ფოლოსი

ფოლოსი(ბერძნ.) კენტავროსი (კენტავრი). ფოლოსის მამა იყო მეღვინეობის მფარველი ღმერთის, დიონისეს რჩეული სილენოსი. იყო სილენოსისა და მელიათაგან ერთ-ერთი ნიმფას ვაჟი (მელიები იყვნენ ის ნიმფები, რომლებიც ურანოსის სისხლის წვეთებისგან იშვნენ).

კეთილი, სამართლიანი და ბრძენი კენტავროსი იყო ფოლოსი. მან კენტავრებს აჩუქა დიონისეს ვაზის პირველი მტევნით მოწეული ნექტარი, რომლის სურნელება ათრობდა მაღალ მწვერვალებსაც კი. როდესაც ჰერაკლე ერიმანთოსის ტახზე ნადირობდა, ფოლოსმა გულთბილად მიიპატიჟა იგი თავის მღვიმეში, სუფრა გაშალა და თავი ახადა ღვინით სავსე ჩაფს. უმალ მოეფინა ღვინის სუნი მთებსა და ველებს. კენტავრებმაც შეიგრძნეს იგი და განრისხდნენ ფოლოსზე, რომელმაც მათ გარეშე ჩამოასხა ღვთაებრივი სასმელი. ლოდებით, კომბლებითა და ნაჯახებით შეიარაღებულმა კენტავრებმა ფოლოსის მღვიმისკენ ისწრაფეს. მათ წინ უშიშრად აღიმართა ჰერაკლე და ნაწილი იქვე ამოხოცა. ჰერაკლემ ყველა ამოხოცა. ფოლოსმა შემთხვევით მოიხვედრა ჰერაკლეს მოწამლული ისარი ფეხზე. იარა საბედისწერო იყო და გმირმაც დიდი პატივით მიაბარა კეთილი მასპინძელი მიწას.

გარდაცვალების შემდეგ ფოლოსი ცად აღაზევეს ღმერთებმა და მშვილდოსნის თანავარსკვლავედად გარდასახეს.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი