თანავარსკვლავედები

თანავარსკვლავედები — ვარსკვლავური ცის უბნები. მათი კონტურები განსაკუთრებით ბრწყინვალე ვარსვლავების მიხედვით დგინდება.

ცის დაყოფა თანავარსკვლავედებად უძველესი დროიდან მომდინარეობს. ძირითადი თანავარსკვლავედები გამოყვეს და სახელები შეარქვეს მითოლოგიური (ჰერკულესი, პერსევსი, ანდრომედე და სხვა) ან საყოფაცხოვრებო (სასწორი, მშვილდოსანი და სხვა) სფეროდან. დროთა განმავლობაში ზოგიერთი თანავარსკვლავედების საზღვრები ზუსტდებოდა ან არსებულ თანავარსკვლავედებს ყოფდნენ რამდენიმე თანავარსკვლავედებად. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 1922 წლის გადაწყვეტილებით ვარსკვლავიერი ცა დაყოფილია 58 თანავარსკვლავედად.

ამჟამად მთელი ცა 88 თანავარსკვლავედადაა დაყოფილი. ყოველი ვარსკვლავი, ხილვადია შეუიარაღებელი თვალით თუ ტელესკოპით, ერთ რომელიმე თანავარსკვლავედს ეკუთვნის. არსებული თანავარსკვლავედის ცალკეულ ვარსკვლავებს ბერძნული ასოებით აღნიშავენ: მათ შორის ყველაე კაშკაშას — α ასოთი, მომდევნო სიკაშკაშისას — β-თი და ა. შ.

თანავარსკვლავედების კონტურებს სინამდვილეში თითქმის არავითარი მსგავსება არა აქვთ იმ ცხოველებთან და საგნებთან, რომელთა სახელებსაც ისინი ატარებენ. იგივე ითქმის ყველაზე პოპულარულ თანავარსკვლავედზე — დიდ დათვზეც. ჩვენს განედებზე მისი 7 კაშკაშა ვარსკვლავი ჩანს ყოველთვის, წელიწადის ყოველ სეზონში, ღამის ყოველ საათში. ამის მიხედვით შესაძლებელია ვიპოვნოთ მიმართულება ჩრდილოეთ პოლუსისაკენ, აგრეთვე ჰორიზონტის მხარეები.

ასევე არანაირი სამეცნიერო მნიშვნელობა არ აქვს ცის თანავარსკვლავედებად დაყოფას, ე. ი. ეს დაყოფა გარეგნული ნიშნებით ხდება და მას შემთხვევითი ხასიათი აქვს; იგი მხოლოდ ორიენტირების გასაადვილებლად არის საჭირო.

თანავარსკვლავედების სახელწოდებები

ქართული სახელწოდებალათინური სახელწოდებაშემოკლებამდებარეობა ვარსკვლავურ ცაზე
ანდრომედაAndromedaAnd
არწივიAquilaAql
ბადურაReticulumRet
ბერენიკეს თმებიComa BerenicesCom
ბუზიMuscaMus
გედიCygnusCyg
გემის ხერხემალიCarinaCar
გველეშაპიDracoDra
გველიSerpensSer
გველისმჭერიOphiuchusOph
გონიოNormaNor
დელფინიDelphinusDel
დიდი დათვიUrsa MajorUMa
დიდი ქოფაკიCanis MajorCMa
ერიდანუსიEridanusEri
ვერძიAriesAri
ვეშაპიCetusCet
თევზებიPiscesPsc
თხის რქაCapricornusCap
იალქნებიVelaVel
ინდოელიIndusInd
ისარიSagittaSge
კასიოპეაCassiopeiaCas
კენტავრიCentaurusCen
კვიციEquuleusEqu
კირჩხიბიCancerCnc
კიჩოPuppisPup
კომპასიPyxisPyx
კურდღელიLepusLep
კუროTaurusTau
ლომიLeoLeo
მაგიდა მთაMensaMen
მარტორქაMonocerosMon
მარჩბივიGeminiGem
მგელიLupusLup
მეეტლეAurigaAur
მელიაVulpeculaVul
მენახირეBootesBoo
მერწყულიAquariusAqr
მეძებარი ძაღლებიCanus VenaticiCVn
მიკროსკოპიMicroscopiumMic
მოქანდაკეSculptorScl
მტრედიColumbaCol
მფრინავი თევზიVolansVol
მშვილდოსანიSagittariusSgr
მხატვარიPictorPic
ორიონიOrionOri
ოქროს თევზიDoradoDor
ოქტანტიOctansOct
პატარა დათვიUrsa MinorUMi
პატარა ლომიLeo MinorLMi
პატარა ქოფაკიCanis MinorCMi
პეგასიPegasusPeg
პერსევსიPerseusPer
ჟირაფიCamelopardalisCam
საათიHorologiumHor
სამკუთხედიTriangulumTri
სამოთხის ჩიტიApusAps
სამსხვერპლოAraAra
სამხრეთის გვირგვინიCorona AustralisCrA
სამხრეთის თევზიPiscis AustrinusPsA
სამხრეთის სამკუთხედიTriangulum AustraleTrA
სამხრეთის ჰიდრაHydrusHyi
სასწორიLibraLib
საჭრისიCaelumCae
სექსტანტიSextansSex
ტელესკოპიTelescopiumTel
ტუკანიTucanaTuc
ტუმბოAntliaAnt
ფარგალიCircinusCir
ფარიScutumSct
ფარშავანგიPavoPav
ფენიქსიPhoenixPhe
ფიალაCraterCrt
ფოცხვერიLynxLyn
ქალწულიVirgoVir
ქამელიონიChamaeleonCha
ქნარიLyraLyr
ღრიანკალიScorpiusSco
ღუმელიFornaxFor
ყორანიCorvusCrv
ჩრდილოეთის გვირგვინიCorona BorealisCrB
ცეფევსიCepheusCep
წეროGrusGru
ხვლიკიLacertaLac
ჯვარიCruxCru
ჰერკულესიHerculesHer
ჰიდრაHydraHya

ლიტერატურა


ასტრონომია | ზოდიაქოს თანავარსკვლავედები | ასტროლოგია

ვერძიკურომარჩბივიკირჩხიბილომიქალწულისასწორიღრიანკალიმშვილდოსანითხის რქამერწყულითევზები
ასტრონომიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ასტრონომიის შესახებ.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი