აგოსტინიო ნეტო

ანტონიო აგოსტინიო ნეტო (პორტ. António Agostinho Neto; დ. 17 სექტემბერი, 1922, სოფ. იკოლუ-ი-ბენგუ, ბენგოს პროვინცია ანგოლა — გ. 10 სექტემბერი, 1979, მოსკოვი) — ანგოლის სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი და ანგოლის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1975-1979 წლებში. ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობის (მპლა) - შრომის პარტიის თავმჯდომარე.

აგოსტინიო ნეტო
აგოსტინიო ნეტო
ანგოლის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ნოემბერი 1975 – 10 სექტემბერი 1979
მემკვიდრეჟოზე ედუარდო სანტუში

დაბადებული17 სექტემბერი 1922
ბენგოს პროვინცია ანგოლა

ბიოგრაფია

დაიბადა პროტესტანტი მღვდლის — პასტორის ოჯახში. სწავლობდა ლუანდის ლიცეუმში, ხოლო შემდეგ ლისაბონის უნივერსიტეტში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე პორტუგალიელი მარია ეუჟენია და სილვა, რომელსაც მიუძღვნა თავისი საუკეთესო ლექსები.

1950-იანი წლების დასაწყისში ანგოლაში დაიწყო განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნეტოს მიერ დაარსებული ორგანიზაცია - ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობა. 1955-1957 წლებში დაპატიმრებულ იქნა. 1958 წელს დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი პორტუგალიის ქალაქ კოიმბრას უნივერსიტეტში. 1961-1962 წლებში კვლავ პატიმრობაშია. 1975 წელს გახდა ანგოლის პირველი პრეზიდენტი და აიღო სოციალიზმის შენების კურსი.

გარდაიცვალა მოსკოვში 1979 წლის 10 სექტემბერს ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში


🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი