დეკემბერი, 1991[2]
თურქმენეთის სსრ27 ოქტომბერი, 199122 აგვისტო, 199027 ოქტომბერი, 199126 დეკემბერი, 1991[2]
სომხეთის სსრ24 აგვისტო, 199023 აგვისტო, 199026 დეკემბერი, 1991[2]
ტაჯიკეთის სსრ31 აგვისტო, 199124 აგვისტო, 19909 სექტემბერი, 1991[7]26 დეკემბერი, 1991[2]
ყაზახეთის სსრ10 დეკემბერი, 199125 ოქტომბერი, 199016 დეკემბერი, 1991[8]26 დეკემბერი, 1991[2]
ყირგიზეთის სსრ5 თებერვალი, 199115 დეკემბერი, 199031 აგვისტო, 1991[9]26 დეკემბერი, 1991[2]

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Hélène Carrère d'Encausse, The End of the Soviet Empire: The Triumph of the Nations, Basic Books, 1992, ISBN 0-465-09818-5
  • Gaidar, Yegor (April 19, 2007). „The Soviet Collapse: Grain and Oil“. AEI Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-22. ციტირების თარიღი: 2009-07-09.
  • Gaidar, Yegor (2006). Gibel' Imperii: Uroki dlya sovremennoi Rossii [The Collapse of an Empire: Lessons for Modern Russia]. 
  • Jack F. Matlock, Jr., Autopsy on an Empire: The American Ambassador's Account of the Collapse of the Soviet Union, Random House, 1995, ISBN 0-679-41376-6
  • David Remnick, Lenin's Tomb: The Last Days of the Soviet Empire, Vintage Books, 1994, ISBN 0-679-75125-4
  • Ronald Grigor Suny, The Revenge of the Past: Nationalism, Revolution, and the Collapse of the Soviet Union, Stanford University Press, 1993, ISBN 0-8047-2247-1

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი