ალექსანდრე III (რუსეთი)

ალექსანდრე III (რუს.: Александр III Александрович) (დ. 10 მარტი, 1845, სანქტ-პეტერბურგი — გ. 20 ოქტომბერი, 1894, ლივადია, უკრაინა) — რუსეთის იმპერატორი 1881—1894 წლებში, რომანოვების დინასტიიდან. ალექსანდრე II-ის შვილი.

ალექსანდრე III
Александр III
სრულიად რუსეთის იმპერატორი
კორონაცია: 13 მარტი 1881
მმართ. დასაწყისი: 13 მარტი 1881
მმართ. დასასრული: 1 ნოემბერი, 1894
წინამორბედი: ალექსანდრე II
მემკვიდრე: ნიკოლოზ II
სხვა წოდებები: პოლონეთის მეფე
ფინეთის დიდი ჰერცოგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 მარტი 1845
დაბ. ადგილი: სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 1 ნოემბერი, 1894
გარდ. ადგილი: ლივადია, ყირიმი
მეუღლე: მარია
შვილები: ნიკოლოზ II
ალექსანდრე
გიორგი
ქსენია
ოლგა
დინასტია: რომანოვები
მამა: ალექსანდრე II
დედა: მარია
ხელმოწერა:

ბიოგრაფია

იმპერატორი ალექსანდრე III თბილისში ყოფნისას (1888).

ალექსანდრე დაიბადა 1845 წლის 10 მარტს ქ. სანქტ-პეტერბურგში, ზამთრის სასახლეში. ის იყო რუსეთის იმპერატორ, ალექსანდრე II-ის მეორე ვაჟი. მან მიიღო იმდროისთვის უმაღლესი განათლება. ფლობდა გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს.

საიმპერატორო ტახტზე ასვლა მოუწია მამამისის მკვლელობის შემდეგ, 1881 წლის 13 მარტს, ესტონეთში ყოფნის დროს. ალექსანდრე მისი წინამორბედის მსგავსად თვლიდა, რომ რუსეთის წყნარად სამართავად და ყოველგბარი რევოლუციისა თუ აჯანყების თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება, სახელმწიფოს ყველა წერტილში მართლმადიდებლობის გავრცელება და ეროვნულობა. პოლიტიკური შეხედულებით ნაციონალი იყო. 1884 წელს გამოსცა კანონი რუსული ენის ფართო მასშტაბით გავრცელების შესახებ იმპერიის ტერიტორიაზე. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა პრუსიის პრემიერ-მინისტრთან, ოტო ფონ ბისმარკთან, ასევე საფრანგეთის ხელისუფლების წევრებთან.

1894 წელს ნეფრიტით დაავადდა. იმავე წლის ბოლოს, 1 ნოემბერს გარდაიცვალა ყირიმში სტუმრობის დროს. ალექსანდრეს შემდეგ საიმპერატორო ტახტი დაიკავა მისმა უფროსმა ვაჟმა, ნიკოლოზ II-მ.

წინაპრები

ოჯახი

ალექსანდრე III შვილებთან ერთად

ალექსანდრე III-ს ჰყავდა ექვსი შვილი. იმპერატორის მეუღლე იყო მარია თეოდორეს ასული

(იმპერატორის შვილები)

სახელიდაბადებაგარდაცვალებაშენიშვნები
ნიკოლოზ II6 მაისი 186817 ივლისი 1918მეუღლე ალექსანდრა თედორეს ასული;
ალექსანდრე ალექსანდრეს ძე7 ივნისი 18692 მაისი 1870გარდაიცვალა მენინგიტით
გიორგი რომანოვი6 მაისი 18719 აგვისტო 1899გარდაიცვალა ტუბერკულოზით
ქსენია რომანოვა6 აპრილი 187520 აპრილი 19601894 წელს იქორწინა ალექსანდრე მიხეილის ძე
მიხეილ II22 ნოემბერი 187812 ივნისი 19181912 წელს ცოლად შეირთო, ნატალია ბრასოვა;
ოლგა რომანოვა13 ივნისი 188224 ნოემბერი 1960პირველი მეუღლე, პეტრე ალექსანდრეს ძე ოლდენბურგი;

მეორე მეუღლე, ნიკოლაი კულიკოვსკი;

ლიტერატურა

  • John F. Hutchinson, Late Imperial Russia: 1890–1917
  • Charles Lowe, Alexander III of Russia

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ალექსანდრე II
რუსეთის იმპერეტორები
1881 - 1894
შემდეგი:
ნიკოლოზ II

თვე არ არის მითითებული!, [[]]

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი