ამია

ამია, შლამის თევზი (ლათ. Amia calva) — ძვლიანი განოიდების ინფრაკლასის ამიისებრთა ოჯახის ერთადერთი სახეობა. აქვს 60, იშვიათად 90 სმ-მდე სიგრძის თითისტარასებრი სხეული, ციკლოიდური ქერცლი, წინა პირი; კბილები ყბებზეა განლაგებული. ზურგის ფარფლი გრძელია. საღერძე ჩონჩხი გაძვალებულია, თავზე კანისებრი ძვლებია (პრიმიტიული თევზების ნიშანი). გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში, მდინარე მისისიპის აუზში, ასევე ჰურონისა და ერის ტბებში. უპირატესობას ანიჭებს მდორე და მცენარეულობით დაფარულ წყალსატევებს.[1] საკმაოდ დიდხანს ძლებს უწყლოდ.[2] შეუძლია ატმოსფერული ჰაერით სუნთქვა, რისთვისაც საცურავ ბუშტს ფილტვის სახით იყენებს.[1] იკვებება უხერხემლო ცხოველებითა და პატარა თევზებით. ტოფობს გაზაფხულზე. მამალი აკეთებს ბუდეს, იცავს ქვირითსა და ნორჩ ლიფსიტებს. სარეწაო მნიშვნელობა თითქმის არ აქვს.[2] საინტერესოა, როგორც „ცოცხალი ნამარხი“.[1]

ამია
Amia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
ინფრაკლასი:  მთელძვლოვანნი
რიგი:  ამიისნაირნი
ოჯახი:  ამიისებრნი
გვარი:  ამია
სახეობა:  ამია
ლათინური სახელი
Amia calva (Linnaeus, 1766)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 201942

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი