ორანჟის რომაული თეატრი

ორანჟის რომაული თეატრი (ფრანგ. Théâtre antique d'Orange) — უძველესი რომაული თეატრი სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ორანჟში. აგებულია ახ. წ. I საუკუნეში. ამჟამად, ყოველ ზაფხულს მასპინძლობს საოპერო ფესტივალს.

რომაული თეატრი, მისი შემოგარენი და თაღი ორანჟში*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანასაფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპიკულტურული
კრიტერიუმებიiii, vi
სია[1]
რეგიონი**ევროპა
კოორდინატები44°08′09″ ჩ. გ. 4°48′28″ ა. გ. / 44.13583° ჩ. გ. 4.80778° ა. გ. / 44.13583; 4.80778
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება1981  (მე-5 სესია)
ნომერი163
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 163
ინგლ.რუს.ფრ.

თეატრი ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახულია ძვ. წ. 40 წელს დაარსებულ რომაულ კოლონია არაუზიოს რომაულ თეატრებს შორის. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლებიც თავიანთ თავისუფალი დროის დიდ ნაწილს აქ ატარებდნენ. თეატრი რომაული მმართველობის მიერ არა მარტო რომაული კულტურის გავრცელების მიზნით, არამედ მოსახლეობისთვის სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობების გაცნობის მიზნით აშენდა. გართობის მთავარ ფორმას თეატრში პანტომიმა და ლექსების კითხვა წარმოადგენდა, რომლებიც ხშირად მთელ დღეს გრძელდებოდა. წარმოდგენები ღია იყო და ყველასათვის უფასო.

ახ. წ. IV საუკუნეში, როდესაც დასავლეთ რომის იმპერია დასუსტდა და ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, ეკლესიის წინააღმდეგობის შედეგად, რომელიც თეატრის წარმოდგენებს არაცივილურად მიიჩნევდა, 391 წლის ოფიციალური ბრძანებულებით, თეატრი დაიხურა. შუა საუკუნეებში, ნაგებობა ბარბაროსების მიერ გაიძარცვა და გამოიყენებოდა როგორც თავდაცვითი პოსტი. XVI საუკუნეში, რელიგიური ომის მძვინვარებისას, თეატრის შენობას ქალაქის მოსახლეობა თავშესაფრად იყენედბა.

1981 წელს, თეატრი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი