ნონა მამულაშვილი

ნონა მამულაშვილი (დ. 13 მარტი, 1977) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის მამუკა მამულაშვილის და.[1]

ნონა მამულაშვილი
დაბადების თარიღი 13 მარტი, 1977 (1977-03-13) (47 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

დაიბადა 1977 წლის 13 მარტს. 1999 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მრეწველობის მართვის სპეციალობით. მოგვიანებით სწავლა განაგრძო პარიზის სორბონის უნივერსიტეტში, სპეციალობით ისლამური ცივილიზაცია, არაბები. ამის შემდეგ სწავლა განაგრძო ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, სადაც გახდა დიპლომატიურ მეცნიერებათა მაგისტრი. 2007-2013 წლებში მუშაობდა ბრიტიშ-ამერიკან ტობაკოს კავკასიის წარმომადგენლობაში. 2012-2015 წლებში იყო საქართველოში ფაიზერის წარმომადგენლობის რეგიონალური დირექტორი. 2015-2020 წლებში მუშაობდა „ფილიპ მორის საქართველოში“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[2]

2022 წლის 16 ნოემბერს შეუწყდა უფლებამოსილება მას შემდეგ, რაც თავად გააკეთა განცხადება პარტიისა და პარლამენტის დატოვების შესახებ.[3]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი