რადიანტი

რადიანტი (ლათ. radiantis— სხივის მატარებელი) — წერტილი ცაზე, რომელიც გვგონია მეტეორთა ნაკადის ცენტრი, როდესაც დედამიწა კვეთს მეტეორთა სხეულების მოძრაობის ორბიტას მზის გარშემო.

მეტეორთა ნაკადი და მისი რადიანტი (აღნიშნულია წრით)

რადგან მეტეორთა სხეულების ტრაექტორიები, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ ნაკადს, სივრცეში თითქმის პარალელურია, და პერსპექტივის გამო ამ მეტეორთა კვეთა ხდება ცის პატარა მონაკვეთზე, რომლის ცენტრს ეწოდება რადიანტი.

რადიანტების მაგალითი

როგორც წესი, პერიოდულ მეტეორთა ნაკადებს ეწოდება თანავარსკვლავედების სახელები, რომლებშიც მდებასეობს მათი რადიანტები.

მეტეორთა ნაკადირადიანტის მდებარეობა თანავარსკვლავედში
ეტა-აკვარიდებიწერტილი პირდაპირი აღმავლობით α=22h20m და დახრილობით δ=−1°
დელტა-აკვარიდებიორმაგი რადიანტი, რომლის კომპონენტები მდებარეობს წერტილებში α=22h36m, δ=−17° и α=23h04m, δ=+2°
ჯემინიდებითანავარსკვლავედი მარჩბივი (ვარსკვლავ კასტორის მახლობლად)
დრაკონიდებიგველეშაპის ”თავის” მახლობლად რომლის კომპონენტები მდებარეობს წერტილში α=17h23m და δ=+57°
კვადრანტიდებიმენახირის თანავარსკვლავედში (ჰერკულესის და გველეშაპის) საზღვრებთან. ამ ნაკადის აღმოჩენის დროს ეს სექტორი ეკუთვნოდა კედლის კვადრანტი სახელით ცნობილ თანავარსკვლავედს (Quadrans Muralis), რომელიც ახლა არ არსებობს.
ლეონიდებილომის თანავარსკვლავედში
ლირიდებითანავარსკვლავედ ლირას და ჰერკულესის საზღვრებთან
ორიონიდებიმრავალწერტილიანი რადიანტი მდებარეობს ორიონის და მარჩბივის საზღვრებთან, ვარსკვლავ გამა ტყუპები მახლობლად
პერსეიდებითანავარსკვლავედ პერსევსში, ეტა პერსევსის ვარსკვლავის მახლობლად
ტაურიდებიორმაგი რადიანტი თანავარსკვლავედ კუროში

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი