პანდია (თანამგზავრი)

პანდია, იუპიტერ LXV, S/2017 J 4 (ძვ. ბერძნ. Πανδία) — პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. წამოადგენს ჰამილიის ჯგუფის მთავარ თანამგზავრს და შედის პლანეტის არარეგულარულ თანამგზავრთა რიცხვში. იუპიტერის გარშემო სრულ ბრუნს აკეთებს დაახლოებით 252 დღეში. თანამგზავრის ორბიტის დიდი ნახევარღერძი დაახლოებით 11.5 მილიონი კილომეტრია, ორბიტალური დახრილობა — დაახლოებით 28.15°, დიამეტრი დაახლოებით — 3 კმ.

პლანეტა იუპიტერის თანამგზავერი პანდია

აღმოჩენა

თანამგზავრი აღმოჩენილ იქნა სკოტ შეპარდისა და მისი გუნდის მიერ. აღმოჩენა გამოცხადდა 2018 წლის 17 ივლისს. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ნომენკლატურის შესაბამისად, თანამგზავრს მიენიჭა დროებითი სახელი S/2017 J 4.

2018 წლის 25 სექტემბერს აღმოჩენა აღიარა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა და თანამგზავრმა მიიღო მუდმივი ნომერი „იუპიტერი LXV“[1]. 2019 წლის თებერვალში აღმომჩენებმა Twitter-ზე გამოაცხადეს მათ მიერ აღმოჩენილი თანამგზავრებისათვის სახელების შემოთავაზების მოთხოვნა[2].

2019 წლის 20 აგვისტოს თანამგზავრს ეწოდა სელენისა და ზევსის ასულის ქალღმერთ პანდიეს სახელი, ბერძნული მითოლოგიიდან.

რესურსები ინტერნეტში

MPEC 2018-O12 : S/2017 J 4

სქოლიო



🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი