ბეჰემოთისებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან Hippopotamidae)

ბეჰემოთისებრნი[1] (ლათ. Hippopotamidae) — მასიური, შიშველკანიანი და ნახევრად წყლის წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვრების ოჯახი. აქვთ სამგანყოფილებიანი კუჭი, ოთხი თითი თითოეულ ფეხზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიოლოგიურად ღორებს ჰგვანან, მათი უახლოესი ცოცხალი ნათესავები ვეშაპისნაირები არიან.

ბეჰემოთისებრნი

ბეჰემოთი

ჯუჯა ბეჰემოთი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
ოჯახი:  ბეჰემოთისებრნი
ლათინური სახელი
Hippopotamidae (Gray, 1821)

არსებობს ბეჰემოთისებრთა ორი თანამედროვე გვარი თითო-თითო სახეობით: ჯუჯა ბეჰემოთი (Choeropsis liberiensis), რომელიც დასავლეთ აფრიკის ტყეებში ცხოვრობს, და ჩვეულებრივი ბეჰემოთი (Hippopotamus amphibius). ტერმინი „ბეჰემოთი“ („ჰიპოპოტამი“) შეიძლება გამოყენებულ იქნას ზოგადად ბეჰემოთისებრებზე, თუმცა ის ყველაზე ხშირად გამოიყენება ჩვეულებრივი ბეჰემოთისა და მისი შესაბამისი გვარის აღსანიშნავად.

მახასიათებლები

ბეჰემოთები მსხვილი ძუძუმწოვრები არიან, აქვთ მოკლე და მსხვილი ფეხები, კასრის ფორმის სხეული, დიდი თავი, განიერი დინგი, მის ზედა მხარეს განლაგებული ნესტოები. ღორების მსგავსად, მათ აქვთ ოთხი თითი, მაგრამ ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, ფეხის ყველა თითი გამოიყენება სიარულისთვის. ბეჰემოთები ჩლიქოსნებს მიეკუთვნებიან, თუმცა, სხვა მსგავსი ცხოველებისგან განსხვავებით, მათ არ აქვთ ჩლიქები. კუჭი სამგანყოფილებიანია, მაგრამ ისინი ნამდვილი მცოხნელები არ არიან.

თანამედროვე სახეობებს აქვთ გლუვი კანია, არ გააჩნიათ როგორც ცხიმოვანი, ისე საოფლე ჯირკვლები. გარე ეპიდერმისი შედარებით თხელია, ამიტომ მშრალ გარემოში სწრაფად უწყლოვანდებიან.[2]

ორივე, საჭრელი კბილები და ეშვები, მსხვილი და შუანის მსგავსია, თუმცა ეშვები ბევრად უფრო დიდია. შუანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იზრდება. ეშვებსუკანა კბილები დიდი და რთულია, შესაფერისია მათი კვების რაციონის შემადგენელი მცენარეების დასაღეჭად. საჭრელების რაოდენობა ერთიდაიგივე სახეობაშიც კი ცვალებადია.

ტაქსონომია

ბეჰემოთისებრთა მდებარეობა წყვილჩლიქოსანთა რიგში შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგ კლადოგრამაში:[3][4][5][6][7]

წყვილჩლიქოსნები 

კორძფეხიანები (აქლემები და მათი ნათესავები)

 Artiofabula 

  არამცოხნელები (ღორები და მათი ნათესავები)

 Cetruminantia 

 მცოხნელები  

 Cetancodonta/Whippomorpha 

 ბეჰემოთისებრნი

 ვეშაპისნაირნი

სახეობები

აქ მოცემული სისტემატიკა და ტაქსონომია ძირითადად მიჰყვება „Boisserie (2005)“-ს და ამერიკის მამოლოლოგთა საზოგადოების შრომებს.[8][9]

თანამედროვე და ახლო წარსულში ამომწყდარი სახეობები

  • გვარი Choeropsis – ჯუჯა ბეჰემოთები
    • Choeropsis liberiensis – ჯუჯა ბეჰემოთი (დასავლეთ აფრიკა)

ნამარხი სახეობები

  • გვარი Hippopotamus – ნამდვილი ბეჰემოთები
  • წინასწარ მოთავსებულები Hippopotamus-ის გვარში:
    • Hippopotamus aethiopicus – კენია და ეთიოპია; პლიოცენი – პლეისტოცენი
    • Hippopotamus afarensis – ადრე Trilobophorus-ის გვარში შედიოდა
    • Hippopotamus behemothისრაელი, ადრეული პლეისტოცენი
    • Hippopotamus kaisensis – ცენტრალური აფრიკა; პლიოცენი
    • Hippopotamus sirensisმაროკო და ალჟირი; პლეისტოცენი
  • გვარი Hexaprotodon – ჰექსაპროტოდონები ან აზიური ჰიპოპოტამები
    • Hexaprotodon brunetiეთიოპია; პლიოცენი
    • Hexaprotodon coryndoni – ეთიოპია; პლიოცენი
    • Hexaprotodon crusafontiესპანეთი; გვიანი მიოცენი (სინ. Hexaprotodon primaevus)
    • Hexaprotodon hipponensisალჟირი
    • Hexaprotodon imagunculusუგანდა და კონგო ; პლიოცენი
    • Hexaprotodon iravaticusმიანმარი; პლიოცენი – პლეისტოცენი
    • Hexaprotodon karumensis – კენია და ერითრეა; პლეისტოცენი
    • Hexaprotodon namadicusინდოეთი; (შესაძლოა იგივეა რაც Hex. palaeindicus)
    • Hexaprotodon palaeindicus – ინდოეთი;
    • Hexaprotodon pantanelliiიტალია; პლიოცენი
    • Hexaprotodon protamphibius – კენია და ჩადი; პლიოცენი
    • Hexaprotodon siculus
    • Hexaprotodon sivajavanicus – ინდონეზია
    • Hexaprotodon sivalensis – ინდოეთი
    • Hexaprotodon sp. (აღუწერელია) – მიანმარი
  • გვარი Archaeopotamus – ადრე შედიოდა Hexaprotodon-ში
  • ერთი ან ორი აღუწერელი სახეობა
  • გვარი Saotherium – ადრე შედიოდა Hexaprotodon-ში
    • Saotherium mingozჩადი; პლიოცენი

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი