ფრიდრიხ კრეიცვალდი

ფრიდრიხ რეინგოლდ კრეიცვალდი ( გერმ. Friedrich Reinhold Kreutzwald ; დ. 14 [ 26 ] დეკემბერი 1803 — გ. 13 [ 25 ] აგვისტო 1882) — ესტონელი პოეტი, მწერალი, ფოლკლორისტი, პედაგოგი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე; ესტონური ეროვნული ლიტერატურის ფუძემდებელი.

ფრიდრიხ კრეიცვალდი
გერმ. Friedrich Reinhold Kreutzwald
დაბადების თარიღი 26 დეკემბერი, 1803(1803-12-26)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი Jõepere Manor
გარდაცვალების თარიღი 25 აგვისტო, 1882(1882-08-25)[1] [2] [3] [4] [5] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტარტუ
დასაფლავებულია რაადის სასაფლაო
საქმიანობა მთარგმნელი, პოეტი, საბავშვო მწერალი, ექიმი-მწერალი, მწერალი და collector of fairy tales
ენა ესტონური ენა
ეროვნება ესტონელები[6]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი ტარტუს უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

დაიბადა 14 (26) დეკემბერს ესტლანდიის გუბერნიაში, ვეზენბერგის მაზრის (ახლანდელი ლაენე-ვირუს მაზრა) ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ვეზენბერგის მახლობლად, იემპერის სახელობის მამულში, ყმა გლეხის ოჯახში. ბავშვობიდან ხედავდა ყმების მძიმე ცხოვრებას, მათ უიმედო მოთხოვნილებას, გერმანელ მიწის მესაკუთრეთა და ბარონების ტირანიას. 1815 წელს, ესტლანდიაში ბატონობის გაუქმებამდე გაუქმებამდე ერთი წლით ადრე, ფრიდრიხის მამამ მოახერხა თავისუფლების მოპოვება. იმავე წელს ახალგაზრდა კრეიცვალდმა სწავლა დაიწყო ვეზენბერგში, მაგრამ მალევე იძულებული გახდა მიეტოვებინა უსახსრობის გამო. მოგვიანებით მან განაგრძო სწავლა ტალინში, ჩააბარა გამოცდები პედაგოგიური მოღვაწეობის უფლების მოსაპოვებლად და დაიწყო მუშაობა დაწყებით სკოლაში. 1824-1825 წლებში იყო კერძო მასწავლებელი პეტერბურგში, ამავე დროს, ინტენსიურად იყო დაკავებული თვითგანათლებით, ემზადებოდა უმაღლესში ჩასაბარებლად.როგორც დაბალი ფენის წარმომადგენელს, ფრიდრიხს უარი უთხრეს პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში ჩაბარებაზე. როდესაც ესტლანდიაში დაბრუნდა, 1826 წელს ჩაირიცხა დერპტის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე. დერპტში დაუმეგობრდა ესტონელ მწერალს და ექიმს ფრიდრიხ ფელმანს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა კრეიცვალდის შემდგომ საქმიანობაზე.

1831 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და 1833 წლიდან 44 წლის განმავლობაში მუშაობდა ქალაქ ვეროში ექიმად[7] .

ფრიდრიხ კრეიცვალდის მემორიალური მუზეუმი ვირუში

1833 წლის 18 აგვისტოს იგი დაქორწინდა ვილენის ფარმაციის პროვიზორის, დერპტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის აბრაამ დანიელ გოლტიბ ზედლერის დაზე, მარია ელიზაბეტ ზედლერზე. ქორწილი გაიმართა ვირუ-ნიგულას ეკლესიაში. მალე წყვილს შეეძინა ვაჟი — ალექსი.

როგორც ექიმი, კრეიცვალდი მჭიდრო კავშირში იყო ხალხთან და კარგად იცოდა მათი მძიმე მდგომარეობა. საზოგადო მოღვაწის რანგში ხშირად გამოდიოდა გლეხების დასაცავად. 1830-იან წლებში გამოაქვეყნა ( გერმანულად ) ჟურნალისტური და ფოლკლორულ- ეთნოგრაფიული სტატიები. ფრიდრიხ კრეიცვალდის თამამმა გამოსვლებმა გლეხების დასაცავად გამოიწვია ვეროს საზოგადოების გავლენიანი წრეების, რომელიც უმთავრესად ადგილობრივი გერმანელებისგან შედგებოდა, მტრული დამოკიდებულება მის მიმართ. ექიმს ბოიკოტი გამოუცხადეს, რის გამოც დაკარგა პაციენტების უმეტესობა. ცხოვრებას ართულებდა ფულის მუდმივი უქონლობა. ვალებით შეძენილი სახლის თანხას 34 წელი იხდიდა.

1877 წელს მან მიატოვა სამედიცინო პრაქტიკა და გადავიდა დერპატში, სადაც გარდაიცვალა 13 (25) აგვისტოს. დაკრძალეს ვანა-იანის სასაფლაოზე (რაადის კოპმლექსი) ტარტუში.

სამეცნიერო და ლიტერატურული საქმიანობა

მედიცინის გარდა, კრეიცვალდს ჰქონდა ფართო ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ისტორიის, ფილოსოფიის და ლინგვისტიკის სფეროში.

ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1830-იან წლებში კრეიცვალდმა შეაგროვა და ჩაწერა ხალხური ზღაპრები და სიმღერები, ხოლო 1840-იან წლებში გამოვიდა მისი რამდენიმე სტატია ( ესტონურად ) ესტონეთის სიძველეებზე, მითოლოგიაზე, ხალხურ თქმულებებზე, ზღაპრებსა და სიმღერებზე. ამ სტატიებმა კრეიცვალდს ესტონური ხალხური ლიტერატურის ყველაზე საფუძვლიანი ექსპერტის რეპუტაცია მოუტანა. აგროვებდა, ამუშავებდა და აქვეყნებდა ძველ ესტონურ ზღაპრებს, მონაწილეობდა ესტონური ხალხური კალენდრების გამოცემაში.

კრეიცვალდის უდიდესი ისტორიული მიღწევაა ესტონური ხალხური ზღაპრების ერთ მთლიანობად შეკრება, მათი მხატვრული დამუშავება, პოეტური ფორმის მიცემა და ესტონური ეროვნული ეპოსის „კალევიპოეგის“ („ კალევის შვილი“) გამოცემა. კალევიპოეგის შესახებ თავისი სიმღერით, ფრიდრიხ კრეიცვალდმა, გააგრძელა ფრიდრიხ რობერტ ფელმანის საქმიანობა, სათავე დაუდო ესტონურ ეროვნულ ლიტერატურას, ესტონურ ფოლკლორს, ესტონურ ლიტერატურულ ენას და საფუძველი ჩაუყარა ესტონელი ერის თვითშემეცნებას. ეპოსის პირველი გამოცემა გერმანულ ენაზე 1857 წლიდან 1861 წლამდე გრძელდებოდა. ხალხური (მასობრივი) გამოცემა 1862 წელს ესტონურ ენაზე დაიბეჭდა ფინეთში, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო.

წვლილი ესტონური ენის განვითარებაში

ფრიდრიხ კრეიცვალდის ძეგლი ვირუში

ფრიდრიხ კრეიცვალდმა განსაკუთრებული როლი ითამაშა ერთიანი ესტონური ლიტერატურული ენის ჩამოყალიბებაში. მანამდე ესტონური წიგნები იბეჭდებოდა ტალინურ ან ტარტუს დიალექტებზე, ხოლო ესტონური ტექსტები გერმანული მართლწერის ჩარჩოებში იყო ჩასმული.

ხსოვნა

  • ესტონეთის ბევრ ქალაქში ქუჩები ატარებს ფრიდრიხ კრეიცვალდის სახელს.
  • კრეიცვალდის ძეგლები აღმართულია ტალინის კარდიორგის პარკში და ქალაქ ვირუში .
  • 1953 წლიდან 1988 წლამდე ესტონეთის სსრ სახელმწიფო ბიბლიოთეკა (ახლანდელი ესტონეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ) მის სახელს ატარებდა.
  • ქალაქ ვირუში დაარსდა ფრიდრიხ კრეიცვალდის სახელობის მემორიალური მუზეუმი.
  • შეიქმნა ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფრიდრიხ კრეიცვალდის სახელობის ლიტერატურული მუზეუმი
  • კრეიცვალდის დაბადებიდან 100 წლისთავზე ი. ტამმა დაწერა ლექსი "დოქტორ ფ. რ. კრეიცვალდის ხსოვნას".

სქოლიო

  • 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  • 4.0 4.1 Eesti biograafiline andmebaas ISIK
  • 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • https://www.britannica.com/biography/F-Reinhold-Kreutzwald
  • Hasselblatt, Arnold / Otto, Gustav: Album academicum der Kaiserlichen Universität Dorpat. — Dorpat, 1889. — S. 150.
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი