ჰორლივკის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან ჰორლივკისათვის ბრძოლა)
ჰორლივკის ბრძოლა
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და დონბასის ომის ნაწილი
2022 Russian invasion of Ukraine.svg
თარიღი 2 მარტი, 2022 – დღემდე (2 წელი, 2 თვე და 3 კვირა)
მდებარეობა ჰორლივკა, დონეცკის ოლქი, უკრაინა
სტატუსი მიმდინარე
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი
  • შეიარაღებული ძალები

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა დონეცკის სახალხო რესპუბლიკა

უკრაინის დროშა უკრაინა
  • შეიარაღებული ძალები
    • 95-ე ცალკეული სადესანტო-საიერიშო ბრიგადა
ჰორლივკის ბრძოლა ვიკისაწყობში

ჰორლივკის ბრძოლა — 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიმდინარე საომარ მოქმედებათა თეატრი, რომლის მიზანია დონეცკის ოლქის ნაწილებზე კონტროლის მოპოვება. უკრაინულმა ძალებმა ქალაქ ჰორლივკისკენ (გორლოვკისკენ) დაიწყეს წინსვლა, რომელსაც 2014 წლიდან დონეცკის სახალხო რესპუბლიკა (პრორუსული სეპარატისტების ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო) აკონტროლებს.

ქრონოლოგია

1 მარტი

უკრაინის ცნობით, უკრაინის 95-ე სადესანტო-საიერიშო ბრიგადამ ქალაქზე შეტევა 1 მარტს დაიწყო,[1] მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენა და ჰორლივკაში შევიდა, თუმცა იქ გამაგრება ვერ შეძლო.[2][3][4] არმია ქალაქის გარეუბანში განლაგდა.[5]

2 მარტი

2 მარტს უკრაინელმა თანამდებობის პირმა ოლექსი არესტოვიჩმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული ძალები რუსეთის შემოჭრის დროს პირველად გადავიდნენ კონტრშეტევაზე და ჰორლივკისკენ წაიწიეს.[6][7][8] მოგვიანებით იჰორ ჟდანოვმა განაცხადა, რომ „არსებობდა ცნობები“ უკრაინული ძალების მიერ ქალაქის ნაწილის დაკავების შესახებ.[9]

3 მარტი

3 მარტის მდგომარეობით, მიმდინარეობდა ქალაქის წმენდა საოკუპაციო ჯარებისაგან.[10]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი