მამუკა მამულაშვილი

მამუკა (უშანგი) მამულაშვილი (დ. 22 აპრილი, 1978, თბილისი) — ქართველი სამხედრო, მოხალისე, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური.[1] ნონა მამულაშვილის ძმა.[2]

მამუკა მამულაშვილი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 22 აპრილი, 1978 (1978-04-22) (46 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
კუთვნილება  საქართველოს სახმელეთო ჯარები (1993) (2008)
 უკრაინის სახმელეთო ჯარები (2016-დღემდე)
სამხედრო სამსახურის წლები საქართველოს დროშა საქართველო (1993)
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დროშა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია (1994-1996)
საქართველოს დროშა საქართველო (2008)
უკრაინის დროშა უკრაინა (2014-დღემდე)
წოდება ვიცე-პოლკოვნიკი
მეთაურობდა ქართული ლეგიონი (უკრაინა)
ბრძოლები/ომები

აფხაზეთის ომი
ჩეჩნეთის პირველი ომი
რუსეთ-საქართველოს ომი
რუსეთ-უკრაინის ომი

ჯილდოები

ცხოვრება

დაბადება

მამუკა მამულაშვილი დაიბადა 22 აპრილს, 1978 წელს თბილისში.[1] მისი მამა იყო ქართველი სამხედრო ოფიცერი ზურაბ მამულაშვილი.[3]

აფხაზეთის ომი

მამულაშვილი საქართველოსთვის იბრძოდა აფხაზეთის ომში (1992-1993) 14 წლის ასაკში მამამისთან ერთად, რომელიც ქართველი სამხედრო ოფიცერი იყო.[4] მამულაშვილი მოგვიანებით იხსენებს: „ჩემი პირველი ომი იყო 1990-იან წლებში, აფხაზეთში“.[1] ომის დროს ტყვედ ჩაუვარდა აფხაზურ ძალებს, გაათავისუფლეს სამი თვის შემდეგ.[4]

ჩეჩნეთის პირველი ომი

მამულაშვილი ჩეჩნეთის პირველ ომში (1994-1996) რუსეთის ძალების წინააღმდეგ უცხოელ მოხალისედ იბრძოდა.[5]

საქართველოში დაბრუნება

ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ მამულაშვილი სწავლის დასამთავრებლად პარიზში გაემგზავრა.[5] შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მსახურობდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფროს სამხედრო მრჩევლად.[5]

მამულაშვილი საქართველოსთვის იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.[5]

უკრაინა

მამულაშვილი უკრაინაში 2013 წელს გადავიდა მაიდანის რევოლუციის მხარდასაჭერად.[6]

ქართული ლეგიონი

2014 წელს მამულაშვილი ქართული ლეგიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო.[5]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი