შინაარსზე გადასვლა

ფსევდოკრატერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფსევდოკრატერი მიუვატნის ტბაზე, ისლანდია

ფსევდოკრატერი, უფესვო კონუსივულკანური რელიეფის ფორმა, რომელიც წააგავს ნამდვილ ვულკანურ კრატერს, თუმცა ამ უკანასკნელისაგან განსხვავდება იმით, რომ იგი არ არის ფაქტობრივი ღრმული, საიდანაც ლავა ამოიფრქვეოდა. ფსევდოკრატერი ცნობილია როგორც უფესვო კონუსი, რომელიც ხასიათდება მაგმური არხის არარსებობით.[1]

ფსევდოკრატერი წარმოიქმნება ორთქლის აფეთქების შედეგად, როდესაც მომდინარე გავარვარებული ლავა კვეთს ჭაობის, ტბის ან ტბორის ნოტიო ზედაპირს. ფეთქებადი აირები ფრეატული ამოფრქვევის მსგავსად, იჭრებიან ლავურ ზედაპირზე, სადაც ტეფრა ქმნის კრატერისმაგვარ ზევით აზიდულ ფორმას, რომელიც შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც ნამდვილი ვულკანური კრატერი.[2]

ფსევდოკრატერის კლასიკური მაგალითები გვხვდება ისლანდიაში. აღსანიშნავია მაგ., მიუვატნის ტბის ირგვლივ არსებული ფსევდოკრატერები და როიზგოულიარის ფსევდოკრატერების ჯგუფი რეიკიავიკთან. ფსევდოკრატერი აღმოჩენილია აგრეთვე პლანეტა მარსზე, კერძოდ ათაბასკის ხეობაში. 2010 წლის მარტში ვულკან ეიაფიადლაიეკუდლის ამოფრქვევის შედეგად, ვულკანოლოგები პირველად ისტორიაში გახდნენ ფსევდოკრატერის წარმოქმნის მოწმენი.[3]

იხილეთ აგრეთვეწყაროს რედაქტირება

სქოლიოწყაროს რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი