ტბა

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი).

ტბა — ხმელეთის ქვაბულში მოქცეული შენელებული წყალცვლის ბუნებრივი წყალსატევი. დედამიწის ტბების საერთო ფართობი 2,7 მლნ. კმ² (ხმელეთის ფართობის დაახლოებით 1,8%).

ტბა არგენტინაში
ტიტიკაკას ტბა პერუში
ოშინენის ტბა, შვეიცარიის ალპებში

წარმოშობის მიხედვით განარჩევენ :

ტბის წყლის ბალანსის მთავარი შემოსავალია აუზის ზედაპირული და მიწისქვეშა ჩამონადენი, აგრეთვე ტბის ზედაპირზე მოსული ატმოსფერული ნალექები; გასავალია ტბის ზედაპირული და მიწისქვეშა განადენი და აორთქლება ტბის ზედაპირიდან. გვალვიან რაიონებში ტბის წყლის დიდი ნაწილი ორთქლდება და ხშირად ტბა მთლიანად შრება. ქარი ტბის ზედაპირზე იწვევს ღელვას, დინებებს, წყლის მოდენას და განდევნას. ტბის ზედაპირი თბება მზის პირდაპირი და გაბნეული რადიაციით. სიღრმეში სითბის გადაცემა ხდება წყლის არევისა და დინებების შედეგად. სითბო იხარჯება აორთქლებაზე, ჰაერში სითბოს გადაცემასა და გამოსხივებაზე. ზომიერი ჰავის ზონაში მდებარე ტბაში ზაფხულობით მყარდება პირდაპირი ტენპერატურული სტრატიფიკაცია: ზედა თბილ ფენასა (ეპილიმნიონი) და ქვედა ცივ ფენას (ჰიპოლიმნიონი) შორის არსებულ ტემპერატურული ნახტომის ფენაში (მეტალიმნიონი) წყლის ტემპერატურა სწრაფად ეცემა; ზამთრობით ამ ტბაზე შებრუნებული ტემპერატურული სტრატიფიკაციაა: ზედაპირიდან სიღრმისაკენ წყლის ტემპერატურა იზრდება, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეინიშნება ჰომოთერმია — წყლის ტემპერატურა მთელ სიღრმეზე თანაბარია. ცხელსა და ცივ სარტყლებში ტემპერატურული სტრატიფიკაცია სეზონურად არ იცვლება, იქ თითქმისმთელი წლის განმავლობაში შესაბამისად პირდაპირი და შებრუნებული სტრატიფიკაციაა. დიდი ტბები სითბოს საკმაო მარაგისა და ღელვის გამო მდინარეზე უფრი გვიან იყინება. წყალში გახსნილი მარილების რაოდენობის შესაბამისად განარჩევენ მტკნარ, მომლაშო, მლაშე და თვითმლექ ტბებს (მლაშე ტბა). წყალში არსებული მინერალური და ორგანული ნაწილაკების დალექვის შედეგად ხდება ტბების დალამვა და მის ფსკერზე წარმოიქმნება ტბიური ნალექები. წყალში შეტივტივებული მინერალური და ორგანული მარილის რაოდენობაზე არის დამოკიდებული წყლის ფერი და გამჭვირვალობა. ცისფერი და ძლიერი გამჭვირვალობა (40 მ-მდე ბაიკალში) აქვს სუფთა წყალს. ბიოლოგიური პროდუქტიულობის მიხედვით განარჩევენ: ბიოგენური ელემენტებით მდიდარ, მაღალპროდუქტიულ (ევროფულ), ბიოგენური-ელემენტებით ღარიბ, მცირეპროდუქტიულ (ოლიგოტროფულ) და ჰუმანური ნივთიერებებით მდიდარ (დისტროფულ) ტბებს, ევოლუციის პროცესში ტბა ამოივსება ლამით, იფარება შამბით და ნოტიო ჰავის პირობებში გადაიქცევა ჭაობად, მშრალ ჰავაში — მლაშობად. ტბის წყლის რესურსებს და სხვა პროდუქტებს ფართოდ იყენებენ სახალხო მეურნეობაში.

ზოგიერთ დიდი ზომის ტბებს ზღვას უწოდებენ; ასეთია მაგ., კასპიის ზღვა.

უდიდესი ტბები

სახელწოდებაფართობიმდებარეობა
კასპიის ზღვა386.400 კმ²ცენტრალური აზია
ზემო ტბა82.414 კმ²აშშ-კანადა
ვიქტორია68.894 კმ²აღმოსავლეთი აფრიკა
ჰურონი59.596 კმ²აშშ-კანადა
მიჩიგანი58.016 კმ²აშშ-კანადა
ტანგანიიკა32.893 კმ²აღმოსავლეთი აფრიკა
ბაიკალი31.722 კმ²რუსეთი
დიდი დათვი31.328 კმ²კანადა
ნიასა29.600 კმ²მალავი-ტანზანია-მოზამბიკი
დიდი მონები28.438 კმ²კანადა
ერი25.667 კმ²აშშ-კანადა
უინიპეგი24.514 კმ²კანადა
ბალხაში16.400 კმ²ყაზახეთი
ონტარიო19.500 კმ²აშშ-კანადა
ლადოგი17.700 კმ²რუსეთი

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი