ათენაგორა ათენელი

ათენაგორა ათენელი (ბერძ. Ἀθηναγόρας ὁ Ἀθηναῖος) (დ. დაახლ. 133 — გ. დაახლ. 190) — საეკლესიო მამა, ქრისტიანი აპოლოგეტი და ფილოსოფოსი. მის შესახებ მწირი ცნობებია დღემდე მოღწეული[4]. საკუთარ თავს მოიხსენიებს, როგორც „ათენაგორა, ათენელი, ფილოსოფოსი და ქრისტიანი.“

ათენაგორა ათენელი
Ἀθηναγόρας ὀ Ἀθηναῖος[1]
დაიბადა 133
ათენი
გარდაიცვალა 190
ათენი
ხსენების დღე 24 ივლისი
მოღვაწეობა ფილოსოფოსი, თეოლოგი და მწერალი
ენა ძველი ბერძნული ენა[2]
პერიოდი II საუკუნე[3]

ცხოვრება

ათენაგორას შესახებ ცნობები როგორც მისი თანამედროვე, ისე — შემდგომი დროის ავტორების თხზულებებში საკმაოდ მწირად არის შემონახული[5]. ათენაგორას თხზულებას „შუამდგომლობა ქრისტიანთა გამო“ იმოწმებს IV საუკუნის ქრისტიანი მოღვაწე მეთოდე ოლიმპოელი თავის ნაშრომში „აღდგომის შესახებ.“ საკუთრივ მეთოდეს ტექსტის ნაწილები შემონახულია ეპიფანე კვიპრელის თხზულებით „პანარიონი.“

ათენაგორას ცხოვრების შესახებ ცნობებს გვაწვდის ფილიპე სიდეელი. საკუთრივ ტექსტი გვიანდელი ხელნაწერითაა მოღწეული და უზუსტობებს შეიცავს. ფილიპეს აზრით, სწორედ ათენაგორა იყო ალექსანდრიის კატეხისტური სკოლის პირველი წინამძღვარი და კლიმენტი ალექსანდრიელის მასწავლებელი. იგი ქრისტიანობისკენ მას მერე გადაიხარა, რაც ქრისტიანი მწერლების თხზულებებს გაეცნო და მათთან შეკამათებას შეეცადა. ფილიპეს ასევე მიაჩნია, რომ ათენაგორას შრომა „შუამდგომლობა ქრისტიანთა გამო“ ანტონინუს პიუსისა და ადრიანეს მიმართ არის დაწერილი. რეალურად კი, თხზულების ადრესატები არიან მარკუს ავრელიუსი და კომოდიუსი, რომლებიც ათენაგორას თანამედროვენი იყვნენ.

შრომები

ჩვენამდე მოღწეულია ათენაგორას ორი თხზულება: „შუამდგომლობა ქრისტიანთა გამო“ (ლათ. Legatio) და „მკვდართა აღდგომის შესახებ“ (ლათ. De Resurrectione). „შუამდგომლობა“ მიემართება მარკუს ავრელიუსს და მისი მიზანია ქრისტიანობის დაცვა წარმართი ბრალმდებლებისგან. იგი ჩამოთვლის სამ ძირითად ბრალდებას, რაც ქრისტიანებს წაუყენეს წარმართებმა: ათეიზმი, კანიბალიზმი და ინცესტი. ათენაგორა ლოგიკური კატეგორიებითა და მჭევრმეტყველებით ცხადყოფს ბრალდებათა აბსურდულობას.

ათენაგორას მეორე შრომა „აღდგომის შესახებ“ შეეხება ძირითადად ანთროპოლოგიურ საკითხებს. მის დასაწყის თავებში საუბარია ადამიანთა აღდგომის ფიზიკურ ასპექტებზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ეთმობა მეტაფიზიკურ განხილვას.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Athenagoras. Legatio and De Ressurectione. Edited and translated by William R. Schoedel, Oxford, Clarendon Press, 1972
  • Writings of Athenagoras, Translated by the Rev. B. P. Pratten, On the Resurrection of the Dead, 1893
  • Leslie W. Barnard, Athenagoras, A study in second century christian apologetic. Théologie historique 18. Beauchesne, Paris, 1972

სქოლიო

  • Czech National Authority Database
  • [1]Apologetics of Athenagorus, Basil, Clemen
  • ალექსიძე ლ., ჟურნალი „ემაოსი“, № 2, http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=270&catid=46&Itemid=55&lang=ka
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი