სევეროდონეცკის ბრძოლა (2022)

(გადამისამართდა გვერდიდან სევეროდონეცკისათვის ბრძოლა (2022))
სევეროდონეცკის ბრძოლა
აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი
თარიღი 2 მარტი, 2022 – 25 ივნისი, 2022
მდებარეობა სევეროდონეცკი, ლუჰანსკის ოლქი, უკრაინა
შედეგი რუსეთის გამარჯვება[1]
ტერიტორიული
ცვლილებები
რუსულმა ძალებმა დაიკავეს ქალაქი სევეროდონეცკი და დასახლებები სიროტინე, ვორონოვე და ბორივსკე.[2]
მხარეები
უკრაინის დროშა უკრაინა
ძალები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაშებული ძალები
  •  რუსეთის სახმელეთო ჯარები
    • მე-4 საგვარდიო სატანკო დივიზია
      • 423-ე საგვარდიო მოტომსროლელი პოლკი[3]
      • მე-13 სატანკო პოლკი[3]
უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაშებული ძალები
  •  უკრაინის სახმელეთო ჯარები
დანაკარგები
უცნობიაუცნობია
1 სამოქალაქო პირი[4]
სევეროდონეცკის ბრძოლა ვიკისაწყობში

სევეროდონეცკის ბრძოლა — მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება, რომელიც 2022 წლის 2 მარტს დაიწყო. წარმოადგენს რუსეთის უკრაინაში შეჭრის აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილს. სევეროდონეცკი ამჟამად არის ლუჰანსკის ოლქის მოქმედი ადმინისტრაციული ცენტრი.

ბრძოლა

28 თებერვალს დაახლოებით 15:00 საათზე რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკის დაბომბვა დაიწყეს.[5] ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაიბომბა მათ შორის გაზსადენებიც.[4]

2 მარტს ბრძოლები დაფიქსირდა სევეროდონეცკის მახლობლად მდებარე თითქმის ყველა სოფელში.[6] რუსული ძალები აგრძელებდნენ ქალაქის დაბომბვას, მათ შორის მათი სამიზნე იყო სკოლის სპორტული დარბაზი, რომელიც ბომბსაფრად გამოიყენებოდა მოსახლეობის მიერ. გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.[7] იმავე დღეს, 15:20 საათზე, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული ძალები ქალაქში შესვლას ცდილობდნენ, მაგრამ უკუაგდეს.[8]

6 აპრილის ცნობით, ქალაქში „რეგულარულად, მუდმივი პერიოდულობით“ ცვიოდა ჭურვები და რაკეტები.[9]

9 აპრილისათვის, რუსეთის მე-4 საგვარდიო სატანკო დივიზიის ნაწილები თავს იყრიდნენ სევეროდონეცკთან ახლოს.[3] მომდევნო სამი დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა არაერთხელ შეუტიეს ქალაქს, მაგრამ რაიმე წარმატებას ვერ მიაღწიეს.[10][11][12]

18 აპრილს რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური თავდასხმა განაახლა, ავიადარტყმები მიიტანეს სევეროდონეცკზეც.[13][14] გააფთრებული ბრძოლების შემდეგ მათ შეძლეს ქალაქის გარეუბნებისკენ დაწინაურება.[15]

მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმები

ქალაქში ადგილი ჰქონდა მშვიდობიან მოქალაქეებზე არაერთხელ თავდასხმას. 17 მარტს ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორმა სერჰი ჰაიდაიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ბავშვებისა და ქალების თავშესაფარს და „ლუჰანსკის ოლქში უსაფრთხო ადგილები აღარ არსებობდა“.[16] 22 მარტს ისევ ჰაიდაი იტყობინებოდა, რომ რუსებმა ისროლეს საბავშვო საავადმყოფოს მიმართულებით, დაიწვა სახურავი, თუმცა არავინ დაშავდა.[17] გავრცელდა ცნობები ადგილობრივი ეკლესიების დაზიანების შესახებ.[18] 7 აპრილის ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ჰუმანიტარული დახმარების ცენტრზე და დაწვეს 10 მაღლივი შენობა.[19]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი