აბეტი (მთვარის კრატერი)

კრატერი აბეტი (ლათ. Abetti) — მცირე დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარზე, მოწმენდილობის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა იტალიელი ასტრონომის ანტონიო აბეტის პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1976 წელს).

მთვარის კრატერი
აბეტი
Abetti
მონაცემები
დიამეტრი 1.6 კმ
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი ანტონიო აბეტი
დამტკიცებულია IAU (1976)
მდებარეობა
20.11° ჩ. გ. 27.82° ა. გ. / 20.11° ჩ. გ. 27.82° ა. გ. / 20.11; 27.82
ციური სხეული მთვარე
აბეტი (მთვარის კრატერი) — მთვარე
აბეტი (მთვარის კრატერი)
აბეტი ვიკისაწყობში

კრატერის აღწერა

ზონდ Lunar Reconnaissance Orbiter-ით გადაღებული კრატერის ირგვლივ არსებული ტერიტორია.

კრატერის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს არგეას მწვერვალი. კრატერის სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთით არის კრატერი დოუ, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კრატერები ფაბრონი და ვიტრუვიუსი. კრატერის ჩრდილო-აღმოსავლეთით არის ლიტროუს ნაპრალი, აღმოსავლეთით — კარმენის ნაპრალი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — რუდოლფის ნაპრალი. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 20°07′N 27°49′E / 20.11° ჩ. გ. 27.82° ა. გ. / 20.11; 27.82, დიამეტრი 1.6 კმ.

კრატერი განეკუთვნება მოჩენებით-მირაჟულ კრატერებს. ის სრულადაა დატბორილი ლავის მიერ, ხოლო მოწმენდილობის ზღვიდან მცირედ ამოყოფილი აქვს თავები ზვინულებს, რომელთა სიმაღლე 50 მეტრს შეადგენს. შედეგად, კრატერი ჩანს მხოლოდ მზეზე დაბალი კუთხით განათების შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა რუქაზე მითითებულია კრატერის სხვადასხვა მდებარეობა, ანუ კითხვა, თუ რა სტრუქტურა იგულისხმება ამ სახელწოდებით, ბოლომდე დახურული არ არის.

სატელიტური კრატერები

კრატერ აბეტს სატელიტური კრატერები არ გააჩნია.

იხილეთ აგრეთვე

  • მთვარის კრატერების სია

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი