პლიოცენი

სისტემა,
პერიოდი
სექცია,
ეპოქა
სართული,
საუკუნე
საუკუნე (Ma)
მეოთხეულიპლეისტოცენიჯელასიანიუფრო ახალგაზრდა
ნეოგენიპლიოცენიპიაჩენცური2.58-3.600
ძანკლური3.600-5.333
მიოცენიმესინური5.333-7.246
ტორტონული7.246-11.63
სერავალური11.63-13.82
ლანგური13.82-15.97
ბურდიგალური15.97-20.44
აკვიტანიური20.44-23.03
პალეოგენიოლიგოცენიქატურიუფრო ძველი
ნეოგენური სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა,
სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1]

პლიოცენი (სიმბოლო PO[2]; ძვ. ბერძნ. πλεῖον – მეტი და καινός – ახალი, თანამედროვე) — დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის უკანასკნელი ეპოქა; მოსდევს მიოცენს, წინ უსწრებს პლეისტოცენს. დაიწყო 5,332 მლნ. წლის წინ და დასრულდა 2,588 მლნ. წლის წინ. ტერმინის ავტორია ინგლისელი ბუნებისმეტყველი ჩარლზ ლაიელი, რომელმაც შემოგვთავაზა მესამეული სისტემის დაყოფა 4 გეოლოგიურ ეპოქად.

შუა პლიოცენის მსოფლიო ოკეანის ანომალიური ტემპერატურები. რეკონსტრუქცია
პლიოცენში მობინადრე ფაუნის წარმომადგენელი — Megantereon

პლიოცენში არსებულ კლიმატს სიცივე და სიმშრალე ახასიათებდა. შუა პლიოცენში გლობალური საშუალო ტემპერატურა 2-3 °C უფრო მეტი იყო დღევანდელთან შედარებით,[3] ზღვის გლობალური დონე კი 25 მეტრით სჭარბობდა თანამედროვე ოკეანის დონეს.[4] გრენლანდია მოექცა გამყინვარების ქვეშ, რომელიც მოხდა პლიოცენის ბოლოს დაახლოებით 3 მლნ. წლის წინ. ზომიერ განედებში გამყინვარება მიმდინარეობდა, როგორც ჩანს, ეპოქის ბოლომდე. პლიოცენში მომხდარმა გლობალურმა გამყინვარებამ ხელი უბიძგა ტყეებისა და სავანების გაქრობას.[5]

პლიოცენში კონტინენტები აგრძელებდნენ დრეიფს. სამხრეთი ამერიკა პანამის ყელის მეშვეობით დაუკავშირდა ჩრდილოეთ ამერიკას. აფრიკის კონტინენტის შეჯახება ევროპასთან ხმელთაშუა ზღვის ფორმირებით დაგვირგვინდა. ზღვის დონის ცვლილებას თან მოჰყვა სახმელეთი ხიდის გაშიშვლება ალასკასა და აზიას შორის.

პლიოცენში არსებული ზღვის კლდეები კარგად არის გამოკვეთილი ხმელთაშუაზღვისპირეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. სხვაგან ასეთი ფორმები ძირითადად გვხვდება სანაპიროების გასწვრივ.

ზედა პლიოცენის დადგომასთან ერთად კავკასიის გეოლოგიურ ისტორიაში იწყება მისი უახლესი ეტაპი, რომელიც მოიცავს ზედა პლიოცენს და პოსტპლიოცენს. ბიოსტრატიგრაფიული ფაქტების ერთობლიობა მიგვითითებს კავკასიის კლიმატური პირობების მკვეთრ ცვლილებაზე ზედა პლიოცენის წინ — ამ დროს გადაგვარებას განიცდიან მცენარეულობის სითბომოყვარული ტროპიკული ელემენტები და ჰიპარიონის ფაუნა, იქმნება გამყინვარებათა წინაპირობები.[6]

გეოლოგიური წარსულის მთელი შემდგომი მონაკვეთი განირჩევა პალეოგეოგრაფიული მაჩვენებლების ერთობლიობით და ბუნების ახალი ელემენტებისა და ფაქტორის — ადამიანის გაჩენით.[6]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი